მელო 10 დღეს იუქმებს
დღეს, ფორნაკას კლინიკას ბებერი ქალბატონის ნახევარმცველი, ფელიპე მელო ეწვია.პროფესორ ფალეტისთან ბრაზილიელმა სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომლის შემდეგაც დადგინდა, რომ ფელიპეს ტერფის ტრავმა აწუხებს, გამოჯანმრთელების ვადად 10 დღე სახელდება.ნებისმიერ შემთხვევაში, ნახევარმცველი “ჩეზენასთან” მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
გარდა მელოსა, კლინიკას ლუკა ტონიც ეწვია, “მილანთან” მიღებული ასევე ტერფის ტრავმის გამო, იტალიელი ვარჯიშებს რამოდენიმე დღეში აღადგენს.