52 მილიონიანი შემოთავაზება “იუვესგან”?!

ბრაზილიური “კორინთიანსის” პრეზიდენტი ანდრე სანჩესი საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს. თუ მის სიტყვებს დავუჯერებთ, “იუვენტუსი” როსის კი არა, კარლოს ტევესის გადმობირებას გეგმავს. შეგახსენებთ, არგენტინელმა ინგლისის დატოვების სურვილი უკვე გამოთქვა: ” “მანჩესტერ სიტიმ” უნდა გადაწყვიტოს, გაყიდოს თუ არა ტევესი. ინგლისელებმა “იუვენტუსისგან” 52 მილიონიანი შემოთავაზება მიიღეს, მაგრამ ფეხბურთელს ევროპაში დარჩენა არ სურს. ოცნებას მეც განვაგრძობ. მართალია, შემოთავაზება ყველაზე ბოლოს მე გავაკეთე, მაგრამ ყველაფერი “სიტიზეა” დამოკიდებული. მე რომ იმ კლუბის პრეზიდენტი ვიყო, რომელშიც ტევესი თამაშობს, ცხადია, არ გავყიდდი, თუმცა ფეხბურთელის სიტყვასაც დიდი ძალა აქვს. როცა ფეხბურთელს წასვლა სურს, მას ვერაფერი გააჩერებს. ფეხბურთში კონტრაქტები იმისთვის არსებობს, რომ დაარღვიო. ” -აღსანიშნავია, რომ სანჩესის მტკიცებებს არცერთი დაინტერესებული მხარე არ ადასტურებს. გაგრძელება »

აგენტი : “მოლაპარაკებები მიმდინარეობს”

რადიო Mana Mana – თან საუბარში ჯუზეპე როსის პირადი აგენტი, ფედერიკო პასტორელო იტალიელი ფორვარდის ტრანსფერზე საუბრობს : “იუვენტუსი და ვილიარეალი მოლაპარაკებებს აწარმოებენ, ეს ძალიან პოზიტიური სიგნალია.იმედი გვაქვს, ტრანსფერი მალე მოგვარდება, მაგრამ კონკრეტულად არაფრის თქმა შემიძლია.ორი აზრი არაა, ჯუზეპე ევროპაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა, ტურინელთა დაინტერესება ძალიან სერიოზულია, როსის კი ეს ძალიან სიამოვნებს.”

გაგრძელება »

აგუერო: ” ესპანეთი ან ინგლისი “

“იუვენტუსისა” და სერხიო აგუეროს ისტორია წარსულს ჩაბარდა. ახლა “ბებერი ქალბატონის” მთავარი სამიზნე “ვილიარეალის” იტალიელი ფორვარდია, არგენტინელის მსგავსად, მასაც უკვე დიდი ხანია “იუვეს” უკავშირებენ: ” ესპანეთში ან ინგლისში ვისურვებდი თამაშს, ეს ქვეყნები საუკეთესოდ მიმაჩნია. ” -აცხადებს აგუერო – ” აქამდეც მითქვამს, რომ მადრიდის “ატლეტიკოში” არ ვაპირებ კარიერის გაგრძელებას. იმას გავაკეთებ, რაც ჩემი კარიერისთვის იქნება საუკეთესო. ვიცი, ამ თემაზე ჩემი აგენტები დაუღალავად მუშაობენ, თავად კი ფიქრი არ მინდა. “კოპა ამერიკას” დასრულებამდე დავიცდი, ამის შემდეგ ყველაფერი ცოტათი დაწყნარდება. იმის თქმა, რომ ისევ “ატლეტიკოს” ფეხბურთელი ვარ, ტყუილი იქნებოდა. ” -გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “მანჩესტერ სიტი” ტევესს გაასხვისებს და ფორვარდსაც საკუთარი თანამემამულე შეცვლის. გაგრძელება »

“ვილიარეალი” როსის სანაცვლოდ 30 მილიონს ითხოვს

გუშინ ღამით, ჯუზეპე როსის პირადი აგენტი, ფედერიკო პასტორელო “ვილიარეალის” ხელმძღვანელობას შეხვდა და მისი კლიენტის ტრანსფერზე დაიწყო მოლაპარაკებები.იტალიელი ფორვარდის შეძენით ყველაზე მეტად ტურინის “იუვენტუსი” ინტერესდება, ტურინელები მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 25 მილიონი + ფეხბურთელი გადაიხადონ.გამართული შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ ყვითლებს შემოთავაზებულ თანხაზე 5 მილიონი ევროთი მეტი სურთ, ანუ 30 მილიონი + წარმატების შემთხვევაში მისაღები ბონუსები.რაც შეეხება პირად კონტრაქტს, ტურინელებთან როსი 4 წლიან კონტრაქტს გააფორმებს, მისი ანაზღაურება კი 3.5 მილიონი ევრო იქნება.

გაგრძელება »

დელ პიერო : “გულშემატკივრებისგან სიყვარულს ვგრძნობ”

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო Facebook – ის საშუალებით გულშემატკივრებს ეკონტაქტება : “სალამი ყველას, მინდა გითხრათ, რომ გუნდი მომავალ სეზონს დიდი ენთუზიაზმით ხვდება.ბრანდონეკიოში ძალიან ბევრმა გულშემატკივარმა მოიყარა თავი, ისინი სიყვარულს ყოველ ვარჯიშზე გვაგრძნობინებენ.სერიოზული ფიზიკური ვარჯიშები გვიტარდება, რაც კიდევ უფრო სერიოზული მიზნებისკენ გვიკაფავს გზას.ძალიან მიხარია, რომ იუვენტუსის მაისურით მორიგ სეზონს ჩავატარებ.ახლა პირველი ამხანაგური მატჩისთვის ვემზადები.ალე” გაგრძელება »

პირველი ამხანაგური მატჩი ახალ სეზონში

დღეს , თბილისის დროით 19:00 , ტურინის ” იუვენტუსი ” პირველ ამხანაგურ მატჩს გამართავს ბრანდონეკიაში . ბიანკონერის მეტოქე  ” რაპრეზენტივა ვალ სუზა ” იქნება . მაქსიმალურად შევეცდებით , ამ მატჩის პირდაპირი ტრანსლიაციის ,  ლინკების გამოქვეყნებას ჩვენს ვებ გვერდზე .

გაგრძელება »

გუშინდელი ვარჯიშის ვიდეო მიმოხილვა

გათავაზობთ გუშინდელი ვარჯიშის , ვიდეო მიმოხილვას …

გაგრძელება »

კონტე : ” ჩემი ოცნება ახდა ”

გუშინდელი სამწვრთნელო სესიის დასრულების შემდეგ , ანტონიო კონტე , სამწვრთნელო შტაბთან ერთად გულშემატკივრებს შეხვდა , სადაც ბიანკონერის ახალგაზრდა თავკაცმა , საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა …

გაგრძელება »

8 სექტემბერს ახალი არენის გახსნის ცერემონია შესდგება

მოახლოებულ სეზონში , იუვენტუსისთვის ერთ ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა სულ უფრო და უფრო ახლოსა . ბიანკონერის ახალი სტადიონი უახლოეს პერიოდში გაიხსნება . ჯერ ჯერობით არ ხმაურდება , თუ როდის გაიმართება პირველი ოფიციალური მატჩები ამ არენაზე , თუმცა ცნობილი გახდა გახსნის ცერემონიის თარიღი – 8 სექტემბერი ! დანარჩენი დეტალები , რომელიც ბილეთების გაყიდვას უკავშირება , ოდნავ მოგვიანებით გახდება ცნობილი .

გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( როსი , ბასტოსი , ვიდალი )

La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , დღეს ფედერიკო პასტორელო ვილიარეალის ხელმძღვანელობას უნდა შეხვედროდა და ” იუვენტუსის ” წინადადება გადაეცა ჯუზეპე როსის საკითხზე – 25 მილიონი ევრო და პლიუს ერთი ფეხბურთელი . ამ ტრანსფერის განხორციელებას ,  ხელს  იტალიელი ფეხბურთელის წლიური ანაზღაურებაც უწყობს  . თუ აგუერო/ტევესი – გუნდს წელიწადში 7.5 მილიონი ევრო დაუჯდება , როსი სულ რაღაც 3.5 მილიონ ევროზეა თანახმა . ყველაფერთან ერთად , ავტორიტეტული გამომცემლობა მიიჩნევს , რომ წინადადება საკმაოდ მიმზიდველია ესპანური კლუბისთვის , რადგან 25 მილიონთან ერთად , მათ შეუძლიათ ამოირჩიონ ერთი ფეხბურთელი შემდეგი სიიდან : მარკო მოტა , ზდენეკ გრიგერა, ხორხე მარტინესი , ტიაგო მენდეში და სერხიო ალმირონი . სავარაუდო კანდიდატებად ფელიპე მელო და მოჰამედ სისოკოც სახელდებიან . მენდეშთან დაკავშირებით კი მისი მამა შემდეგ განცხადებას აკეთებს : ” იუვენტუსს არ სურს ტიაგოს დაბრუნება , ხოლო თავის მხრივ არც ჩემს შვილს უნდა კარიერის ტურინში გაგრძელება . მისით რამდენიმე კლუბია დაინტერესებული , რომლებთანაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს “ . ( გაგრძელება სრულაიდში )

გაგრძელება »