რინაუდოს ოპერაცია გაუკეთეს

გუშინ, პავიაში, “სან მატეოს” კლინიკაში პროფესორ ფრანკო ბენაცომ ლეანდრო რინაუდოს მარცხენა ფეხის ქუსლზე მძიმე ოპერაცია გაუკეთა.ფეხბურთელის დაბრუნება მწვანე მინდორზე არანაკლებ სამ თვეში იგეგმება.

გაგრძელება »

ბონიეკი: ” ეს მხოლოდ დელ ნერის ბრალი არაა “

“იუვენტუსში” შექმნილი კრიზისის თაობაზე, საკუთარ შეხედულებებს ყოფილი “ბიანკონერო”, ზბიგნევ ბონიეკი გვიზიარებს: ” როცა გუნდი ასეთ მდგომარეობაშია, დანაშაული ყველას აწევს. არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთს გადააბრალო. “იუვენტუსს” ძლიერი ხასიათი აქვს და ეს “ბებერი ქალბატონის” დიდი და საოცარი ისტორიის მანძილზე არაერთხელ დამტკიცებულა. ფეხბურთელებმა ის ვერ გააკეთეს, რასაც მისგან გულშემატკივარი ელოდა. იმედი მაქვს, მალე სიტუაცია შეიცვლება. “იუვეს” გამარჯვებებს მიჩვეული ვარ. უნდა ვაღიარო, სეზონის დასაწყისში ამ გუნდის შემხედვარეს დელ ნერის იმედი გამიჩნდა. ” -აცხადებს ბონიეკი. გაგრძელება »

ლეგროტალიე დერბის მოლოდინშია

“მილანის” მცველი, ნიკოლა ლეგროტალიე, რომელმაც მოქმედი სეზონი “ბიანკონერების” მაისურში დაიწყო, მომავალი შეხვედრის მოლოდინშია. ლეგროტალიე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს: “ ფრე ხელს არ გვაძლევს, “მილანი” ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩადის. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში “იუვე” თავის თავს არ ჰგავს და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ” -აცხადებს 34 წლის მცველი. გაგრძელება »

შენ დაბრუნდები, We Beleive In You !

იგი მოვიდა მაშინ – როცა გვჭირდებოდა..შენ დაბრუნდები… გაგრძელება »

კიელინი : “განსაკუთრებულად მოტივირებულნი ვართ”

გათამაშების ლიდერი – სეზონის უმნიშვნელოვანეს პერიოდში.ტურინის “იუვენტუსისთვის” როსონერისთან მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, ამ გამარჯვებას შეუძლია ბიანკონერებს ჩემპიონთა ლიგის უკანასკნელი იმედი ჩაუსახოს.Sky Sport – თან ინტერვიუში ჯორჯო კიელინი საუბრობს : “წინა ორ შეხვედრასთან შედარებით, ეს მატჩი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია.ჩვენ ვეთამაშებით ლიდერს, სკუდეტოსთვის ბრძოლის კანდიდატს ინტერთან ერთად.რა თქმა უნდა, სხვა თამაშების მსგავსად მოტივირებულნი ვართ, მაგრამ ეს, საოცარი მატჩია.”

გაგრძელება »

“იუვენტუსი” – “მილანს” რიცოლი განსჯის

ტურინის “იუვენტუსსა” და “მილანს” შორის მატჩს ბოლონიელი არბიტრი, ნიკოლა რიცოლი განსჯის.ამ სეზონში, ბებერი ქალბატონის მონაწილეობით ეს რიცოლის მეორე შეხვედრა იქნება, პირველი – “რომას” წინააღმდეგ ტურინელებმა ფრედ, 1-1 ითამაშეს.საერთო ჯამში, სერია A – ში, B – ში და იტალიის თასზე შავ-თეთრებმა ბოლონიელის მსაჯობით 16 მატჩი ჩაატარეს.( დანარჩენი სრულიადში ) გაგრძელება »

დღევანდელი ვარჯიში

“მილანთან” მატჩამდე ორი დღით ადრე ლუიჯი დელ ნერის შეგირდები ვინოვოს ბაზაზე ვარჯიშებს განაგრძობენ.ტრეინინიგი ტაქტიკური დავალებების შესრულებით დაიწყო, რის შემდეგაც მწვრთნელმა ფეხბურთელები 9-9 – ზე ათამაშა.შეხვედრა მწვანე მაისურიანი ფეხბურთელების სასარგებლოდ დასრულდა, 3-2.გამარჯვებულთა რიგებიდან თავი ხორხე მარტინესმა, კლაუდიო მარკიზიომ და ალესანდრო მატრიმ გამოიჩინეს, დამარცხებულთაგან კი ზდენეკ გრიგერამ და ფელიპე მელომ.ვარჯიშს ჯუზეპე მაროტა და პაველ ნედვედი ესწრებოდნენ.(დანარჩენი სრულიადში)

გაგრძელება »

მელო : “უნდა გავიმარჯვოთ”

ბებერი ქალბატონის ბრაზილიელი ნახევარმცველი, ფელიპე მელო თანაგუნდელებს მაქსიმალური კონცენტრაციისა და “მილანის” წინააღმდეგ გამარჯვების მოპოვებისკენ მოუწოდებს.ბიანკონერებმა 2011 წელი წარუმატებლად დაიწყეს, ბოლო ორ შეხვედრაში კი ერთნაირი ანგარიშით, 2-0 მარცხი განიცადეს.ტურინელებმა როსონერი პირველ წრეში დამაჯერებლად, სან სიროზე დაამარცხეს, იმ შეხვედრაში მელო ერთ-ერთი საუკეთესო იყო : “შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს.მილანი ძლიერი გუნდია, ამიტომ მათთან ერთი არასწორი ქმედება ძვირი შეიძლება დაგვიჯდეს.უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ეს მათ წინააღმდეგ პირველ შეხვედრაში გავაკეთეთ, მაქსიმალური კონცენტრაცია და ბრძოლა მატჩზე.სამწუხაროდ, გულშემატკივრებს არ აქვთ საბაბი იყვნენ კმაყოფილნი, ორი მარცხი საშუალო დონის გუნდებთან – ტრაგედიაა.ტიფოზები ჩვენს გვერდით არიან და მათ სურთ – ვიყოთ საუკეთესონი.ლამაზი თამაშის დემონსტრირებით იუვენტუსმა ფანებისთვის უნდა მოიპოვოს გამარჯვება.”

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( კრკიჩი )

Goal.com – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსი” “ბარსელონას” ფორვარდით, ბოიან კრკიჩით დაინტერესდა.ბებერი ქალბატონი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში წინახაზის გაძლიერებას გეგმავს, ჯუზეპე მაროტასთვის კი 20 წლის ესპანელი მშვენიერი ვარიანტია.კრკიჩი ბარსელონას ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია და მისი დებიუტი პრიმერაში 2007 წლის სექტემბერში შედგა, ესპანელმა უკვე ჩაატარა 100 მატჩი კატალონიელთა რიგებში, მაგრამ ძირითად გუნდში ადგილის დამკვიდრება ვერაფრით შეძლო.უცხოური წყაროების ინფორმაციით, ბარსელონა გაასხვისებს ფორვარდს და ამის წინააღმდეგი არც ფეხბურთელი იქნება.გარდა იუვენტუსისა, ესპანეთის U21 ნაკრების წევრით ლონდონის “არსენალი”, “ტოტენჰემი” და “ლივერპული” არიან დაინტერესებულნი.

გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ რას წერენ პრესტიჟული იტალიური გაზეთების დღევანდელ გამოშვებებში… გაგრძელება »