სატრანსფერო ციებ ცხელება ( ინლერი )

Sky Sport Italia – ს ჟურნალისტის , ჯანლუკა დი მარციოს განცხადებით , უდინეზეს შვეიცარიელი ნახევარმცველი გიოკხან ინლერი , კარიერას ნეაპოლიტანურ  ” ნაპოლი” – ში  გააგრძელებს . უახლოეს დღეებში ფეხბურთელი , ორივე კლუბის წიანდადებას მოისმენს , რის შემდეგაც გამოიტანს საკუთარ გადაწყვეტილებას . მიუხედავად იმისა , რომ ტურინელები ხელფასის სახით გაცილებით მეტს სთავაზობენ შვეიცარიელს , ის მაინც ნაპოლის ვარიანტს აირჩევს : ” ინლერს ძალზედ მოსწონს ” ნაპოლის ” პროექტი , თუმცა მას ჯერ იუვენტუსის წინადადებისთვის არ მოუსმენია . ფაქტია , რომ მაროტა ხელფასის სახით  , წლიურად 2.2 მილიონ ევროს სთავაზობს ფეხბურთელს , ხოლო დე ლაურენტისი 1.6 – ს . ჯერ ჯერობით გარკვეული არაფერია “ .

გაგრძელება »

აღმასვლა/დაღმასვლა – დიეგო რიბას და კუნია

10 წლის წინ, 16 წლის ასაკში “სანტოსის” ძირითად შემადგენლობაში დიეგო რიბას და კუნია გამოჩნდა.ბრაზილიური კლუბი უდიდეს ფინანსურ კრიზისში იმყოფებოდა, ამიტომ ხელმძღვანელობა ახალგაზრდა მოთამაშეების იმედად იყო დარჩენილი, ისეთების, როგორებიც ალექსი, რობინიო და ელანო არიან.სწორედ ამ ფეხბურთელებმა იხსნეს “სანტოსი” უდიდესი კრახისგან.

გაგრძელება »

El Principino – Goals & Skills 2010/11

გთავაზობთ გასულ სეზონში კლაუდიო მარკიზიოს ასპარეზობის ამსახველ საკმაოდ საინტერესო ვიდეოს…

გაგრძელება »

მწერლების საყურადღებოდ !!!

ForzaJuve.Ge – ზე ცვლილებებია, ყველანი სრულიადში…

გაგრძელება »

აგენტი: “კიდევ ერთი კვირა”

უკვე ძალიან გაიწელა ბასტოსის საქმე, მაგრამ როგორც საფრანგეთში ამბობენ ფეხბურთელი ამ ზაფხულს “ლიონს” აუცილებლად დატოვებს და სავარაუდოდ “იუვენტუსში” გადმობარგდება, მაგრამ გარდა ტურინელებისა ბასტოსს “ტოტენჰემი” და “ინტერი” აკვირდება.

გაგრძელება »

“იუვენტუსი” 30 მილიონ ევროს არ გადაიხდის

როგორც ჩანს “იუვენტუსი” არ არის მზად 30 მილიონი ევრო გადაიხადოს ბრაზილიელ ფერნადოში, რომელიც ამჟამად “პორტოს” ღირსებას იცავს. ევროპაში გავრცელებული ხმების თანახმად, კონტეს გუნდის სათავაში მოსვლის შემდეგ ფერნადოზე საუბარმა იკლო. როგორც ჩანს ის კონტეს მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. goal.com-ის წყაროს მიხედვიდ ტურინელები 30 მილიონს მხოლოდ სანჩესისათვის გამოყოფენ. ამჯერად კი “იუვენტუსი”  ნახევარმცველისთვის მზად არიან 10-15 მილიონი გამოყოს. გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ფაბიო გროსო )

იტალიური პრესის ინფორმაციით , უახლოეს პერიოდში ტურინის იუვენტუსს  ფაბიო გროსო დატოვებს , რომელიც როგორც ჩანს არ შედის ბიანკონერის ახალი მთავარი მწვრთნელის გეგმებში . მოარული ხმების თანახმად , მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი , რომელიც ამჟამად 33 წლის გახლავთ , კარიერას დუბაიში გააგრძელებს , სადაც უკვე ასპარეზობს ყოფილი იუვენტინო  ფაბიო კანავარო .

გაგრძელება »

აგენტი : “ბუფონს წასვლაზე არასდროს უფიქრია”

ბოლო წლებია, ჯანლუიჯი ბუფონის გუნდიდან წასვლის შესახებ ძალიან ბევრი იწერება, მაგრამ ფეხბურთელის აგენტი, სილვანო მარტინა გახმაურებულ ჭორებს კატეგორიულად უარყოფს : “2006 წლის შემდეგ, ჯიჯის მსოფლიოს ბევრი გრანდი ეპატიჯებოდა, მათ შორის ორი იტალიური კლუბი, მაგრამ იუვედან წასვლაზე ბუფონს არც უფიქრია.7 თვიანი ტრავმის შემდეგ კიპერი სრულიად გამოჯანმრთელდა და ტურინში დარჩებას აპირებს, მისი გაყიდვის სურვილი არც კლუბს აქვს.ვიდიჩი ბუფონის სანაცვლოდ ? – ამ შესაძლო ტრანსფერის შესახებ საუბარი პირადად ნემანიასთან მქონდა, მაგრამ მან მიპასუხა : “მე მანჩესტერ იუნაიტედის კაპიტანი ვარ, ანაზღაურებაც კარგი მაქვს და ვიგებ ყველაფერს, რისი მოგებაც შეიძლება.რატომ უნდა ვიფიქრო აქედან წასვლაზე ? შესაბამისად, ჭორები რეალობას არ შეესაბამება.”

გაგრძელება »

აგენტი: “ტრანსფერი მომავალ კვირას შედგება “

შტეფან ლიხშტაინერის აგენტმა საკუთარი კლიენტის “იუვენტუსში” გადასვლის შესახებ გავრცელებული ჭორები დაადასტურა. ფედერიკო პასტორელო ტრანსფერს მომავალ კვირას ელოდება: ” ვფიქრობ მომავალ კვირაში შტეფანი უკვე “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება. ყველაფრის ოფიციალურად დადასტურებას სამშაბათს უნდა ველოდეთ. ” -როგორც tuttosport იტყობინება ტრანსფერში სტორარის ჩაართვა გამორიცხულია, დედაქალაქელები მისი კანდიდატურით არ ინტერესდებიან. პროფესიონალები ტრანსფერს დაახლოებით 8-9 მილიონად აფასებენ. გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორები ( მელო, ლასი )

La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” ლასანა დიარას ხელში ჩაგდებას შეეცდება, ტრანსფერში კი ბარტერის სახით ბრაზილიელ ნახევარმცველს, ფელიპე მელოს ჩართავს.ანტონიო კონტეს აზრით, ფრანგი ფეხბურთელი ანდრეა პირლოს მოედნის ცენტრში იდეალურად შეუწყვილდება, მელო კი თავისხმრივ, გუნდს დატოვებს.”ფიორენტინას” ყოფილი საყრდენი ჟოზე მაურინიოს დიდი თაყვანისმცემელია, მაგრამ რამდენად ისურვებს პორტუგალიელი სპეციალისტი ფელიპეს შეძენას, მეორე საკითხია.რაც შეეხება ლასს, მისი ბერნაბეუდან წასვლის საკითხი გადაწყვეტილია, მთავარი ისაა, რომელ კლუბში განაგრძობს ფრანგი კარიერას.

გაგრძელება »