მორიგი ვარჯიში ვინოვოზე

წვიმის მუხედავად, ტურინის “იუვენტუსი” აგრძელებს მზადებას მომავალი მატჩისათვის. გუნდი დღეს ადგილობრივი დროით დილის 11 საათზე შეიკრიბა საწვრთნელო ბაზაზე. ფიზიკური ვარჯიშების შემდეგ, გუნდი ტაქტიკაზე მუშაობდა. დელ პიეროს არ მიუღია მონაწილეობა კონკრეტულად ამ ვარჯიშში, ის პერსონალურ წვრთნას გადიოდა. კაპიტანი მინი-ფეხბურთის სათამაშოდ დაბრუნდა, რომელიც 9-9-ზე გაიმართა. ტონი და დე ჩელიე კი, თავიანთ კურსებს გადიან. გაგრძელება »

დღე ისტორიიდან: 16 მარტი,2008 წელი

2008 წლის 16 მარტს, “იუვენტუსმა” დიდი ნაბიჯი გადადგა ჩემპიონთა ლიგისაკენ. სტადიო “ოლიმპიკოზე” გუნდმა “ნაპოლი” დაამარცხა. გადამწყვეტი ბურთი, ვიჩენცო იაკინტამ გაიტანა თამაშის მიწურულს. გუნდმა 1:0 მოიგო.  მაგრამ ეს თამაში სხვა მხრივაც არის დასამახსოვრებელი. ეს თამაში ბოლო გახდა, ალესანდრო ბირნიდელისათვის. მან გუნდში 11 სეზონი დაჰყო და 305 თამაში ჩაატარა ბებერი ქალბატონის მაისურით. გაგრძელება »

ლუჩიანო მოჯი – „დიდი ლუჩიანო“

ლუჩიანო მოჯი დაიბადა 1937 წლის 10 ივლისს სიენის ერთ ერთ პროვინციაში – მონტიჩიანოში. 1970-იანი წლების დასაწყისამდე, ის მუშაობდა რკინიგზის სადგურში მეთვალყურედ, რა დროსაც მან გაიცნო ვინმე იტალო ალოდი, რომელსაც იმ დროისათვის ეკავა ტურინის იუვენტუსის ერთ-ერთი მმართველი დირექტორის თანამდებობა. სწორედ ალოდის უკავშირდება ლუჩიანოს მოიყვანა საფეხბურთო სამყაროში, დანიშნა რა ის კლუბში თავდაპირველად არც თუ ისე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თანამდებობაზე. 1994 წლამდე, სანამ ლუჩიანო მოჯი გახდებოდა ბოლო დროინდელი დიდი იუვენტუსის წარმატებების ერთ-ერთი მთავარი სულისჩამდგმელი და მმართველი დირექტორი, ის მუშაობდა და თანამშრომლობდა სხვადასხვა იტალიურ გუნდთან, კერძოდ: რომა (1979-1980; 1993-1994), ლაციო (1980-1982) ტორინო (1982-1987;1991-1993), ნაპოლი (1987-1991). გაგრძელება »

დიდი უპირატესობა იუვენტუსს

როგორც ვიცით, Betclic -ი ტურინის იუვენტუსის სპონსორი 2010 წლის ზაფხულში გახდა. Betclic-ი იუვეს ტრადიციულად უპირატესობას ანიჭებს თითქმის ყველა თამაშში, ამჯერადაც მათ თავის ტრადიციას არ უღალატეს და ბიანკონერის დიდი უპირატესობა მიანიჭეს იმისდა მიუხედავად, რომ ბებერი ქალბატონი თავის ფორმას ძალიან ჩამორჩება. დღეს კი კოეფიციენტები ასე გადანაწილდა : იუვენტუსი 1.40   ფრე 3.60  ბრეშა 6.00 გაგრძელება »

ჩეზენა 2-2 იუვენტუსი ( ფეხბურთელების შეფასებები )

სრულიადში იხილეთ ფეხბურთელთა შეფასებები …  გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა… გაგრძელება »

ძოფი: ” გუნდს სტაბილურობა აკლია”

ლეგენდალური იტალიელი მეკარე და მწვრთნელი, დინო ძოფი თვლის, რომ გუნდს სტაბილურობა აკლია.
” ბებერ ქალბატონს კარგი გუნდი ჰყავს, რომელსაც სამეულში შესვლა შეუძლია. მაგრამ გუნდი ხშირად აგდებს სეზონს და რაც ყველაზე ცუდია, ყოველ წელს გუნდი ახალი მწვრთნელით იწყებს ჩემპიონატს. ძნელი მისახვედრი არ არის, რომ “იუვენტუსს” სტაბილურობა აკლია. საჭირო მწვთნელმა, მინიმუმ ორი წელი უხელმძღვანელოს გუნდს. მაგრამ დღევანდელი ფეხბურთში, ყველა მოგებას მოითხოვს და თუ შეცდომას დაუშვებ, უმალვე გუნდიდან გიშვებენ, სამწუხაროდ ეს რეალობაა. “-განაცხადა ყოფილმა იუვენტინომ Football Italia-სთან ინტერვიუში. გაგრძელება »

აკუილანი სავარაუდოდ გუნდს დატოვებს

სავარაუდოდ იტალიელი ფეხბურთელი დაბრუნდება ნისლიან ალბიონზე, რადგანაც გუნდი არ აპირებს მასში 15 მილიონ ევროს გადახდას. 26 წლის ფეხბურთელი გუნდში 2010 წლის ზაფხულში მოვიდა იჯარის წესით, ხოლო მისი გამოსყიდვა ივნისში გახდება შესაძლებელი. როგორც Sky Sport Italia იუწყება, “იუვეს” ბოსები არ აპირებენ 15 მილიონის გადახდას. ტურინელები კი თავის მხრივს ფასის დაკლებაზე მუშაობენ. გაგრძელება »

ვენტურა : ” იუვემ ბონუჩის დრო უნდა მისცეს ”

Radio Sportiva – სთან საუბარში , ბარის ყოფილმა თავკაცმა , ჯამპიერო ვენტურამ , ყოფილ შეგირდზე – ლეონარდო ბონუჩიზე ისაუბრა : ” როდესაც ისეთი კლუბი , როგორიც იუვენტუსი ,  ყიდულობ ბონუჩის ტიპის ფეხბურთელებს , მაშინ აუცილებელია მათ გარკვეული დრო მისცე ადაპტირებისთვის . ის ბოლო მივიდა გუნდში და აუცილებლად უნდა გაერკვეს კლუბის მექანიზმში . მიუხედავად ყველაფრისა , ვიცი რომ კრიტიკა რომელიც მის მიმართ ხორციელდება , ლეო იღებს როგორც სტიმულს პროგრესირებისთვის . უშუალოდ კლუბის კრიზისზე კი ტრავმების საკმაოდ დიდი რაოდენობაც მოქმედებს , გამოსარჩევი რათქმაუნდა კუალიარელას დაშავებაა “ . გაგრძელება »

მაცარი : ” ჩემი კლუბის გარდა არაფერზე ვფიქრობ ”

ნაპოლის მთავარი მწვრთნელის , ვალტერ მაცარის განცხადებით , ის არ აქცევს არანაირ ყურადღებას ჭორებს , რომელიც მის გარშემო ტრიალებს ბოლო პერიოდში . შეგახსენებთ , რომ იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია , თითქოს მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე მაცარი დატოვებდა მის ამჟამინდელ თანამდებობას და სამუშაოს ტურინულ გრანდში გააგრძელებდა . თუმცა , როგორც ჩანს სამპდორიას ექს მწვრთნელი არ აპირებს ნეაპოლიტანური კლუბის დატოვებას : ” საკმაოდ გამოცდილი ვარ ამ სფეროში და არ ვაპირებ , რომელიმე ჭორისადმი ყურადღების გამახვილებას . რაც შეეხება კლუბებს , რომლებიც დაინტერესდნენ ჩემით , ეს რათქმაუნდა სასიამოვნოა , როგორც ჩანს საკუთარ საქმეს კარგად ვასრულებ , რაც დე ლაურენტისმაც დაადასტურა . ბოლო პერიოდში , ჩვენ დიდ წარმატებებს მივაღწიეთ და აუცილებელია ამ კურსის შენარჩუნება და პოციზიების კიდევ უფრო გამტკიცება . სხვა თემებზე კი საერთოდ არ ვფიქრობ , მე მხოლოდ ჩემი კლუბის მომავლით ვარ დაინტერესებული , აუცილებელია სეზონის კარგად დასრულება “ . გაგრძელება »