იტალიელებმა სლოვენია, კრასიჩმა კი ირლანდიელები დაამარცხეს

გუშინ, ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის C ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ბელგრადში ჩრდილო ირლანდიელებს უმასპინძლა და 2-1 სძლია, იტალიელებმა კი სტუმრად ლუბლიანაში, სლოვენიელებზე გაილაშქრეს, 1-0.

სერბებსა და ირლანდიელებს შორის მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რასაც ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე გარეთ მაკულის გოლი მოჰყვა.სერბებმა წონასწორობა 65 – ე წუთზე აღადგინეს, გოლი მარკო პანტელიჩის ანგარიშზეა.საყაიმო ანგარიშმა მხოლოდ 9 წუთს გასტანა, 74 – ე წუთზე ბრიტანელების კარი ზორან ტოსიჩმა დალაშქრა.რაც შეეხება მილოშ კრასიჩს, მან მოედანზე 86 წუთი დაჰყო, მატჩის მიწურულს კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მის ნაცვლად მოედანზე რადოსლავ პეტროვიჩი შემოვიდა.აღსანიშნავია, რომ 55 – ე წუთზე კრასიჩმა თავი ყვითელი ბარათითაც დაგვამახსოვრა. გაგრძელება »

აკუილანი : ” წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება იუვეში ”

სლოვენიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ , ბიანკონერის ნახევარმცველმა ალბერტო აკუილანიმ , ამ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა ტელეარხ Raisport 1 თან : ” სიმართლე გითხრათ არ ვიცი იყო თუ არა ეს საუკეთესო მატჩი , თუმცა პოზიტიური ძვრები შეინიშნება . კონცენტრირებულნი გავედით მოედანზე , რადგან კარგად გვესმოდა თუ ვის წინააღმდეგ გვიწევდა ასპარეზობა . მეტოქის დამარცხება სწორი ტაქტიკური გათვლების შედეგად მოვახერხეთ , აღსანიშნავია , რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვფლობდით და საკმაოდ წარმატებულადაც . საერთოდ , როდესაც მოედანზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს უშვებ , შედეგის მიღწევა ყოველთვის გიადვილდება . იცით რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო ? პარტნიორებს უნდა უბიძგო , რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გააკეთონ . იუვენტუსი ? სამწუხაროდ იქ არ მიდის საქმეები ისე როგორც აძურიში . ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს რატომ ? თუმცა , ამ ეტაპზე მსურს დავტკვე გამარჯვების მომენტით ” .

გაგრძელება »

დელ პიერო : ” მე ფეხბურთელი ვარ ”

მართალია სანაკრებო ბატალიების გამო , სერია ა-ში და სხვა წამყვან საკლუბო ჩემპიონატებში შესვენება გამოცხადდა , თუმცა ალესანდრო დელ პიერო ,  უკვე ეხლა იწყებს ფიქრს რომასთან დაპირისპირებაზე . კაპიტანი სპეციალური სტუმარი იყო გადაცემაში “Filo Diretto” , რომელიც ტელეარხ  Juventus Channel – ზე გადის … გაგრძელება »

სლოვენია 0-1 იტალია

სლოვენია : ს. ჰანდანოვიჩი , გრეკო ( ანდეიკოვიჩი 69 ‘ ) , ცესარი , სულერი , იოკიჩი , ბირსა ( ილიჩიჩი 74 ‘ ) , კორენი , რადოსავლევიჩი , კირმი , დედიჩი ( ლიუბიანკიჩი 56 ‘ ) , ნოვაკოვიჩი

იტალია : ბუფონი , მაჯიო , ბონუჩი , კიელინი , ბალძარეტი , აკუილანი , ტიაგო მოტა , მონტოლივო ( მარკიზიო  87 ‘ )  , პაცინი , კასანო ( როსი 74 ‘ )

გოლები : მოტა 73 ‘ ( 0-1 ) 

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ პრესტიჟული იტალიური სპორტული გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვა…

გაგრძელება »

კრასიჩი და იტალიელები სანაკრებო შეხვედრებს დღეს გამართავენ

ტურინის “იუვენტუსიდან”, ეროვნულ ნაკრებებში გამოძახებული შვიდივე ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე მატჩებს დღეს, 25 მარტს გამართავენ.იტალიელები – ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ლეონარდო ბონუჩი, კლაუდიო მარკიზიო, ალესანდრო მატრი, ალბერტო აკვილანი და სერბი მილოშ კრასიჩი ევროპის 2012 ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის C ჯგუფში იმყოფებიან.სერბები ბელგრადში, ჩრდილოეთ ირლანდიელებს უმასპინძლებენ, მატჩი თბილისის დროით 23:30 სთ-ზე დაიწყება, იტალიელები კი 23:45 სთ-ზე ლუბლიანაში ითამაშებენ, ადგილობრივი სლოვენიის წინააღმდეგ.

გაგრძელება »

Gazzetta : კონტე “იუვენტუსისთვის” საუკეთესო ვარიანტია

La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბებერი ქალბატონის მწვრთნელი, მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე ანტონიო კონტე გახდება.ყოფილმა ნახევარმცველმა “იუვენტუსთან” ერთად 13 დაუვიწყარი სეზონი გაატარა, ამ დროის განმავლობაში იგი გუნდის კაპიტანი და ერთ-ერთი ლიდერი იყო.რამდენიმე თვის წინ ყვითელი პრესა ბიანკონერებს ლუჩიანო სპალეტის უკავშირებდა, მაგრამ როგორც სჩანს, “რომას” ყოფილი მწვრთნელი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” დატოვებას არ აპირებს.კონტე კი, ამჟამად “სიენას” მთავარი მწვრთნელია და მისი გუნდი სერია B – ში საკმაოდ წარმატებულად გამოდის.ლუიჯი დელ ნერის მსგავსად, ახალგაზრდა სპეციალისტის გუნდები უმეტესად 4-4-2 ტაქტიკით თამაშობენ.

გაგრძელება »

ლეგროტალიე : “ეს უფლის ნება იყო”

ნიკოლა ლეგროტალიეს თქმით, მისი ტრანსფერი ტურინის “იუვენტუსიდან” “მილანში” უფლის ნება იყო.შეგახსენებთ, რომ ვეტერანმა მცველმა ბებერი ქალბატონი იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს, ანდრეა ბარძალის გუნდში მოსვლისთანავე დატოვა.“ჩემი მილანში ტრანსფერი, უფლის ნება იყო.ერთი ნაბიჯი მაკლდა და ჩეზენას ფეხბურთელი გავხდებოდი, მაგრამ სიჩქარეს ფიქრი ვამჯობინე.როცა ადრიანო გალიანის ზარი მივიღე მივხვდი, რომ იესოს სურდა, მილანში მეთამაშა.” გაგრძელება »

ბარძალი: ” სასწორზე ბევრი ქულა დევს “

ანდრეა ბარძალი “იუვენტუსს” სულ მცირე ხნის წინ შეუერთდა. იტალიელი მცველი “ბებერი ქალბატონი” რიგებში “ბუნდესლიგიდან” გადმობარგდა, დღეს კი sky sport -თან ინტერვიუში ტურინული გრანდის მომავალ დაპირისპირებებზე საუბრობს. ბარძალის თქმით, გუნდი დარჩენილ შეხვედრებში მაქსიმუმს გააკეთებს…
გაგრძელება »

აგენტი : “მსოფლიოში ბევრი ფანტაზიორია”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარე, ჯიჯი ბუფონი ბებერი ქალბატონის დატოვებას არ აპირებს.იტალიური პრესა ბოლო დღეებია მსოფლიოს ნომერ პირველ კიპერს, იტალიურ “რომას” უკავშირებს, მაგრამ ფეხბურთელის აგენტის, სილვანო მარტინას განცხადებით ეს მხოლოდ ფანტაზიის შედეგია.

“ბუფონი და რომა ? – ამ სიტყვებში სიმართლის მარცვალსაც ვერ ვხედავ.უბრალოდ, მსოფლიოში ბევრი ფანტაზიორია, ისინი ნებისმიერ ჭორს პრობლემების გარეშე ავრცელებენ.ჯიჯიმ უკვე 200 – ჯერ განაცხადა, რომ ტურინში რჩება.მას გუნდთან კონტრაქტი კიდევ 2 წლინახევრით აკავშირებს.”

გაგრძელება »