კანავარო : ” დღეისათვის ბარძალი საუკეთესო იტალიელი მცველია ”

ბიანკონერის და იტალიის ნაკრების ყოფილი ცენტრალური  მცველი , ფაბიო კანავარო , ” La Gazzetta della Sport ” – თან საუბრის დროს , ანდრეა ბარძალის და  2006 წლის ჩემპიონობას შეეხო : ” ვინ არის საუკეთესო იტალიელი მცველი დღეისათვის ? ბარძალი . ბოლო პერიოდში მან დაძლია ყველა ის პრობლემა რაც გააჩნდა . მე უკვე მივულოცე ანიელის , რადგან ” იუვენტუსმა ” ბარძალის სახით სერიოზული შევსება მიიღო . იუვენტუსი ? იცით , კვირაში მხოლოდ ერთი ოფიციალური მატჩის ჩატარება ძალზე ადვილია . კონტეს სერიოზული სამუშაოს ჩატარება მოუწევს და გუნდის მიზნებზე არა ეხლა , არამედ რამდენიმე ტურის შემდეგ უნდა ვისაუბროთ . საინტერესო იქნება იმის ნახვა , შეუძლია თუ არა ანტონიოს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მუშაობა . 2006 წლის სკუდეტო ? პირადად ჩემთვის ეს საკითხი ყოველთვის მნიშვნელოვანია . არა ერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ , რომ სკუდეტო მოედანზე მოვიგე საკუთარ გუნდთან ერთად და ამას წყალი არ გაუვა “ .

გაგრძელება »

ლუკა მარონე : ” ტურინში დარჩენა კონტემ მირჩია ”

ბიანკონერის ახალგაზრდა ნახევარმცველმა , ლუკა მარონემ , საკმაოდ კარგი შთაბეჭდილება დატოვა იტალიის 21 წლამდელთა ნაკრებში ასპარეზობის დროს , მაგრამ უშუალოდ კლუბში მას საქმეები არცთუ ისე კარგად მისდის . მიუხედავად ამისა , მარონე ტურინში თავს ბედნიერად გრძნობს : ” სიმართლე გითხრათ , ძალზე ახლოს ვიყავი ” იუვენტუსის ” დატოვებასთან , მაგრამ კონტესთან საუბრის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა . სწორედ ანტონიომ მთხოვა გუნდში დარჩენა . ბედნიერი ვარ საკუთარი გადაწყვეტილებით , რადგან მისი ხელმძღვანელობით ადგილის მოპოვება , მხოლოდ მუხლჩაუხრელი შრომით იქნება შესაძლებელი . დარწმუნებული ვარ შანსი არა ერთხელ მომეცემა , რადგან წინ გუნდს უამრავი მატჩი ელის ” . ლუკა ყველაფერთან ერთად , პატარაობიდანვე იყო ბიანკონერის ერთგული ქომაგი : ” იუვე ! როდესაც გასახდელში პირლოს ვხედავ , წარმოუდგენელი გრძნობა მეუფლება . ჯერ კიდევ ახალგაზრდულ სექტორში ასპარეზობისას , ანდრეას თამაშით აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი , ეხლა კი ჩვენ პარტნიორები ვართ ” .

გაგრძელება »

პაველ ნედვედი “ჩემი ნორმალური ცხოვრება”

პაველ ნედვედი


«ჩემი ნორმალური ცხოვრება»

(ნაწილი XII)


ეძღვნება ივანას და ბავშვებს


გაუმარჯოს ინგლისს! (ერთი მნიშვნელოვანი წლის ისტორია)



გაგრძელება »

პირლო : “იტალიის ნაკრებმა შესანიშნავად იასპარეზა”

ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველი, ანდრეა პირლო იტალიის ეროვნული ნაკრების კარგი ასპარეზობითა და კლაუდიო მარკიზიოს გოლით აღფრთოვანებულია  : “შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ, მოტივირებული გუნდის წინააღმდეგ, რომელიც ნებისმიერ ფასად გამარჯვების მოპოვებას ცდილობდა.სერბების მთავარი მიზანი სწრაფი გოლის გატანა იყო, მაგრამ ჩვენ უკეთ დავიწყეთ და ანგარიში პირველივე წუთზე გავხსენით.როცა ასე მოულოდნელად გოლი გაგაქვს, მოწინააღმდეგეს ძალიან უჭირს.პირველ ტაიმში სკუადრა აძურამ ძალიან კარგი თამაში აჩვენა, ეს პროგრესირების ნიშანია.ჩვენს გუნდში ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი ირიცხება, ხშირად ვათამაშებთ ბურთს, ზოგჯერ ზედმეტადაც, ჩემი აზრით, გადამწყვეტი დარტყმის შესრულებაზე სავარჯიშო გვაქვს.

გაგრძელება »

მარკიზიო: ” “იუვეს” ყოველთვის სჯეროდა ჩემი “

კლაუდიო მარკიზიო “იუვენტუსის” საფეხბურთო აკადემიის აღზრდილი ნახევარმცველია და როგორც საფეხბურთო სპეციალისტები ვარაუდობენ, მალე “ბებერი ქალბატონის” შეუცვლელი ფიგურა და ლიდერიც გახდება. იტალიელისთვის სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო, უკვე სამჯერ გამოიჩინა თავი შავ-თეთრ მაისურში და მეტოქის კარის აღება ნაკრების რიგებშიც შეძლო: ” ორი თვის წინ ჭორები მესმოდა, რომ ტრანსფერზე ვიყავი დაყენებული და რომ ჩემი ძალების რწმენა აღარავის აღარ ჰქონდა. სინამდვილე კი სხვანაირი იყო, “იუვენტუსს” ბოლომდე სჯეროდა ჩემი. ჩემთვის უდიდესი პატივია, როცა ტარდელისნაირ ფეხბურთელებს მადარებენ. ” -აღსანიშნავია, ბრიტანული ჟურნალ-გაზეთები აქტიურად იუწყებიან, რომ სერ ალექს ფერგიუსონის გუნდი მზადაა მარკიზიოს სანაცვლოდ “იუვეს” 20 მილიონი ევრო შესთავაზოს. როგორც ჩანს, წინ საინტერესო ზამთრის სატრანსფერო კამპანია გველოდება. გაგრძელება »

მოჯი:”მე მქონდა გარიგება “მილანთან””

“იუვენტუსის” ყოფილი გენერალური დირექტორი ლუჩიანო მოჯი აღიარებს, რომ მას ჰქონდა გარიგება “მილანთან” და მზად იყო 2006 წელს გადასულიყო როსონერიში , მაგრამ კალჩოპოლმა ყველაფერი არია.
გაგრძელება »

მარკიზიო : “ტრავმა სერიოზული არაა, თავს კარგად ვგრძნობ”

გუშინ კლაუდიო მარკიზიომ იტალიის ეროვნული ნაკრების რიგებში პირველი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი გულშემატკივრებს მცირე ტრავმის შესახებ ამცნო, რომ სერიოზული არაფერია : “სრულ მზადყოფნაში ვარ, მხოლოდ კუნთი გამეჭიმა, ფეხი გასიებულიც კი არ მაქვს.” – განაცხადა ნახევარმცველმა, რომელიც შეხვედრის მიწურულს იძულებით შეცვალეს.

გაგრძელება »

ბიანკონერების შედეგები ეროვნულ ნაკრებებში

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა გუშინ სერბეთის წინააღმდეგ ფრედ ითამაშა, თუმცა ბიანკონერებს არა მხოლოდ ამ მატჩში მიუღიათ მონაწილეობა.

გაგრძელება »

გუშინდელი ვარჯიში ( ფოტომიმოხილვა )

გთავაზობთ ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე ჩატარებული გუშინდელი ვარჯიშის ფოტომიმოხილვას…

გაგრძელება »

ბოლო ვარჯიში მიმდინარე კვირაში

მანამ, სანამ ეროვნულ ნაკრებში გამოძახებული 14 ფეხბურთელი ოფიციალურ თუ მეგობრულ მატჩებს მართავს, ვინოვოს სამწვრთნელ ბაზაზე დარჩენილი ბიანკონერები ვარჯიშებს განაგრძობენ.

დღევანდელი ვარჯიში მცირე მოთელვით დაიწყო, შემდეგ იყო მინი-მატჩი ნახევარ მოედანზე.განცალკევებით ვარჯიშობდა ემანუელე ჯაკერინი, რომელმაც გუშინდელ ტრეინინგზე მცირე ტრავმა მიიღო, პაოლო დე ჩელიე კი სრული დატვირთვით ვარჯიშებს დაუბრუნდა.დღევანდელი შეკრება მიმდინარე კვირაში ბიანკონერებისთვის ბოლო აღმოჩნდა, ვარჯიშები სამშაბათს გაგრძელდება, თუმცა ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელების გარეშე.შეგახსენებთ, რომ სერია A – ს შემდეგ ტურში ტურინის “იუვენტუსი” ვერონაში, ადგილობრივ “კიევოს” დაუპირისპირდება.

გაგრძელება »