კანავარომ კარიერა დაასრულა

“ფეხბურთი-ჩემი ცხოვრება არის,  ძალიან მიმძიმს ამის თქმა, მაგრამ მოვიდა დრო პროფესიონალური კარიერა დავასრულო . “- განაცხადა ფაბიო კანავარომ. ” ვაპირებ დავრჩე “ალ ალჰილში” მომდევნო სამი წელი, დირექტორის თანამდეობაზე. მიუხედავად იმისა, რომ  ამ გადაწყვეტილების მიღება ძალიან მიჭირს, სხვა გამოსავალი არ მაქვს.” გაგრძელება »

2006 წლის 9 ივლისი – მსოფლიო ჩემპიონები

ზუსტად ხუთი წელი.დაუვიწყარი დღე, დაუვიწყარი ემოციები, ულამაზესი საფეხბურთო საღამო.2006 წლის 9 ივლისს, მარჩელო ლიპის მიერ გაწვრთნილი იტალიის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონი გახდა. გაგრძელება »

მარკიზიო : “პირლო – წარმატების გასაღები”

კლაუდიო მარკიზიო დარწმუნებულია, რომ ანდრეა პირლო ბებერი ქალბატონის წამყვანი მოთამაშე გახდება.ახალგაზრდა ნახევარმცველს ანდრეასთან თამაშის გამოცდილება ეროვნულ ნაკრებშიც აქვს : “ვინ მოახდინა ყველაზე დიდი შთაბეჭდილება ვარჯიშის პირველ დღეს ? – პასუხი მარტივია, რა თქმა უნდა პირლომ.იგი ხავისთან ერთად მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველთა რიცხვში შედის.მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებშიც ვასპარეზობ, მაგრამ ანდრეა ახლა ჩემი თანაგუნდელია – უდიდესი სიამოვნებაა.მომავალ სეზონში პირლო ჩვენს გუნდს ძალიან დაეხმარება.”

გავრცელდა ჭორები, რომელთა მიხედვითაც მარკიზიო ბებერ ქალბატონს დატოვებს : “ბოლოსდაბოლოს ოჯახთან ერთად დავისვენე, ახლა მწყობრში ვარ.”

გაგრძელება »

რამდენიმე დღეში როსის აგენტთან შეხვედრაა დაგეგმილი

გავრცელებული ინფორმაციების თანახმად, “იუვენტუსის” წარმომადგენლები ჯუზეპე როსი აგენტს უახლოეს დღეებში შეხვდებიან. “ბიანკონერი” იტალიელი თავდამსხმელის ტრანსფერზე მთლიანად გადაერთო მას შემდეგ, რაც “ატლეტიკოსგან” სერხიო აგუეროს თაობაზე უარი მიიღო. როსის აგენტი, ფედერიკო პასტორელო, “ვილარეალის” ხელმძღვანელობას ამ კვირაში უკვე შეხვდა. Sky Sport Italia – ს მტკიცებით, რამდენიმე დღეში “იუვენტუსი” პასტორელოს შეხვდება. თუ სხვადასხვა წყაროებს დავუჯერებთ, შეთანხმება 30 მილიონი ევროს ფარგლებში მიიღწევა. გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

გუშინდელი ვარჯიში ( ფოტომიმოხილვა )

“იუვენტუსის” ამ სეზონში რიგით მეორე ვარჯიშზე, აქცენტი ბურთის დამუშავებაზე გაკეთდა. დილას ჩატარებული ფიტნეს–ტესტის შემდეგ, ფეხბურთელებმა ტექნიკასა და ტაქტიკაზე იმუშავეს. ბრანდონეკიას სტადიონის ტრიბუნები ბიანკონერის გულშემატკივრებით იყო სავსე. ანტონიო კონტემ თავისი შეგირდები მოედანზე ბურთით მოძრაობაზეც ამუშავა. ფეხბურთელებმა გარკვეული სტრატეგიებიც დაამუშავეს. შემდეგ ნახევარ სტადიონზე მინი–მატჩი გაიმართა, სადაც 10–10 მოთამაშე ასპარეზობდა ერთმანეთის წინააღმდეგ. შუადღის სამწვრთნელო სესია ლუკა ტონიმ გამოტოვა. სრულიადში გთავაზობთ 8 ივლისის ვარჯიშის ამსახველ ფოტომასალას… გაგრძელება »

აგენტი:”ამაურის “იუვენტუსში” დარჩენის იმედი არ დაუკარგავს”

ამაურის აგენტის განცხადებით, მის კლიენტს “იუვენტუსში” თამაშის იმედი ჯერ კიდევ არ დაუკარგავს. ფეხბურთელი გუშინ წინასასეზონო მოსამზადებელ ვარჯიშებს გუნდთან ერთად შეუდგა. ამაურის ბედს “პარმას” და “ატლეტიკოს” უკავშირებდნენ. თავდამსხმელმა გასული სეზონის ბოლო 6 თვე “ჯალობლუში” გაატარა და 11 მატჩში 7 გოლი გაიტანა. მისი აგენტი, ჯამპიერო პოკეტა, calciomercato – თან საუბრობს:“ამაურის მომავალზე ლაპარაკი ჯერ ადრეა. ის ვარჯიშებს მხოლოდ გუშინ შეუდგა. ჩემი კლიენტი ამაყია, რომ ანტონიო კონტესნაირი ადამიანის წინაშე აქვს შანსი, წარმოაჩინოს საკუთარი შესაძლებლობები. მე მადრიდში ვიყავი, მაგრამ “ატლეტიკოსთან” არანაირი კონტაქტი არ მქონია. “პარმა”? ძალიან სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ გუნდი ამაურის ელის. იქ შესანიშნავი ატმოსფეროა.” – დაასრულა პოკეტამ. გაგრძელება »

ციგლერი: ” ჩვენი ბედი მხოლოდ ჩვენს ხელთაა “

რეტო ციგლერმა ტურინული კარიერა ოცნებას შეადარა. “სამპდორიას” ყოფილმა მცველმა “იუვენტუსის” რიგებში თავისი პირველი პრეს-კონფერენცია გამართა, ჟურნალისტებთან შეხვედრა პირველი სავარჯიშო სესიის შემდეგ შედგა… გაგრძელება »

სილვესტრი ბედნიერია იუვენტუსის დაინტერესებით

მატიას სილვესტრის განცახდებით , ის დაუფიქრებლად მიიღებდა ტურინის ” იუვენტუსის ” წინადადებას , თუმცა ჯერ ჯერობით არანაირ დაინტერესებაზე ბიანკონერის მხრიდან მას არ სმენია . შეგახსენებთ , რომ გუშინ იტალიურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია , თითქოს პარასკევს კატანია და იუვენტუსი არგენტინელი მცველის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავენ : ” ბოლო პერიოდში არაერთი ჭორი მოვისმინე , თუმცა რაიმე კონკრეტულის თქმა ჯერ ჯერობით გამიჭირდება . თავდაპირველად ჩემს აგენტს და კატანიას ხელმძღვანელობას დაველაპარაკები და უკვე ამის შემდეგ მივიღებთ გადაწყვეტილებას . ვფიქრობ , საბაბი იმისა , რომ ახალი თავგადასავალი დავიწყო არსებობს . იუვენტუსი ყოველთვის იუვენტუსი იქნება – დიდი და გამორჩეული კლუბი მთელს მსოფლიოში ! მაგრამ როგორც უკვე გითხარით , დღეისათვის არსებული სიტუაცია ჩემთვის უცნობია . ორი აზრი არაა , რომ არაჩვეულებრივი შანსი მეძლევა და  თუ მომეცემა საშუალება მას აუცილებლად გამოვიყენებ “ .

გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »