“იუვენტუსი” – “მილანი” ( სავარაუდო შემადგენლობები )

“იუვენტუსსა” და “მილანს” შორის დაპირისიპირებამდე სულ რამდენიმე საათი რჩება, გუნდების მთავარი მწვრთნელები კი ძირითადი შემადგენლობების დაყენებაზე იწყებენ ზრუნვას.ბოლო ინფორმაციების თანახმად, ალეშანდრე პატო ძირითად შემადგენლობაში თამაშს ვერ მოახერხებს, რამეთუ ბრაზილიელი გაციებულია და მას მაღალი ტემპერატურა აქვს.იტალიური პრესის ინფორმაციით, ალეგრი პატოს “ტოტენჰემთან” დაპირისპირებისთვის შემოინახავს, პირველ თერთმეტეულში კი ანტონიო კასანო ითამაშებს, მითუმეტეს იტალიელს ჩემპიონთა ლიგაზე გამოსვლის უფლება არ აქვს.შესაბამისად, წინახაზში იბრაჰიმოვიჩისა და კასანოს დუეტი, მათ უკან კი შესაძლოა ადგილი რობინიოს ნაცვლად კევინს – პრინს ბოატენგმა დაიკავოს.ნაპოლისთან შეხვედრის მსგავსად, მარცხენა ფლანგზე მარეკ იანკულოსვკი ითამაშებს. გაგრძელება »

კრასიჩი : “საკუთარი ძალების უნდა გვჯეროდეს”

მილოშ კრასიჩი “მილანთან” მატჩისთვის სერიოზულად ემზადება : “იტალიაში ფიქრობენ, რომ ხშირად ვსიმულიანტობ, მაგრამ ეს ასე არ არის.”

სერბმა ნახევარმცველმა, “ბოლონიასთან” პირველ წრეში მოპოვებული პენალტის გამო 3 მატჩიანი დისკვალიფიკაცია დაიმსახურა, რამოდენიმე ყვითელი ბარათიც მიიღო და მას მსაჯები ხშირად არ ენდობიან.თავად ფეხბურთელის განცხადებით, ყველაფერი შეიძლება მოხდეს.

გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

 სრულიადში იხილეთ პრესტიჟული იტალიური გაზეთების დღევანდელი გამოშვებები… გაგრძელება »

ზლატანი : “ის სკუდეტოები იუვეს ეკუთვნის”

იტალიურ პრესასთან საუბარში ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2005-06 წლებზე საუბრობს, როცა იგი ჯერ კიდევ ბებერი ქალბატონის ღირსებას იცავდა : “ჩემი იუვეში ყოფნის პერიოდი გამარჯვებების პერიოდია.ნამდვილად არ ვიცი, რა სიტუაციაა ამჟამინდელი გუნდის გასახდელში.29-ე სკუდეტო ჩვენ სამართლიანად მოვიპოვეთ.ფეხბურთელებმა მოედანზე მაქსიმალურად იბრძოლეს, რადგან ეს იყო არა მხოლოდ იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი.ამ სკუდეტოს ინტერს არასდროს ვაჩუქებ, მას საკუთრად ვთვლი.”

გაგრძელება »

ალეგრის წინასამატჩო პრესკონფერენცია

დღეს საღამოს ერთმანეთს “სტადიო ოლიმპიკოზე” ტურინის “იუვენტუსი” და მილანის “მილანი” შეხვდებიან. თითოეული კლუბის მწვრთნელმა გუშინ ჩაატარა წინასამატჩო პრესკონფერენცია. გთავაზობთ მასიმილიანო ალეგრის განცხადებას. “ჩვენ სათამაშო გვაქვს 11 მატჩი რომელის კარგად ჩატარების შემთხვევაში ვიჩემპიონებთ, თითოეული მატჩი არის სკუდეტოს “გასაღები”, მაგრამ ხვალინდელი მატჩი (პრესკომფერენცია გუშინ გაიმართა )  ჩვენთვის შეიძლება გადამწყვეტიც კი აღმოჩნდეს. “იუვენტუსი” დაკომპლექტებულია საკმაოდ ძლიერი ფეხბურთელებით და ფიზიკურად, მონდომებით და ხასიათითაც ძლიერები არიან. “ბიანკონერი” ახლა დაჭრილ ცხოველს ჰგავს, ამიტომაც მათთან თამაში ორჯერ უფრო სახიფათო იქნება, ტურინელები თამაშში ყველაფერს ჩადებენ რათა იმარჯვონ. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ჩვენი თამაში, ვითამაშოთ მშვიდად და დალაგებულად, მიუხედავად იმისა, რომ ტურინელებმა ორი თამაში სამარცხვინოდ დათმეს “ლეჩესთან” და “ბოლონიასთან”, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მათ ჩვენ თანაქალაქელ “ინტერს” მოუგეს”. გაგრძელება »

პაოლილო: “დღეს “იუვენტუსმა” უნდა მოიგოს”

მილანის “ინტერის” აღმასრულებელ დირექტორს ერნესტო პაოლილოს დღევანდელ მატჩში “იუვენტუსის” მოგება სურს. “თუკი დღეს ტურინელები დამარცხდებიან, ისინი ფაქტიურად ჩემპიონთა ლიგის გარეშე დარჩებიან, რაც მათთვის დიდი ფინანსური დანაკარგი იქნება. “იუვენტუსიმა” აუცილებლად უნდა მოიგოს, რადგან მათ არა აქვს ქულების დაკარგვის უფლება. ჩვენ ველოდებით თუ როდის დაიწებს “მილანი” დაღმასვლას და ამ შანსს გამოვიყენებთ, იმედია ეს ყველაფერი დღევანდელი მატჩის შემდეგ მოხდება” – განაცხადა პაოლილომ. გაგრძელება »

“იუვეს” სტადიონი “სან სიროზე” უკეთესი იქნება

“იუვენტუსი” მომდევნო სეზონს იმედის თვალით უყურებს, რადგან იმედოვნებს, რომ ახალ სტადიონზე გადასვლით მის ისტორიაში წარმატებული ხანა ისევ დაიწყება. ამ პროექტის არქიტექტორ ფრანჩესკო ოსოლას თქმით, ახალი არენა “სან სიროზე” თანამედროვე და გაცილებით კომფორტული იქნება. გაგრძელება »

მოჯი “იუვენტუსში” ბრუნდება

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი სპორტული დირექტორი, ლუჩიანო მოჯი 5 წლიანი შესვენების შემდეგ სტადიო ოლიმპიკოზე ბრუნდება.ბოლოს, ლუჩიანო შავ-თეთრების მონაწილეობით გამართულ შეხვედრას 2006 წლის 7 მაისს დაესწრო, “პალერმოს” წინააღმდეგ.Chiambretti Nigth – ში სტუმრად მყოფმა მოჯიმ განაცხადა, რომ მას უკვე შეძენილი აქვს იუვენტუსი – მილანის ბილეთები და მეგობრებთან ერთად აპირებს სტადიონზე მისვლას.იტალიური პრესის ინფორმაციით ეს ფაქტიურად იმას ნიშნავს, რომ მოჯი იუვენტუსის დირექტორთა საბჭოში დაბრუნებას გეგმავს.

გაგრძელება »

მარკიზიო : “შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს”

მილანის “ინტერის” დამარცხების შემდეგ 3 კვირა გავიდა.ხვალ, “სტადიო ოლიმპიკოზე” ბებერი ქალბატონი ტიტულისთვის მებრძოლ კიდევ ერთ გრანდს, “როსონერის” მიიღებს.”იუვეტუსი” მაქსიმალურად შეეცდება ქულების აღებას.

გაგრძელება »

მატრი : “მილანის კარში გოლს თუ გავიტან, მას აღვნიშნავ”

“მილანის” კარში გოლის გატანის შემთხვევაში, ალესანდრო მატრი მის აღნიშვნას აპირებს.”კალიარის” ყოფილი ფორვარდი როსონერის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, მაგრამ იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მილანში ანტონიო კასანო გადაბარგდა, მატრი კი ტურინში.“სულაც არ ვნანობ, რომ ახლა იუვენტუსის ფეხბურთელი ვარ და არა მილანის.როსონერიში 12 წელი გავატარე და ამ კლუბს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ თუ მათ კარში გოლს გავიტან, აუცილებლად ავღნიშნავ.მასიმილიანო ალეგრი, ჩემი მწვრთნელი კალიარიში ასპარეზობისას გახლდათ, მას კარგად ვიცნობ, მას მილანში თამაში ჩემთვის არასდროს უთხოვია.” გაგრძელება »