კიელინი : “შემდეგ მატჩში აუცილებლად გავიმარჯვებთ”

მიუხედავათ მატჩის სტატუსისა, მისი ბუნებიდან გამომდინარე ჯორჯო კიელინის მარცხი არ სიამოვნებს : “გამარჯვება ყოველთვის მოტივაციას გმატებს, მაგრამ პირველ მატჩში მარცხი გასაკვირი არაა, რამეთუ აქამდე საკმაოდ დამღლელი და რთული მომზადების კურსი გავიარეთ.ახლა გუნდი მეტად შეთამაშდება და დარწმუნებული ვარ, შემდეგ თამაშში გამარჯვებას მოვიპოვებთ.”

გაგრძელება »

იუვენტუსი 1-2 სპორტინგი ( კონტეს კომენტარი )

ტურინის ” იუვენტუსის ” მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ , არაერთხელ აღნიშნა , რომ ამხანაგურ შეხვედრებში ყველაზე ნაკლებ ყურადღებას მის შედეგს მიაქცევდა . სპორტინგთან გამართული მატჩის შემდეგ , მან კონცენტრირება სხვა საკითხებზე მოახდინა …

გაგრძელება »

კონტეს პირველი კრახი: შეცდომებზე სწავლობენ

პირველი სერიოზული გამოცდა კონტეს შეგირდებს… გაგრძელება »

იუვენტუსი – სპორტინგი 1:2

გოლები: ჯალო 14′, 36′; დელ პიერო 80′.
“იუვენტუსი”: ბუფონი (სტორარი), ლიტშტაინერი (მოტა), ბარცალი (ბონუჩი), კიელინი, ციგლერი (დე ჩელიე), კრასიჩი (მარტინესი), პაციენცა (მარონე), პირლო (ჯანდონატო), მარკიზიო (დე სილვესტრო), კუალიარელა (დელ პიერო), მატრი (ტონი) – შენ. მეორე ტაიმის შემადგენლობა – ფრჩხილებში.

“სპორტინგი”: პატრისიუ (ბუკი 45′), კარისუ (პოლგა 72′), ონიევუ (ილორი 72′), ევალდო, პერეირა (გონსალვეში 82′), რინაუდო, სხარსი, პერეირინია (რუბიო 67′), ჯალო (ბოჟინოვი 82′), ვან ფოლსვინკელი (სანტუში 67′), პოშტიტა (მარტინში 67′).
გაფრთხილებები: პოშტიგა 39′, ტონი 77′.

გაგრძელება »

მაროტა: ” სწორედ ის გვჭირდებოდა! “

ტურინის “იუვენტუსის” სპორტული დირექტორი ბეპე მაროტა არტურო ვიდალის ტრანსფერით კმაყოფილია. ჩილელ ნახევარმცველს “ნაპოლის”, “რომასა” და “ბაიერნსაც” უკავშირებდნენ, მაგრამ ფეხბურთელმა არჩევანი ტურინზე შეაჩერა. გადახდილ იქნა 10.5 მილიონი ევრო, პლიუს მიღწეულ წარმატებებთან დაკავშირებული ბონუსები: ” ვიდალი მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, რომელიც ზუსტად ჯდება ჩვენს მოთხოვნებში. მისი ყიდვა ძალიან გვინდოდა და ეს შევძელით კიდეც. “ლევერკუზენის” გონივრულმა ნაბიჯებმა და თვითონ არტუროს სურვილმა ურთულესი ტრანსფერი რეალობად აქცია. როცა ხელშეკრულებას ხელი მოაწერა, აშკარად ეტყობოდა, რომ მისი ოცნება ახდა. როცა შავ-თეთრი მაისური ჩაიცვა, მისი გახდა უბრალოდ აღარ უნდოდა! ეს დეტალებია, თუმცა ისინი ბევრს ნიშნავს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ისეთ კლუბებს უთხრა უარი, რომლებიც მომავალ წელს “ჩემპიონთა ლიგაზე” ცდიან ძალებს. დავარწმუნეთ, რომ ამ კლუბისთვის ბევრის მიცემა შეუძლია და მისი ყიდვით ძალიან ვამაყობ. ” -აცხადებს მაროტა. გაგრძელება »

ვიდალის პირველი ტურინული ინტერვიუ

გთავაზობთ არტურო ვიდალის პირველ ინტერვიუს , ”  იუვენტუსში ” გადასვლის შემდეგ …

გაგრძელება »

იტალიური პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ანდრეა პოლი )

მას შემდეგ რაც გუნდი ფელიპე მელომ დატოვა და სავარაუდოდ მის გზას , მალე მოჰამედ სისოკოც დაადგება , ბიანკონერი კვლავინდებურად შეუდგება ცენტრალური ნახევარმცველის ძიებას . ბოლო პერიოდში , არტურო ვიდალთან ერთად , განიხილებოდა ახალგაზრდა იტალიელის , ანდრეა პოლის პერსონაც . ამასთან დაკავშირებით , კომენტარი სამპდორიას სპორტულმა დირექტორმა პასკუალე სენსიბლემ გააკეთა : ” სიმართლე გითხრათ , ამ ეტაპზე გამიჭირდება იმის თქმა , თუ რა ბედი ეწევა ანდრეას . ორი აზრი არაა , რომ კლუბი მაქსიმალურად შეეცდება ასეთი მაღალი დონის მოთამაშის დატოვებას , რომელიც ჩემი ღრმა რწმენით იტალიური ფეხბურთის მომავალია  “ – განაცხადა პასკუალემ di Radio Crc – სთან საუბარში .

გაგრძელება »

ბუფონის გიჟური იდეა …

ჯანლუიჯი ბუფონს , საკმაოდ გიჟური იდეა აქვს , რომლის რეალიზებას უახლოეს პერიოდში გეგმავს : ” უპირველეს ყოვლისა , უნდა აღვნიშნო , რომ ჯერ ჯერობით არ მიფიქრია კარიერის დასრულებაზე და არც იუვენტუსიდან წასვლაზე . იქამდე დავრჩები ტურინში , სადამდეც ჩემდამი ნდობა იარსებებს . მაგრამ , 3-4 წლის შემდეგ , მაქსიმალურად შევეცდები ერთი გიჟური სურვილი რეალობად ვაქციო და გავხდე ან ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრების  ან ჩინეთის ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი . ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ , თუ მომეცემა ამის საშუალება “ . თუმცა , მანამ სანამ ჯიჯი მწვრთნელობას დაიწყებდეს , იგი ფეხბურთელის ამპლუაში საკმაოდ აქტიურად ემზადება ახალი სეზონისთვის : ”  ორი აზრი არაა , რომ გუნდი ეტაპობრივად სერიოზულ სახეს იღებს . რაც მთავარია თითოეულ ფეხბურთელში ვხედავ დაუფარავ სურვილს , რეალიბიტირება მოახდინონ გასული სეზონის გამო . კარგად უნდა გავიაზროთ გასულ ორ სეზონში განცდილი წარუმატებლობა და იგივე შეცდომები აღარ უნდა დავუშვათ  “ .

გაგრძელება »

იუვენტუსი ამერიკელ გულშემატკივრებს შეხვდა

ბონუჩი , მარკიზიო , პირლო და კუალიარელა , იუვენტუსის ამერიკელ გულშემატკივრებს შეხვდნენ …

გაგრძელება »