მაისის ბოლოს მარკიზიო ახალ კონტრაქტს გააფორმებს

მაისის თვის ბოლოს კლაუდიო მარკიზიო ბებერ ქალბატონთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.მოლაპარაკებები იტალიელ ნახევარმცველსა და ტურინის “იუვენტუსს” შორის დიდი ხანია მიმდინარეობს, ამჟამინდელი ხელშეკრულება ძალაში 2014 წლამდე მოქმედებს, მაგრამ ახალი კონტრაქტი ხელფასის გაზრდას გულისხმობს.მიუხედავათ იმისა, რომ კლაუდიო გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, მისი წლიური ანაზღაურება მხოლოდ 1 მილიონ ევროს შეადგენს, მომავალი წლიდან კი ვიცე-კაპიტანი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.მარკიზიო ტურინული აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მას სერია B – ში მიეცა, შემდეგი სეზონი კი არენდის წესით გაატარა “ემპოლიში”.2008 წელს ნახევარმცველი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და დღემდე იუვენტუსის ღირსებას იცავს.

გაგრძელება »

მაროტამ და პარატიჩიმ პერესთან ერთად ისაუზმეს

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ და შეფ-სკაუტმა ფაბიო პარატიჩიმ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ისაუზმეს.რა თქმა უნდა საუბრის მთავარი თემა სატრანსფერო პოლიტიკა იყო. “იუვენტუსი” ბლანკოსის სამი ფეხბურთელით არის დაინტერესებული : კარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი და ლასანა დიარა, ხოლო “რეალს” თავის მხრივ კარვალიო ამაური და ჯორჯო კიელინი აინტერესებს. გაგრძელება »

პრიმავერა : “იუვენტუსი” 2-1 “ვარეზე”

მიუხედავათ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებისა, ახალგაზრდა ბიანკონერები მუშაობას არ წყვეტენ.”რვათა ფინალში” გასვლის შემდეგ, ჯოვანი ბუკაროს შეგირდები გამარჯვებების სერიებს აგრძელებენ.

გაგრძელება »

აგენტი : “ჯერ გარკვეული არაფერია”

ბებერი ქალბატონის ნახევარმცველის, მომო სისოკოს მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.ფეხბურთელის აგენტი, ბრუნო სატინი ტურინში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას შეხვდება და მალელის გუნდში დარჩენა-არდარჩენას გადაწყვეტს.გარდა სისოკოსი, სანტი სერხიო აგუეროს პირადი აგენტიცაა : “ამ მომენტისთვის კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, მომო იუვეს ფეხბურთელია და ტრავმას იშუშებს.აგუერო ? – ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.არგენტინელით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული.”

გაგრძელება »

კრასიჩი : “მომავალი სეზონი წარმატებული იქნება”

მილოშ კრასიჩისთვის და ტურინის “იუვენტუსისთვის” საკმაოდ რთული სეზონი დასასრულს უახლოვდება.ბიანკონერების ერთადერთი ოცნება ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრაა, მაგრამ მეოთხე ადგილზე გასვლის ახლა მხოლოდ თეორიული შანსი არსებობს : “გუნდი ახალი მწვრთნელითა და ბევრი ახალი მოთამაშით ბუნებრივია, პრობლემებს გადააწყდა.კიევოსთან მატჩი საშინელება იყო, ამგვარ დასასრულს არავინ ელოდა.იმედი მაქვს, მომავალი სეზონი გაცილებით წარმატებული იქნება.იუვენტუსი მნიშვნელოვანი ადგილებისთვის იბრძოლებს.”

გაგრძელება »

“იუვენტუსი” პასტორეს, აგუეროსა და პირლოს შეძენას აპირებს

ტურინის “იუვენტუსი” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში სერხიო აგუეროს, ხავიერ პასტორესა და ანდრეა პირლოს გადმობარგებას აპირებს.კომპანია Exor ბებერი ქალბატონისთვის 100 მილიონი ევროს გამოყოფას გეგმავს, რომელიც ახალი ფეხბურთელების შეძენას მოხმარდება.La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით, ბიანკონერებმა ანდრეა პირლოს თაობაზე მოლაპარაკებები ფაქტიურად დაასრულეს, იტალიელი ნახევარმცველი ჯუზეპე მაროტას პირველ შენაძენად უკვე შეიძლება ჩაითვალოს.ზინედინ ზიდანისა და მიშელ პლატინის “მემკვიდრის”, ხავიერ პასტორეს შესაძენად ტურინელებს 60 მილიონი ევრო დასჭირდებათ, კუნ აგუეროს სანაცვლოდ კი არანაკლებ დაბალი ფასი სახელდება.

გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იხილეთ პრესტიჟული იტალიური სპორტული გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვა…

გაგრძელება »

Promoesport : ” მელოს მომავალი იუვენტუსია ! ”

კომპანია Promoesport – ის განცხადებით  , რომელიც საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის და მათ შორის ფელიპე მელოს ინტერესებს იცავს , ბრაზილიელი საყრდენი ტიპის ნახევარმცველი საერთოდ არ ფიქრობს იტალიიდან წასვლას და საჯაროდ უარყოფს მისი აგენტის სიტყვებს , რომ თურმე სელესაოს წევრს თვალი პრემიერ ლიგისთვის დაუდგამს . შეგახსენებთ , რომ მელოს შესაძლო წასვლაზე ,  მისი აგენტის სიტყვები გამოაქვეყნა შემდეგმა ვებ პორტალმა – sport.co.uk” ფელიპე საერთოდ არ ფიქრობს იტალიიდან წასვლაზე , მას აქ ყველაფერი აკმაყოფილებს . მელოს შესანიშნავი ურთიერთობა აქვს როგორც პარტნიორებთან და კლუბის ხელმძღვანელობასთან , ისე გულშემატკივრებთან . ხოსე როდრიგესმა , ფეხბურთელის აგენტმა , უბრალოდ ის განაცხადა რომ თუ გარკვეული მიზეზების გამო მის კლიენტს მოუწევდა იტალიიდან აბარგება , კარიერას ნისლიან ალბიონზე განაგრძობდა  . ინტერვიუ რომელიც გამოქვეყნდა საიტზე sport.co.uk – არის სისულელე და მასში არ ფიგურირებს სიმართლის მარცვალი . მელო კონცენტრირებულია მხოლოდ იუვენტუსზე ! – სწორედ იუვენტუსია მისი მომავალი ” .

გაგრძელება »

ლექსი იუვენტუსზე

ქართველი იუვენტინოს შედევრი … გაგრძელება »

გილოცავთ!

ანდრია მოციქულიპირველწოდებული (ბერძნ. Ανδρέας – ”მამაცი”, ლათ. Andreas), ქრისტიანული ტრადიციით, ქრისტეს თორმეტ მოციქულთაგანი. ხსენების დღე – 29 (12.05) აპრილი, 30 (13.12) ნოემბერი.

XI საუკუნიდან ანდრია მოციქული საქართველოში ცნობილი იყო როგორც ქართველებში ქრისტიანობის პირველი მქადაგებელ-გამავრცელებელი. ანდრია მოციქული ორიგენს (II-III საუკუნეები) სკვითების განმანათლებლად ჰყავს გამოყვანილი. VIII-IX საუკუნეებში ბიზანტიურ მწერლობაში ანდრია მოციქული პონტოს მქადაგებლად არის დასახელებული. ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობის შესახებ პირველი ცნობა ნიკიტა პაფლაგონიელს (გ. 890) მოეპოვება. მის ნაშრომში ანდრიას წილხვდომილად ჩრდილოეთია აღნიშნული და თვით იგი იბერთა და სავრომატების, ტავრებისა და სკვითების განმანათლებლად იწოდება. ამგვარად, ცნობა ანდრია მოციქულის საქართველოში მოღვაწეობაზე ბერძნულ მწერლობაში IX საუკუნის II ნახევარში ჩნდება და საქართველოშიც აქედანაა შემოსული X-XI საუკუნეებში. ამ წყაროზე დაყრდნობით ქართულ ძეგლებში პირველი გარკვეული ცნობა ანდრიას საქართველოში მოღვაწეობის შესახებ გიორგი მთაწმიდელს (XI საუკუნის II ნახევარი) მოეპოვება. ის საქართველოს ეკლესიის დამფუძნებლად ანდრია მოციქულს თვლიდა და ანტიოქიის პატრიარქთან პაექრობის დროს ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობის უფლებას ამ ცნობაზე დამყარებით ამკტიცებდა. შემდგომში, ეფრემ მცირემ ეს ცნობა წმინდა ნინოს მქადაქებლობითი მოღვაწეობის ფაქტს შეუთანხმა და საქართველოში ქრისტიანობის მეორეგზის ქადაგების აუცილებლობას გამნარტება მოუძებნა. რუის-ურბნისის საეკლესიო კრებამ (1103) ეფრემის ეს დებულება უცილობელ ჭეშმარიტებად ცნო და დააკანონა. გაგრძელება »