მოჯი „იუვენტუსზე“ და სავარაუდო ტრანსფერებზე საუბრობს

ლუჩიანო მოჯიმ კომენტარი გაუკეთა „იუვენტუსის“ გარშემო მიმდინარე სატრანსფერო ინფორმაციებს. როგორც ამბობენ „იუვეს“ ახალი მწვრთნელი იქნება ანტონიო კონტე, რომელსაც მოჯი საკმაოდ კარგად იცნობს.
გაგრძელება »

„იუვეს“ და „ინტერის“ დუელი მონტოლივოსთვის

ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც „იუვენტუსის“ და „ინტერის“ გზები ერთმანეთს ეკვეთება, ეს მოვლენა დერბიდ არის მონათლული. გარდა უშუალოდ საფეხბურთო მატჩებისა, ეს ორი გუნდი სატრანსფერო ბაზარზეც უწევენ ერთმანეთს კონკურენციას. ამ შემთხვევაში, საქმე ეხება ფლორენციის ” ფიორენტინას ”  იმედის მომცემ ნახევარმცველ რიკარდო მონტოლივოს, რომელსაც მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი გუნდის დატოვება და მისი ტრანსფერით შემოსავლის მიღებაზე არც „იები“ იტყვიან უარს. სახელდება ტრანსფერის სავარაუდო ღირებულებაც, 12 მლნ. ევრო. თუმცა, ჯუზეპე მაროტამ ეს თანხა შესაძლოა მკვეთრად შეამციროს ტრანსფერში კარვალიო ამაურის და ხორხე მარტინესის ჩართვით.

გაგრძელება »

ანტონიო კონტე ორშაბათს, „იუვენტუსის“ მწვრთნელი ოფიციალურად გახდება

antoროდესაც ჩემპიონატი მთავრდება, ახალი ერა იწყება. პოსტ–დელნერისეული პერიოდი უკვე დაიწყო. სავარაუდოდ ეს პერიოდი მხოლოდ ორშაბათამდე გაგრძელდება, როდესაც ტურინის „იუვენტუსის“ მწვრთნელად ანტონიო კონტე დაინიშნება. სიენას პრეზიდენტმა (ამჟამად კონტე სწორედ სერია ა–ში აღზევებული სიენას მწვრთნელია) უკვე გაუუქმა კონტრაქტი ლეგენდარულ ნახევარმცველს. ლუიჯი დელ ნერი კი სავარაუდოდ „ატალანტასთან“ გააფორმებს 2 წლიან კონტრაქტს.

გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

Gazzetta – ორშაბათს პირლოს ტურინული ერა დაიწყება

ორშაბათს, 23 მაისს ანდრეა პირლო ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელი გახდება. პირველს რაც ანდრეა გააკეთებს, იქნება სამედიცინო შემოწმება, ხოლო შემდეგ 3 წლიან კონტრაქტს მოეწერება ხელი. ლეგენდარული ნახევამრცველის წლიური შემოსავალი 2.5 მლნ. ევრო იქნება, ამას დამატებული ბონუსები. როგორც მასმედიის საშუალებები იუწყებიან, პირლოს „მილანიდან“ წამოსვლის ძირითადი მიზეზი მასიამილიანო ალეგრის სათამაშო ტაქტიკაა, რომელიც უპირატესობას 2 ჩამშლელს ანიჭებს. ასეთ განლაგებაში კი პირლოს „ფანტაზისტას“ ფუნქციები მკვეთრად იზღუდება.

გაგრძელება »

კუალიარელა: ” “ნაპოლიმ” მიღალატა, აქ ყველაფერი სხვაგვარადაა “

ფაბიო კუალიარელა მოედანზე დაბრუნების თარიღს ასახელებს. “ბებერი ქალბატონის” ფორვარდი ყოფილ კლუბზეც საუბრობს და ნეაპოლელებს ღალატში ადანაშაულებს… გაგრძელება »

პირლო “მილანს” ემშვიდობება, “იუვენტუსი” თავის სიტყვას იტყვის

ანდრეა პირლომ “მილანთან” ურთიერთობა დაასრულა. ივნისის ბოლოს პირლოს კლუბთან კონტრაქტი ეწურება, იმავე მდგომარეობაში მისი ათამდე თანაგუნდელი იყო, მაგრამ მათმა უმრავლესობამ კონტრაქტი გაახანგრძლივა. დღეს პრესაში ანდრეას ინტერვიუც გაჩნდა: ” “მილანთან” დამშვიდობება მსურს. აქ ათი საოცარი წელიწადი გავატარე, მაგრამ ჩვენი გზები მხარეების შეთანხმებისამებრ გაიყარა. მაქვს თუ არა იმედი, რომ “მილანი” ჩემს გაშვებას ინანებს? დიახ, მაქვს. ” -ამ ინფორმაციის შემდეგ, უკვე ფეხბურთელის “იუვენტუსში” ტრანსფერი მეტად მოსალოდნელი გახდა. იტალიის ჩემპიონი ოფიციალურ შემოთავაზებას დღედღეზე უნდა ელოდეს. გაგრძელება »

“იუვენტუსის” აღმავლობა და დაცემა

წარმოგიდგენთ “იუვენტუსის” ორ მხარეს. კალჩიოპოლამდე და მის შემდეგ. თუ ვინ მოვიდა გუნდში, რამდენი დაიხარჯა და რა შედეგი აჩვენა. გაგრძელება »

აგენტი: „“ლივერპული“ მზადაა თანამშრომლობისათვის“

ალბერტო აკვილანის აგენტი ოპტიმისტურად არის განწყობილი „იუვენტუსსა“ და „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებების თაობაზე მის კლიენტთან დაკავშირებით…. გაგრძელება »

დი ლივიო: “კონტე საუკეთესო კანდიდატია”

“არის თუ არა ანტონიო კონტე ის ადამიანი, რომელიც სჭირდება ”იუვენტუსს”? ” ეს საუკეთესო არჩევანია” – აცხადებს მისი ყოფილი მეწყვილე დი ლივიო. მოსალოდნელია, რომ სეზონის დასრულების შემდეგ  ”სიენას” მწვრთნელი შეცვლის ლუიჯი დელ ნერის და დი ლივიო ამის მომხრეა. “ეს საუკეთესო არჩევანია,” – განაცხადა ”იუვეს” და იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა Tuttosport – თან ინტერვიუში. “მან იცის, თუ რა გუნდია ”იუვენტუსი” და ამ გუნდის მიზნები”. კონტემ ტურინში 12 წელი გაატარა და სიამაყით ატარებდა კაპიტნის სამკლაურს. ”იუვენტუსის გაწვრთნა ყოველთვის მისი ოცნება იყო”, – გააგრძელა დი ლივიომ, რომელიც გუნდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი იყო და ”იუვენტუსთან ერთად მოიგო მრავალი ტიტული. ”მას შემდეგ რაც იგი გახდა ”არეცოს” მწვრთნელი, მას პირველივე დღიდან სურდა, ჩადგომოდა სათავეში ”იუვენტუსს”. მას სურდა დაებრუნებინა ეს ფერები, რადგან ისინი სამუდამოდ რჩება შენს შიგნით”… გაგრძელება »