პრესის მიმოხილვა

რას წერენ იტალიურ პრესაში …

გაგრძელება »

აგენტი: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია “

ესპანური და იტალიური ჟურნალ-გაზეთები “იუვენტუსის” იგუაინის მიმართ ინტერესის შესახებ იტყობინებიან. საქმე იმაშია, რომ “რეალს” აგუეროს გადმობირება სურს, ტრანსფერს კი “ატლეტიკოს” პოზიცია და “იუვენტუსის” ინტერესი ართულებს. თუ დედაქალაქელები საბოლოო არჩევანს მაინც აგუეროზე შეაჩერებენ, კლუბის დატოვება ალბათ სწორედ იგუაინს მოუწევს, რომლის შეძენაზეც ტურინული მხარე უარს ნამდვილად არ იტყოდა. ასე და ამგვარად ყველა მხარე მოგებული რჩება, მით უმეტეს, რომ “ატლეტიკო” ფორვარდში მინიმუმ 45 მილიონ ევროს ითხოვს. იგუაინის მომავალზე მისი მამა და საფეხბურთო აგენტი საუბრობს: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია, ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მაგრამ “რეალის” ხელმძღვანელობას ჯერჯერობით ჩემი შვილის მომავლის შესახებ არაფერი გადაუწყვეტია. თავად გონსალოს “ბერნაბეუს” დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე არ სურს. თუ დირექტორატი მის გაყიდვას გადაწყვეტს, შემოთავაზებები საკმარისად გვექნება, მაგრამ “იუვენტუსიდან” ჯერ არავინ დაგვკონტაქტებია. ” გაგრძელება »

მაროტა ჯინო პოცის შეხვდა

ჯუზეპე მაროტამ ჯინო პოცისთან
ერთად ივახშმა. შეგახსნებთ რომ, ჯინო პოცი “უდინეზეს” მფლობელის შვილია. დღის მეორე ნახევარში მათმა ვახშმობამ სერიოზული სახე მიიღო და საუბარი ალექსის სანჩესზე და გიოკჰან ინლერზე წავიდა. ინლერის გადმობირება ადვილია, ხოლო სანჩესთან ცოტა გაძნელდება. ინლერი “ნაპოლში” უნდა გადასულიყო, მაგრამ მაროტა მის აგენტს დაუკავშირდა და კონტრაქტი შესთავაზა. ინლერმა კი ნეაპოლს ტურინი ამჯობია. მისი ფასი 18 მილიონს შეადგენს, მაგრამ მაროტა ფასის დაკლებაზე მუშაობს. იუვეს გენერალური დირექტორი ასევე სანჩესზეც შეეცდება ფასის დაკლებას. ჩილელი 35 მილიონი ღირს და მისი გადაბირება ასევე “ინტერს” სურს. შეგახსენებთ, რომ სანჩესი კონტეს პირველი რჩეულია. გაგრძელება »

აგენტი: ” მალე ბასტოსი ევროკავშირის მოქალაქე გახდება “

ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველის, მიშელ ბასტოსის აგენტის თქმით, “ბებერ ქალბატონს” ბრაზილიელი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად გარჯა მოუწევს. ბასტოსის კანდიდატურით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან: ” რამდენიმე კვირაში ბასტოსი ევროკავშირის მოქალაქე გახდება, ეს კი მისთვის ადრე დახურულ კარებს აღებს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის. რა თქმა უნდა, მის შესაძლო მყიდველთა სიაში “იუვენტუსი” პირველ ადგილზეა, მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რომ ოფიციალური წინადადებით უკვე ორმა ინგლისურმა კლუბმა მოგვმართა. ” -გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ორი ინგლისური კლუბი, რომელზედაც ბასტოსის აგენტი საუბრობს “ჩელსი” და “ტოტენჰემია”. გაგრძელება »

აგენტი: “კუალიარელა “იუვენტუსის” ფეხბურთელია”

ფაბიო კუალიარელას აგენტმა ჯუზეპე ბოსომ ისაუბრა თავისი კლიენტის მომავალზე, მან დაადასტურა ის ფაქტი, რომ მისი კლიენტის თავგადასავალი ტურინის “იუვენტუსში” გაგრძელდება.
“კუალიარელა “იუვენტუსის” ფეხბურთელია, “ნაპოლიმ” ფეხბურთელთან განშორება გადაწყვიტა. რეალურად არსებული საკითხის დეტალები უკვე გადაწყვეტილია. ახლა “ბებერი ქალბატონის” ჯერია, მათ უნდა მიმართონ ოფიციალური წინადადებით ნეაპოლელებს”.

გაგრძელება »

აკვილანი და “იუვენტუსი” ერთმანეთთან ახლოს არიან

აკვილანი “იუვენტუსში” რჩება. ნახევარმცველი, რომელიც “ლივერპულის” საკუთრებაში იმყოფება, სავარაუდოდ სულ რამოდენიმე დღეში “ბიანკონერის” საკუთრებაში გადმოვა. “თუ არ წავაწყდებით რაიმე სირთულეებს, ალბერტო ტურინში დარჩება”, აცხადებს მისი აგენტი ფრანკო ძავალია. “მე ვმართავ მოლაპარაკებებს ლივერპულთან და ვიცი, რომ, არსებობს მყარი საფუძველი იმისა, რომ ტურინელები ალბერტოს გამოისყიდიან. ხოლო საუბრები თითქოს აკვილანის მიმართ ინტერესს “ინტერი” და “მილანი” იჩენენ, არანაირ ფაქტებს არ ემყარება”.
გაგრძელება »

კონტე, როგორც “იუვენტუსის” ფეხბურთელი ( ფოტო მიმოხილვა )

როდესაც კონტე “იუვენტუსის” წევრი იყო ( ფოტო მიმოხილვა ). გაგრძელება »

აგენტი : ” მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებთ “

სტეფან ლიხშტაინერის ძმამ და ამავდროულად აგენტმა, მარკო ლიხშტაინერმა განაცხადა, რომ ის და მისი კლიენტი არ აწარმოებენ არანაირ მოლაპარაკებას ტურინის ” იუვენტუსთან “.

” მე არ შევხვედრილვარ ბებერი ქალბატონის არც ერთ ხელმძღვანელს, არ მქონია მაროტასთან ჩუმი საუბარი. ჩემს ძმას ლაციოსთან კონტრაქტი 2013 წლის ჩათვლით აქვს, სტეფანი კლუბის პრეზიდენტ ლოტიტოს დიდ პატივს სცემს და თუ ვინმეს ტრანსფერი სურს, პირველ რიგში დეტალები სწორედ მასთან უნდა შეათანხმოს. ” – განაცხადა მარკო ლიხშტაინერმა.  გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( ბასტოსი )

ფრანგული გამოცემა Olympique-et-lyonnais.com – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მიშელ ბასტოსი სულ მალე ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელი გახდება.”ლიონი” გუნდში რევოლუციას გეგმავს, პრეზიდენტი ჟან-მიშელ ოასი კი მზადაა ფრანგული გრანდიდან ლიდერები გაუშვას.ბიანკონერები ბრაზილიელი გარემარბის გაფორმების შესახებ ოფიციალურად სულ მალე განაცხადებენ.წყაროში ნათქვამია : “იუვენტუსმა ლიონთან მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.სულ მალე მიშელ ბასტოსი ტურინული გუნდის ფეხბურთელი გახდება.ტრანსფერი დაახლოებით 15 მილიონი ევრო ჯდება.”

გაგრძელება »

კიელინი კონტეს გუნდში მოსვლას მიესალმება

ჯორჯო კიელინი რამოდენიმე დღეში იტალიის ეროვნული ნაკრების მაისურით ესტონეთის წინააღმდეგ მატჩში მიიღებს მონაწილეობას.ცენტრალურ მცველს არც აძურიში ავიწყდება ტურინის “იუვენტუსი” და ანტონიო კონტეს გუნდში მოსვლას მიესალმება : “სამწუხაროა, რომ მასთან ერთად თამაში ვერ მოვახერხე.ის ენთუზიაზმითა და გამარჯვების გრძნობით სავსე პიროვნებაა.გულშემატკივრები მის მოსვლას მიესალმებიან, ტიფოზების აზრი ძალიან მნიშვნელოვანია.ტრანსფერები ? წარმატებების მისაღწევად ისეთი ფეხბურთელები გვჭირდება, რომლებიც რაიმეს შეცვლიან.ბევრი რამ უკვე შეიცვალა, მაგრამ რევოლუცია მაინც აუცილებელია.ახალი სტადიონი და ამბიციური პროექტი დიდი სტიმული იქნება.”

გაგრძელება »