სარი:”დაცვა უკეთ თამაშობს”

მაურისიო სარი საკუთარი გუნდის ასპარეზობით აშკარად კმაყოფილი ჩანდა:

ფედერიკო ბერნარდესკის საწვრთნელი პროცესი ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, საკმაოდ პროდუქტიულად ვითარდებოდა, ხოლო აარონ რემზის დასვენება ესაჭიროებოდა.

რთული გამოდგა, რადგან ბაიერს ბურთის ფლობა და ინტენსიური თამაში უყვარს, რამაც დიდი ენერგია წაგვართვა.

ხუან კუადრადო მარჯვნა მცველის რანგში უმატებს და უმატებს.. კოლუმბიელი ყველა კომპონენტში კარგია, უბრალოდ ერთი-ერთზე თამაში აქვს გასაუმჯობესებელი.. დარწმუნებული ვარ ანდრეა ბარძალისთან მუშაობა თითოეულ უკანახაზელს წარმატებას მოუტანს.

მატაის დე ლიგტი გეომეტრიული პროგრესით იზრდება.. დაცვა კარგად გადაადგილდება და მოედანზე კომპაქტურობას ქმნის, რაც სასურველ შედეგს გვაძლევს.

პაულო დიბალა სასტარტოში? ბარში, რომ ვიჯდე ალბათ კარგ იდეად მომეჩვენებოდა, მაგრამ არა სათადარიგოთა სკამზე სადაც ყველაფერი სხვაგვარად გამოიყურება.. აუცილებელია სწორი ბალანსის პოვნა.

იმ შემთხვევაში თუ მომავალში გუნდი სწორ ბალანს იპოვის, მაშინ შეგვიძლია აღნიშნული იდეა რეალობად ვაქციოთ”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

1 კომენტარი

  1. რ ე ა ლ ი ს ტ ი says:

    არა მარტო დაცვა ყველა , ბიჭები 90 წუთი არ ჩერდებიან ასეთი რამ 5 წელია არ მახსოვს მე, ეს მატუიდი ხომ საერთოდ ცხოველია ტიპი 32 წლისაა და რამდენი ენერგია აქვს

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »