მოჯი : “ინტერს მეორე კალჩიოპოლი სჭირდება”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი სპორტული დირექტორი, ლუჩიანო მოჯი მილანის “ინტერს” სატრანსფერო პოლიტიკას უწუნებს და აცხადებს, რომ ნერიაძურის სკუდეტოს მოგება გაუჭირდება : “ინტერმა სკუდეტო ვერ მოიგო, რადგან მათ ჰაკან შუქური და ტაბირო ვესტა დაიმატეს,ზეედორფი და პირლო კი “მილანში” გაასხვისეს, სამაგიეროდ კი ფრანჩესკო კოკო შეიძინეს.”იუვენტუსმა” მაშინ ბუფონისა და ზიდანის ტრანსფერები განახორციელა.ნერიაძურიმ გამარჯვებები მაშინ დაიწყო, როცა კალჩიოპოლი მოხდა, ჟოზე მაურინიოსთან და იუვედან წასულ მოთამაშეებთან გააფორმეს კონტრაქტები.ახლა მაურინიო წავიდა, შეცდომები კი კვლავ მეორდება.ინტერმა რომ გაიმარჯვოს, მეორე კალჩიოპოლი უნდა მოხდეს.”

შეგახსენებთ, რომ “ინტერი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საკუთარ მოედანზე, “ტრაბზონსპორტთან” დამარცხდა.

გაგრძელება »

ვიდალი: ” ჩვენ მებრძოლთა გუნდი ვართ “

არტურო ვიდალს “იუვენტუსში” არსებული კონკურენციის არ ეშინია. ჩილელი ნახევარმცველი პირველ ოფიციალურ შეხვედრაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა და არაჩვეულებრივი გოლის გატანაც შეძლო. “პარმასთან” ტურინელებმა ადვილი გამარჯვება მოიპოვეს, თუმცა ამაში წვლილი გულშემატკივრებსაც მიუძღვოდათ: “ ფანები მნიშვნელოვან როლს თამაშობენ, მხარს გვიჭერენ ცუდი თუ კარგი პერიოდის დროს. გუნდში კონკურენციაა, მაგრამ ეს პრობლემად არ მიმაჩნია. აქ ყველას პირველ გუნდში სურს თამაში. ახლახანს ჩამოვედი, თუმცა, როცა ჩემი ჯერი მოვა, დავამტკიცებ, რომ გამოცდისთვის მზად ვარ. როცა მოედანზე გადიხარ, უნდა აჩვენო, რომ მხოლოდ ნახევარი საათის კი არა, მთელი შეხვედრის ჩატარების ღირსი ხარ. ტრადიციის გათვალისწინებით, “იუვენტუსი” მუდამ გამარჯვებისთვის უნდა იბრძოდეს, მაგრამ ჩემპიონატში ჩვენ გარდაც არიან ისეთი ძლიერი გუნდები, როგორიც “მილანი”, “ინტერი”, “ლაციო”, “ნაპოლი” და “რომაა”. გრძელი და დამღლელი ბრძოლისთვის ვემზადებით, მაგრამ ჩვენ მებრძოლთა გუნდი ვართ და მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ. ” -აცხადებს ვიდალი. გაგრძელება »

“იუვენტუსის” რეკორდები ევროთასებზე

გუნდური რეკორდები

(მონაცემები აღებულია 2010/2011წლების სეზონის შემდეგ)

(ნაწილი II)

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი (აოგო, კაპდევილა)

მოგეხსენებათ, რომ ტურინის “იუვენტუსი” აქტიურად ეძებს მცველს, რომელიც გააძლიერებს მარცხენა ფლანგს. “ბიანკონერის” ხელმძღვანელობამ თვალი “ჰამბურგის” 24 წლის გერმანელ მცველს დენის აოგოს დაადგეს თვალი. თუ “იუვენტუსი” ფეხბურთელს შეიძენს ის ერთდროულად ორ პოზიციას გააძლიერებს, ფეხბურთელს ისეთივე წარმატებით შეუძლია იასპარეზოს ნახევარდაცვაში, როგორც დაცვაში. აოგოს სატრანსფერო ღირებულება კი 8 მილიონ ევროს შეადგენს. ამას გარდა ტურინული კლუბი ეძებს აოგოს ალტერნატივას, ასეთი კი ესპანელი ხუან კაპდევილაა, რომელიც ამჟამად “ბენფიკას” ღირსებას იცავს. კაპდევილა უკვე რამდენიმე წელია “იუვეში” გადასვლის მთავარი კანდიდატია, მაგრამ ჯერკერობით ეს ვერ მოხერხდა. გაგრძელება »

პერინეტი:”იუვენტუსი” ერთ-ერთი ფავორიტია”

მოგეხსენებათ, ორ დღეში ტურინის “იუვენტუსი”, კონტეს ყოფილ კლუბ “სიენას” ეწვევა და დაწყებული გამარჯვების იქ გაგრძელებას გეგმავს. როგორც აღმოჩნდა, “სიენას” ტექნიკური დირექტორი პერინეტი და ანტონიო კონტე დიდი ხნის მეგობრები აღმოჩნდნენ: “მე მას ვიცნობ იმ დროიდან, როცა კონტე “იუვენტუსის” ფეხბურთელი იყო. მას შემდეგაც ჩვენი გზები ბევრჯერ გადაიკვეთა, ერთი-ერთი ასეთი შემთხვევა იყო მაშინ, როცა ჩვენ “სიენაში” ერთად ვმუშაობდით და გუნდი სერია ა-ში დავაბრუნეთ.” თავის მხვრივ ანტონოი თავის მეგობარ პერინეტის შემდეგნაირად ახასიათებს: “მე მასთან პროფესიონალური და მეგობრული ურთიერთობა მაკავშირებს და ეს ყველაფერი მაძლევს საშუალებას დავახასიათო პერინეტი, როგორც უზომოდ შრომისმოყვარე ადამიანი, რომელიც ყოველ დეტალს ითვალისწინებს, მისი პლიუსია, შრომა და სწრაფვა იდეალურობისაკენ.   გაგრძელება »

ბრწყინვალე 11 – რობერტო ბაჯო

მოგესალმებით ყველას! დღეს, ბრწყინვალე 11-ის შემადგენლობა საბოლოოდ დაკომპლექტდება. უკანასკნელი ფეხბურთელი ამ შემადგენლობაში არის რობერტო ბაჯო. ადამიანი, რომლითაც იტალიის საფეხბურთო სამყარომ შეუძლია მუდამ იამაყოს. რობერტო გახლდათ თავისი თაობის ერთ-ერთი საუკეთესო წარმომადგენელი. თავდამსხმელი, რომელმაც შეძლო მოეპოვებინა ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ინდივიდუალური ტიტული ოქროს ბურთი. გახდა იტალიის ჩემპიონატის ბომბარდირი 5-ჯერ და შეძლო 3 მსოფლიო ჩემპიონატზე გოლის გატანა, რაც დღემდე დაუმხობელი რეკორდია იტალიელი ფეხბურთელებისათვის. “ღვთაებრივი კუდი”, როგორც მას ეძახდნენ თავისი ვარცხნილობისა და ბუდისტური რელიგიის გამო ერთ-ერთი დაუვიწყარი და ქარიზმატული ფიგურაა ფეხბურთის ისტორიაში. გაგრძელება »

დააბრუნე დრო, გააჩერე წამი!

ალბათ არ მოიძებნება “იუვენტუსის” გულშემატკივარი, რომელსაც ახალი სტადიონის გახსნით ცერემონიალზე დასწრების სურვილი არ ჰქონოდეს. ბევრ ჩვენგანს ამის შანსი არ ჰქონია და სწორედ ჩვენთვის, ჩვენი საყვარელი კლუბი ახალ პროექტს ქმნის. დაათვალიერე 360 გრადუსიანი ხედით სტადიონის ყოველი წერტილი უმაღლესი გარჩევადობის სამგანზომილებიანი სურათებით! სერვისით სარგებლობა კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდის ამ ბმულიდან ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია! დააბრუნე დრო და გააჩერე წამი, საკუთარი თვალით ნახე რა ხდებოდა სტადიონზე 8 სექტემბერს!

გაგრძელება »

“სიენა” და “იუვენტუსს” ვალერი განსჯის

“სიენასა” და ტურინის “იუვენტუსს” შორის მატჩს პაოლო ვალერი განსჯის.კვირას გასამართი მატჩი ბებერი ქალბატონის მონაწილეობით ვალერისთვის მერვე იქნება, აქამდე ბიანკონერებმა ორჯერ იმარჯვეს, სამჯერ ფრედ ითამაშეს და ორჯერ დამარცხდნენ.ტასკანიელების მატჩი პაოლომ ორჯერ განსაჯა, “სიენამ” ერთხელ წააგო მეორედ კი ფრედ ითამაშა.მსაჯები ხაზზე იქნებიან : დობონცი და პასერი, როკი მეოთხე მსაჯის ფუნქციებს შეითვისებს.

გაგრძელება »

კონტე სასტარტო შემადგენლობის შეცვლას გეგმავს

“პარმასთან” ჩატარებული შესანიშნავი შეხვედრის შემდეგ ანტონიო კონტეს შეგირდები “სიენასთან”, გასვლითი დაპირისპირებისთვის ემზადებიან.შემდეგ 10 დღეში ტურინის “იუვენტუსს” 3 უმნიშვნელოვანესი მატჩი ელის, შესაბამისად “სიენას”, “ბოლონიასა” და “კატანიას” წინააღმდეგ.კვირის მატჩს ანტონიო კონტესთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ამიტომ იტალიელი სპეციალისტი შეეცდება მოედანზე რაც შეიძლება ძლიერი თერთმეტეული გამოიყვანოს.სავარაუდოდ, ძირითად შემადგენლობაში გამოჩნდებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც “პარმასთან” შეცვლაზე შემოვიდნენ და კარგი შთაბეჭდილება დატოვეს.პირველ რიგში საქმე არტურო ვიდალს ეხება, რომელიც ემანუელე ჯიაკერინის შეცვლის, მირკო ვუჩინიჩი ალესანდრო დელ პიეროს ჩაანაცვლებს, მილოშ კრასიჩს კი სიმონე პეპეს ნაცვლად მოუწევს ასპარეზობა.დისკვალიფიცირებულ პაოლო დე ჩელიეს დუბლიურად ფაბიო გროსო ჰყავს, რომელიც კვირას სერია A – ს ახალ სეზონში სადებიუტო მატჩს ჩაატარებს.

აგენტი : “რუდოლფოს ტრანსფერზე მუშაობა გრძელდება”

ლუის რუდოლფო დინი გაიოტო ტურინის “იუვენტუსს” უახლოვდება.ფეხბურთელის აგენტი, რაფაელ ფელიქსი ბებერი ქალბატონის მხრიდან ინტერესსა და “სან პაულოსთან” მოლაპარაკებებს ადასტურებს : “იუვენტუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა ადრეც გვქონდა, რუდოლფოს სურდა კარიერა იტალიის ჩემპიონატში, კერძოდ კი ბებერ ქალბატონში გაეგრძელებინა.ბრაზილიურმა კლუბმა მაშინ ფეხბურთელის გაშვება არ მოისურვა, ამიტომ ტრანსფერი არ შედგა.მუშაობა გრძელდება და ვეცდებით, მოლაპარაკებები წარმატებით მალე დასრულდეს.

გაგრძელება »