ჯიჯი გრანდიოზულ შემოთავაზებას ელოდება ?!

როგორც იცით, ჯიჯი ბუფონმა განაცხადა, რომ იგი გუნდს არც ერთ ვარიანტში არ დატოვებს, მაგრამ მისმა აგენტმა გვითხრა, რომ მისი კლიენტი გუნდს გრანდიოზული შეთავაზების შემდეგ დატოვებს.

დიახ, მე ვიცნობ რომას ახალ პრეზიდენტს, მაგრამ ჩვენ მასთან ჯიჯისთან დაკავაშირებით არასოდეს არ გვისაუბრია. ამ მომენტისთვის მასთან ჯანლუიჯი ბუფონი ნამდვილად არ მაკავშირებს, როგორც იცით ბუფონი უკვე თამაშობს დიდ კლუბში, რომელსაც ტურინის ” იუვენტუსი” ეწოდება. ჩემს კლიენტს იუვესთან კიდევ 2 წლიანი კონტრატქი აკავშირებს და იგი მის ამოწურვამდე გუნდიდან არ წავა, ყოველ შემთხვევაში ჩვენ მხოლოდ  გრანდიოზულ შემოთავაზებაზე  დავთანხმდებით ” გაგრძელება »

ეიზელის ტრაგედია, 26 წლის შემდეგ…

ForzaJuve.Ge მათ, ვისაც ამ საშინელი ტრაგედიის შესახებ, ბევრი არაფერი სმენია, სთავაზობთ სტატიას, რომელშიც 1985 წლის 29 მაისს , ბელგიაში მომხდარ მოვლენებსა და მათ მიზეზებზე მოგითხრობთ .

გაგრძელება »

ბუფონი:”იუვესთან” კონტრაქტი მაკავშირებს”

ჯანლუიჯი ბუფონს უკვე დიდი ხანია თავი მოაბეზრა ჟურნალისტების მიერ წამდაუწუმ გავრცელებულმა ჭორებმა, თითქოს იგი “იუვენტუსს” დატოვებდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარის ბედს ყველაზე ხშირად “რომას”, “არსენალს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ. ბუფონის წასვლის შესახებ ჭორების რაოდენობამ “იუვენტუსის” ევროთასებზე ვერგასვლის შემდეგ იმატა. ბიანკონერის გოლკიპერმა ამ თემებზე ვიარეჯოს ცერემონიალზე ისაუბრა, სადაც მან ალდო ოლივიერის პრიზი მიიღო, მეკარის, რომელმაც იტალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი 1938 წელს მოიგო.

გაგრძელება »

ემერსონი: ” “იუვენტუსი” ჩემთვის სახლივითაა ”

“იუვენტუსის” ექვს-ნახევარმცველმა ემერსონმა ტურინი ინახულა. ბრაზილიელი “პუმა” მეგობრებს შეხვდა და მათთან ერთად ყოფილი კლუბის სამომავლო გეგმებიც განიხილა… გაგრძელება »

აგენტი : “ინლერის ოჯახი ნეაპოლს ტურინს ამჯობინებს”

მიუხედავათ ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობის უფლების მოპოვებისა, გიოკჰან ინლერი იმ ფეხბურთელთაგანია, რომლებიც ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს “უდინეზეს” დატოვებენ.ცოტა ხნის წინ გაჩნდა ინფორმაციები, რომ შვეიცარიელი ფეხბურთელის გაფორმება “ნაპოლიმ” შეძლო, თუმცა მალევე გავრცელებული ჭორები ინლერის აგენტმა უარყო : “ნაპოლისთან კონტაქტი არ ყოფილა.ჩემი მიზანია ინლერს კარიერაში მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმაში დავეხმარო, სხვადასხვა კლუბებთან მოლაპარაკებები კი ჩვეულებრივი მოვლენაა.რატომ იუვენტუსი და არა ნაპოლი ? – უპირველეს ყოვლისა იმიტომ, რომ ტურინში ფეხბურთელი მეტს გამოიმუშავებს, ვიდრე ნეაპოლში.ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობა ამ შემთხვევაში უმთავრესი არ არის.მეორე მიზეზი კი ის არის, რომ გიოკჰანის ოჯახს ტურინში ცხოვრება ურჩევნია.მის ცოლს ნეაპოლი არ იზიდავს, იგი უფრო ტურინზეა შეყვარებული. “

გაგრძელება »

იტალიური პრესის მიმოხილვა

იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

„იუვენტუსმა“ ინლერთან პირადი კონტრაქტი შეათანხმა

Sky Sport24–ის ინფორმაციით, ტურინის „იუვენტუსმა“, „უდინეზეს“ შვეიცარიელ ნახევარმცველ ინლერთან, პირადი კონტრაქტი შეათანხმა. შეთანხმების საფუძველზე, რომელიც 4 წელზეა გათვლილი, ფეხბურთელი ხელფასის სახით, წელიწადში 2,1 მლნ. ევროს მიიღებს. საკითხის ოფიციალურად გადაწყვეტისთვის კლუბებს შორის შეთანხმებაა მისაღწევი. სავარაუდოდ მოლაპარაკებები მომავალ კვირას გაიმართება. გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ზდენეკ გრიგერა )

ზდენეკ გრიგერა იმ ფეხბურთელთა რიცხვში შედის , რომლებიც სავარაუდოდ დატოვებენ ტურინს , მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . ჩეხი ფეხბურთელით რამდენიმე გერმანული კლუბია დაინტერესებული , მათ შორის ბერლინის ” ჰერტა ” და ” ჰამბურგი ” , თუმცა იტალიური მასმედიის საშუალებების მტკიცებით ბიანკონერის მარჯვენა მცველი კარიერას სავარაუდოდ თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს . თურქული პრესის ინფორმაციით , იბრაგიმ იაჟიჩი , რომელიც გახლავთ ” ბურსასპორის ” პრეზიდენტი – დაესწრება ჩემპიონთა ლიგის ფინალს , ხოლო მისი დასრულებისთანავე იტალიაში გაფრინდება , სადაც წერტილს დაუსვავს  კიდევაც მოლაპარაკებებს ტურინულ კლუბთან . ფეხბურთელთან როგორც ჩანს იბრაგიმს უკვე აქვს მიღწეული სიტყვიერი შეთანხმება : ” ორივე მხარე დადებითად არის განწყობილი ” – ასეთი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა ” ბურსასპორის ” ხელმძღვანელი .

გაგრძელება »

ტევესმა გრანდიოზული წინადადება უარყო?!

გავრცელებული ინფრომაციის თანახმად კარლოს ტევესმა “მანჩესტერ სიტიში” დასარჩენად “იუვენტუსის” სარფიან შემოთავაზებაზე უარი განაცხადა. საუბარი არც მეტი არც ნაკლები წელიწადში 20 მილიონ ევროზე იყო. Daily Mail -ის თქმით ბეპე მაროტამ ოფიციალური წინადადებით ინგლისელებს გარი ნევილის გასაცილებლად გამართული ამხანაგური შეხვედრის შემდეგ მიმართა. თავად სპორტულმა დირექტორმა უკვე ისაუბრა კლუბის გაძლიერების აუცილებლობაზე. გთავაზობთ ინტერვიუს ამონარიდს: ” კარგი საფუძველი შევქმენით, ახლა დიდი ფეხბურთელები გვჭირდება და ევროპაში ისევ ანგარიშგასაწევი ძალა გავხდებით. ყველა, ვისაც აქამდე მივმართეთ ამით ბედნიერია და ეს ნიშნავს, რომ “ბებერი ქალბატონის” პრესტიჟი არ შელახულა. ” -აცხადებს მაროტა. გაგრძელება »

აგუეროს აგენტი “იუვეს” “რომათი” აშინებს

“იუვენტუსმა” აგუეროს ყიდვის თაობაზე ესპანურ კლუბს უკვე მიმართა შემოთავაზებით, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი ტურინელებს “რომათი” აშინებს. “ჯალოროსები” ზაფხულში სერიოზულად გეგმავენ რიგების გაძლიერებას და არგენტინელი ამისთვის იდეალური საშუალებაა: ” ამ მომენტისთვის აგუეროსთვის არცერთ კლუბს არ გამოვრიცხავთ. ” -აცხადებს ბრუნო სატინი. ” ვიცით, რომ “რომას” სათავეში ახალი ხელმძღვანელობაა და შეიძლება მათ დიდი თანხის შემოთავაზება გადაწყვიტონ. ჯერჯერობით დირექტორ საბატინისთან კავშირი არ მქონიასისოკო? დიახ, ადრე ჩემს სხვა კლიენტებზეც გვისაუბრია, მაგრამ სისოკოსა და ესკიუდეს კანდიდატურებით ისინი ნამდვილად არ ინტერესდებიან. ” -შეგახსენებთ, რომ არც ისე წარმატებული სეზონისა და ტრავმიანი წლის შემდეგ ბევრი არც მალელის სხვა კლუბში ტრანსფერს გამორიცხავს. გაგრძელება »