სარის წინასამატჩო პრესკონფერენცია

გთავაზობთ მაურისიო სარის წინასამატჩო პრესკონფერენციას:

ჩემი სამუშაო მდგომარეობს გადაწყვეტილების მიღებაში და არა ფეხბურთელების დარწმუნებაში. სიამოვნებას მანიჭებს მათი რეაქცია, როდესაც სათადარიგოთა სკამზე რჩებიან.. ეს არის ჯანსაღი ატმოსფერო, რადგან თითოეულს თამაში უნდა და მეორე დღეს საწვრთნელ პროცესზე სწორი აგრესიით გამოდის.

ჩვენ რეალურად ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ მოგვიწევს თამაში, რომელმაც სულ ცოტახნისწინ ბარსელონასთან სტუმრად ძალზედ პროდუქტიული მატჩი გამართა.. ვხვდები, რომ ამ დაპირისპირებას მთელი მსოფლიოს მაშტაბით ელოდებიან, რადგან ნერიაძურიმ მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადა.

პირველ რიგში ვინც ფიქრობს, რომ ეს არის მაურისიო სარის და ანტონიო კონტეს პირადი დაპირისპირება, ღრმად ცდება.. ანტონიო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სპეციალისტია, რომელმაც უკვე ყველას ყველაფერი დიდი ხნის წინ დაუმტკიცა! ოქტომბერში რა ჩემპიონობის ბედის გადაწყვეტაზე უნდა იყოს საუბარი? აქ თემა იმაში მდგომარეობს თუ როგორ პროგრესირებს გუნდი.. წამოვიღებთ თუ არა მილანიდან პოზიტიურ შედეგს.. ეს არის ახლა ყველაზე მთავარი.

იქნება თუ არა მარცხი ფსიქოლოგიური დარტყმის გამომწვევი? ოქტომბერში თუ ჩვენ ამან გაგვტეხა, მაშინ რა დიდ გეგმებზე და მიზნებზე გვაქვს საერთოდ საუბარი?

კარგად მესმის, რომ მთავარ მწვრთნელებს 100 შესაძლო ვარიანტი გააჩნიათ და იქიდან რამდენიმე უნდა შეარჩიონ.. შესაბამისად, შეცდომების დაშვების ალბათობაც ძალზედ დიდია. აი როდესაც შეცდომებს მინიმუმამდე დაიყვან, ეს უკვე მწვრთნელის პლიუსებზე მეტყველებს.

ფედერიკო ბერნარდესკი? მაქსიმალურად ვცდილობდი იმ როლში გამომეყენებინა, რაც მისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა. ბაიერთან ის თამაში აჩვენა, რაც ჩემი მოსაზრებით მასთან ძალზედ ახლოს არის. მას ყველაფერი რიგზე აქვს და საწვრთნელი პროცესის დროს შესანიშნავ შედეგებს აჩვენებს! ითამაშებს თუ არა ამას პირდად ვეტყვი, რადგან მიმაჩნია, რომ ფეხბურთელთან კომუნიკაცია უშუალო უნდა იყოს.. ეს არის პატივისცემის ფორმა, რომელიც ყველას უნდა გააჩნდეს”.

სხვა სტატიები:

 |  Comments
დატოვეთ კომენტარი

3 კომენტარი

  1. ტრიდე says:

    სარი მართალი ხარ მარა ინტერთან წაგებას გულშემატკივრები არ გაპიტიებენ იმედია გესმის ამაზე ფიქრიც არ შეიძლება რო ინტერთან წავაგოთ ითამაშედ კაცურად და შედეგიც მოვა :forza: :forza: :forza: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee: :juvee:

  2. ანონიმური says:

    ეს ორი წერტილი .. რამე ახალი პუნტქუაციაა? :blin:

დატოვეთ კომენტარი

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »