კონტე : ” მენტალიტეტი ტაქტიკაზე მნიშვნელოვანია ”

სპორტინგთან დაპირისპირების წინ , ანტონიო კონტემ გუნდის მომზადების შესახებ ისაუბრა და ასევე მენტალიტეტს და სატრანსფერო საკითხებსაც შეეხო …

გაგრძელება »

თქვენს წინაშეა იუვენტუსის ახალწვეული არტურო ვიდალი …

10 წელი გავიდა მას შემდეგ , რაც იუვენტუსში ჩილელი ფეხბურთელი თამაშობდა . ბოლოს ეს ლეგენდარული მარსელო სალასი იყო . თუმცა , უკვე დღეს ,  მის გზას არტურო ვიდალი გააგრძელებს , ექსტრა არაორდინალური ფეხბურთელი სამხრეთ ამერიკიდან …

გაგრძელება »

ოფიციალური განცხადება : არტურო ვიდალი ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელია !

საფეხბურთო კლუბი , ტურინის ” იუვენტუსი ” იუწყება , რომ მიღწეულია  შეთანხმება ლევერკუზენის ბაიერთან არტურო ვიდალის თაობაზე . კონტრაქტის მიხედვით , ჩილელის სანაცვლოდ გადახდილი იქნება 10.5 მილიონი ევრო , რომელსაც იუვენტუსი ეტაპობრივად დაფარავს : 5 მილიონი ევრო გუნდმა მომენტალურად გადაიხადა , როდესაც უშუალოდ ხელშეკრულება გაფორმდა , 3 მილიონი ევრო 2012 წლის 30 ივნისამდე უნდა დაიფაროს და 2012 წლის 31 დეკემბრამდე დარჩენილი 2.5 მილიონი ევრო . იმ შემთხვევაში თუ კლუბი გარკვეულ წარმატებებს მიაღწევს , ეს თანხა შესაძლოა დამატებით ორი მილიონით გაიზარდოს . თავად არტურო ვიდალთან კი ჯუზეპე მაროტამ 5 წლიანი კონტრაქტი გააფორმა .

გაგრძელება »

როსის ტრანსფერზე პრობლემები წარმოიშვა

ბოლო პერიოდში , ესპანური და იტალიური პრესა ჯუზეპე როსის ტრანსფერს ტურინის ” იუვენტუსში ” უკვე მოგვარებულ საკითხად მიიჩნევდა , თუმცა სიტუაცია ოდნავ სხვაგვარად გამოიყურება . დღეს ფედერიკო პასტორელო , იტალიელი ფორვარდის აგენტი , ესპანური კლუბის წარმომადგენლებს კიდევ ერთხელ შეხვდა , მაგრამ Sky Sport Italia – ს მტკიცებით , ამას მნიშვნელოვანი შედეგები არ გამოუღია . როსის ტრანსფერი მიმდინარე კვირის ბოლოსთვის უნდა განხორციელებული იყო , მაგრამ ამ ეტაპზე ეს უახლოეს სამშაბათამდე წარმოუდგენელია . მთავარი პრობლემა მდგომარეობს ფეხბურთელის ფასში . იუვენტუსი არ აპირებს 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდას , არანაირი საბონუსო სისტემის გამოყენებით . ჯერ ჯერობით არც ესპანური მხარე მიდის დათმობაზე . მოარული ხმების თანახმად , ვილიარეალი ცდილობს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპამდე დაიტოვოს ჯუზეპე და პრინციპში ეს არც იუვენტუსისთვის არის პრობლემა , რადგან ტურინელები არ ასპარეზობენ ევრო თასებზე , მაგრამ მიუხედავად ამისა , უშუალოდ ანტონიო კონტეს სურს , მოთამაშის მოსამზადებელ ეტაპზე დამატება და არა მაშინ , როდესაც სეზონის დაწყებამდე სულ რამდენიმე დღე იქნება დარჩენილი .

გაგრძელება »

მოჯი : ” მადლობა ყველას ვინც ვიდალის ტრანსფერზე მუშაობდა ”

ბიანკონერის ექს სპორტული დირექტორი , ლუჩიანო მოჯი –  წარმატებულ სატრანსფერო სვლად მიიჩნევს არტურო ვიდალის იუვენტუსში ჩარიცხვას : “ ბედნიერი ვარ ამ ტრანსფერით და მინდა შევაქო ყველა ის ადამიანი , რომელიც ამ გარიგებაზე მუშაობდა . ჩილელი , თანამედროვეობის ერთ ერთი საუკეთესო ნახევარმცველია და ორი აზრი არაა , რომ გუნდს სერიოზულად გააძლიერებს . მაროტამ სწორი არჩევანი გააკეთა . დარწმუნებული ვარ არტურო ჰარმონიულად იმოქმედებს მოედნის ცენტრში ანდრეა პირლოსთან . ვფიქრობ , კონტეს მოედნის ცენტრალურ ზონაზე ნერვიულობა აღარ მოუწევს , გუნდმა მიაგნო საჭირო გასაღებს  “ .

გაგრძელება »

ვიდალი 2011/12 სეზონში 23 ნომრით იასპარეზებს

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, არტურო ვიდალმა უკვე აირჩია ნომერი, რომლითაც იგი 2011/12 სეზონში იასპარეზებს.ჩილეს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი 23 ნომრიან მაისურს მოირგებს.შეგახსენებთ, რომ გასულ წელს ამ ნომრით სიმონე პეპე ასპარეზობდა, მაგრამ ჰასან სალიჰამიჯიჩის გუნდიდან წასვლის შემდეგ იტალიელმა გარემარბმა 23 ნომერი მეშვიდე ნომრიან მაისურზე გადაცვალა.

გაგრძელება »

ვიდალი ტურინს ეწვია ( + ფოტო მიმოხილვა )

არტურო ვიდალი ტურინს გუშინ გვიან საღამოს, პირდაპირ ჩილედან ეწვია.ნახევარმცველი სამედიცინო შემოწმებას დღეს, ფორნაკას კლინიკაში გაივლის, რის შემდეგაც კორსო გალილეო ფერარისზე მდებარე ტურინის “იუვენტუსის” ოფისში ბებერ ქალბატონთან ოფიციალურ კონტრაქტზე მოაწერს ხელს.

გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( სისოკო )

ფელიპე მელოსთან დამშვიდობების შემდეგ , რომელიც კარიერას ” გალათასარაიში ” არენდის წესით განაგრძობს , ტურინს სავარაუდოდ კიდევ ერთი ნახევარმცველი დატოვებს . გუნდში მიკელე პაციენცას და არტურო ვიდალის მოსვლის შემდეგ , ფაქტიურად არ რჩება ადგილი მოჰამედ სისოკოსთვის . მისით სერიოზულად არის დაინტერესებული ” სტოკ სიტი ” , რომელიც 9 მილიონ ევროსაც კი იხდის ლივერპულის ექს ფეხბურთელში . თუმცა , ბრიტანელებს , მალელისთვის ბრძოლა მარსელის ” ოლიმპიკითან ” და  ” პსჟ ” – სთან მოუწევთ .

გაგრძელება »

იტალიური პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

ოფიციალურად : მელო გალათასარაიში გადავიდა

იტალიური პრესის ინფორმაციით , იუვენტუსის ბრაზილიელი  ნახევარმცველი , ფელიპე მელო , კარიერას არენდის წესით თურქულ ” გალათასარაიში ” განაგრძობს  . შეთანხმება მხარეებს შორის , როგორც ჩანს გუშინ შესდგა . თურქული კლუბის წარმომადგენლები 2 მილიონ ევროს გადაიხდიან და შედეგად ფეხბურთელი , უახლოეს ერთ სეზონს სწორედ ამ კლუბის ღირსებას დაიცავს . ამასთან ერთად , შესაძლოა უახლოეს პერიოდში , გუნდი მალელმა მოჰამედ სისოკომაც დატოვოს , რომელსაც სტოკ სიტისგან აქვს ოფიციალური წინადადება მიღებული . ინფორმაცია ფელიპე მელოს არენდის შესახებ დადასტურებულია თურქული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის მხრიდანაც.

გალათასარაის , 2012  წლის 31 მაისამდე ექნება საშუალება 13 მილიონ ევროდ გამოისყიდოს ბრაზილიელი ნახევარმცველი .

გაგრძელება »