ოფიციალურად: სალიჰამიძიჩი “ვოლფსბურგში” გადავიდა

საფეხბურთო კლუბმა “ვოლფსბურგმა” “იუვენტუსის” ნახევარმცველი ჰასან სალიჰამიძიჩი თავისუფალი აგენტის სტატუსით გაიფორმა. “იუვეს” რიგებში 34 წლის ფეხბურთელმა 61 შეხვედრა ჩაატარა და მეტოქის კარის აღება შვიდჯერ შეძლო: ” ჩემთვის გასაგება იყო, რომ არც “ბაიერნი” და არც “იუვე” ჩემზე გათვლას არ აკეთებდნენ. ” -აცხადებს ბოსნიელი. ” მაგათმა გასაგებად ამიხსნა, რომ ჩემნაირი კადრი სჭირდება, მე კი, ცხადია, მის საინტერესო პროექტში მონაწილეობაზე უარი ვერ ვთქვი. ” -ახალ გუნდში სალიჰამიძიჩი 11 ნომრიანი მაისურით ითამაშებს. გაგრძელება »

აგუერო: ” ჩემი მომავალი აგენტების ხელშია “

საკუთარ მომავალზე ამჯერად უკვე მადრიდის “ატლეტიკოს” ფორვარდი სერხიო აგუერო საუბრობს. არგენტინელს ზაფხულში უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს, მისი ყიდვით, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსთან” ერთად “სამეფო კლუბიც” ინტერესდება: ” მეგონა, რომ აქამდე გადაწყვეტილება უკვე მიღებული მექნებოდა, თუმცა ეს არც ისე ადვილი ყოფილა. ყველაფერი ჩემი აგენტების ხელშია, ჩემი მომავალი “კოპა ამერიკის” დასრულების შემდეგ გადაწყდება. ვიცი, რომ “ატლეტიკოს” “იუვენტუსმა” ოფიციალურად მიმართა. მაგრამ ახლა მხოლოდ ამერიკულ პირველობაზე ვარ კონცენტრირებული. არ ვიცი, “იუვემ” რამხელა შემოთავაზება გააკეთა, თუმცა ამ თემაზე აგენტები მუშაობენ. ” -აცხადებს აგუერო. გაგრძელება »

გამომძიებელი პალაცი: ” “ინტერმა” კანონი დაარღვია “

იტალიის ფეხბურთის ფედერაციის გამომძიებელი სტეფანო პალაცი “ინტერს” 2005/2006 სეზონებში საფეხბურთო თაღლითობაში ადანაშაულებს. ansa -სთან საუბარში პალაცომ განაცხადა: “ “ინტერმა” დაარღვია პუნქტი, რომლის მიხედვითაც სატურნირო ცხრილში სარგებლის სანახავად საფეხბურთო თაღლითობა იკრძალება. ” -ეს ინფორმაცია “კალჩოპიოლი 2” -ის მტკიცებულებებზეა დაფუძნებული, სხდომები უკვე დიდი ხანია ნეაპოლში მიმდინარეობს. სასამართლომ გამოკვეთა რამდენიმე მაღალჩინოსნის ახლო კავშირი სკანდალის შედეგად დასჯილ არბიტრებთან. პალაცი ამტკიცებს, რომ: “ “ინტერი” რეგულარულად ახდენდა საარბირტო საბჭოზე გავლენას, რისი მეშვეობითაც ლიგის ზედა საფეხურებზე იმკვიდრებდა ადგილს. “იუვენტუსის” საჩივარი 2006 წლის “სუდეტოს” დაბრუნების შესახებ უარყოფილ იქნა, თუმცა 5-დან 18 ივლისამდე, ფეხბურთის ფედერაცია ხელახლა შეკრებას და, შესაძლოა, ვერდიქტის გადახედვასაც გეგმავს. გაგრძელება »

როსი უფრო რეალურია!

კუნ აგუეროს სატრანსფერო ფასის გათვალისწინებით, რომელიც ნებისმიერ კლუბს შიშის ზარს დასცემდა, ოფიციალური “იუვენტუსი” “გეგმა ბედ” ჯიუზეპე როსის განიხილავს… გაგრძელება »

დონადონიმ თვალი პასკუატოს დაადგა

დონადონიმ თვალი იუვენტუსის აღზრილ პასკუატოს დაადგა, იტალიელმა სპეციალისტმა კალიარის ხელმძღვანელობას თხოვნით მიმართა, რომ მათ დაეწყოთ ბებერ ქალბატონთან პასკუატოს თაობაზე მოლაპარაკებები.  ახალგაზრდა ფეხბურთელს შეუძლია როგორც თავდამსხმელის უკან ასევე ფლანგზე თამაში. გასული სეზონი 22 წლის ფეხბურთელმა მოდენაში გაატარა, რომელიც სერია ბ-ში გამოდიოდა და სადაც მან 9 გოლი გაიტანა 40 მატჩში. ადრეც უკავშირებდნენ პასკუატოს კალიარის, როდესაც ბეპე მაროტას იგი მატრის ტრანსფერში სურდა ჩაერთო, მაგრამ იუვემ იტალიელი 15.5 მილიონ ევროდ გამოისყიდა. გაგრძელება »

აგენტი: ” როსის დელ პიეროს გვერდით თამაში ხიბლავს “

“ვილიარეალის” ფორვარდის ჯიუზეპე როსის აგენტი ფედერიკო პასტორელო საკუთარ კლიენტს დელ პიეროს მემკვიდრეობას უწინასწარმეტყველებს. შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუეროს ტრანსფერის ჩაშლის შემთხვევაში, “იუვენტუსი” სწორედ იტალიელი ფორვარდის შეძენაზე გადაერთვება: ” ჩვენ იმ ფეხბურთელზე ვსაუბრობთ, რომელიც ტექნიკური მახასიათებლებითა და მოედანზე დაკავებული პოზიციით დელ პიეროს ძალიან მაგონებს. რა თქმა უნდა, დელ პიეროს გვერდით თამაშის იდეა მასაც ძალიან მომხიბლავად ეჩვენება, როსი სულ მარტივად შეიძლება მისი მემკვიდრე გახდეს. მოდით ასე ვთქვათ,”იუვენტუსი” ლამაზი გოგოა, რომელსაც სტილისტთან შევლა სჭირდება. “ბებერი ქალაბტონი” ჯერაც ტოპ-კლუბად რჩება. როსის ან დიდ გუნდში გადასვლა სურს, ან იქ დარჩენა, სადაც არის. მაგრამ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ოფიციალური შემოთავაზება “იუვესგან” არ მიგვიღია. შეიძლება რაიმე კონკრეტული მომავალ კვირებში მოხდეს. ” -აცხადებს პასტორელო. გაგრძელება »

ლიპი : ” იუვენტუსი კვლავ გაიმარჯვებს კონტესთან ერთად ”

მარჩელო ლიპი დარწმუნებულია , რომ ანტონიო კონტეს ხელმძღვანელობით ტურინის ” იუვენტუსი ” დაიბრუნებს ძველ დიდებას …

გაგრძელება »

ახალი სტადიონისა და ფორმის პრეზენტაცია ოთხშაბათს შედგება

ოთხშაბათს, ტურინის “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა ახალ სტადიონთან ერთად ახალი ფორმის პრეზენტაციას გეგმავს.Calcio GP – ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიმდინარე კვირაში ბიანკონერების საშინაო არენის მშენებლობა საბოლოოდ დასრულდება და სტუმრებს მიიღებს.ახალი სტადიონის სახელწოდება ჯერ-ჯერობით უცნობია, აქამდე კი გუნდი საშინაო მატჩებს “სტადიო ოლიმპიკოზე” ატარებდა.შავ-თეთრების საკუთრება კი სტადიო დელე ალპი იყო თუმცა იგი ამჟამად გამოყენებაში არ არის.რაც შეეხება ახალ ფორმას, პირველი ფორმა შავ-თეთრი იქნება, მეორე კი სავარაუდოდ ვარდისფერი, შავი ვარსკვლავით.

გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

ნესტი:”აგუერო “იუვენტუსში” გადავა”

RAI  – ს ჟურნალისტი, კარლო ნესტი, აცხადებს, რომ “ატლეტიკოს” ამჟამინდელი კაპიტანი, სერხიო აგუერო, მომავალ სეზონს “იუვენტუსის” რიგებში გაატარებს. ნესტი ირწმუნება, რომ შეთანხმება ორივე მხარეს შორის მიღწეულია. “როგორც მე ვიცი, “იუვენტუსი” ძალიან ახლსაა აგუეროს გაფორმებასთან. ის შესანიშნავი მოთამაშეა. სერხიო ხმარობს ორივე ფეხს, აქვს სისწრაფე და ძალიან კარგი დარტყმა, მას აქვს ყველაფერი. ეჭვგარეშეა ის ფაქტი, რომ არგენტინელი უმაღლესი კლასის მოთამაშეა. დღესდღეობით, გუნდის შეცვლა ჩემი აზრით, სამ ფეხბურთელს შეუძლია. ესენი არიან: ლიონელ მესი, კრიშტიანუ რონალდუ და ზლატან იბრაჰიმოვიჩი. “იუვენტუსმა” რამდენიმე წლის წინ დიეგო და ამაური დიდი ენთუზიაზმით გაიფორმა, მაგრამ მათ იმედები ვერ გაამართლეს. ეს ამტკიცებს იმას, რომ ფეხბურთი ზუსტი მეცნიერება არაა.” La Gazzeta Dello Sport – ის მტკიცებით, “იუვენტუსი” ეცდება შეთანხმებას 40 მილიონიანი შეთავაზებით მიაღწიოს. გაგრძელება »