ბონუჩი : “გულშემატკივრები წარმატებას იმსახურებენ”

ტურინის “იუვენტუსის” ცენტრალური მცველი, ლეონარდო ბონუჩი მოხარულია “ბრეშიას” წინააღმდეგ მოპოვებული გამარჯვებით და გულშემატკივრებს სამომავლო წარმატებებს ჰპირდება : “გამარჯვება – კარგის ნიშანია.წარუმატებელი პერიოდის შემდეგ ეს სამი ქულა გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.”იუვენტუსის” გულშემატკივრები იმაზე მეტს იმსახურებენ, ვიდრე გუნდს ახლა აქვს მიღწეული.”

“მიმდინარე სეზონი იუვენტუსისთვის საკმაოდ კარგად დაიწყო, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ კრიზისი ასე მოულოდნელად დაგვატყდებოდა თავს.ახლა დარჩენილი მატჩების იმედად ვართ, მომავალი იუვესთვის ეს რეზულტატები აუცილებელია.”

გაგრძელება »

ჩიროს შეგირდებმა შვედეთი დაამარცხეს

იტალიის U21 ეროვნულმა ნაკრებმა, გუშინ ღამით შვედი თანატოლები დამსახურებულად დაამარცხეს.თურქეთისა და ინგლისის ნაკრებების დამარცხების შემდეგ, ჩირო ფერარას შეგირდებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს.მატჩის პირველი ნახევარი ლურჯებმა 2-0 მოიგეს, გოლები “ემპოლის” ნახევარმცველმა, დიეგო ფაბრინიმ და “ჯენოას” ფორვარდმა, ალბერტო პალოსკიმ გაიტანეს.მეორე ტაიმში იტალიელთა უპირატესობა მესამე გოლით “მანჩესტერ იუნაიტედის” ახალგაზრდა შემტევმა, ფედერიკო მაკედამ გაამყარა.შვედების მხრიდან, პრესტიჟის გოლის გატანა ლარსონმა მოახერხა.

გაგრძელება »

მენეზ, წა(მო)დი !

La Gazzetta Dello Sport – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს ბებერი ქალბატონის ერთ-ერთი უმთავრესი სამიზნე ფრანგი შემტევი, ჟერემი მენეზი იქნება.23 წლის ფეხბურთელი ამჟამად დედაქალაქური “რომას” ღირსებას იცავს, მაგრამ ყვითელი პრესის ინფორმაციით, სეზონის ბოლოს ჯილიაროსის დატოვებს.რომაულ გუნდთან მენეზს კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, სარფიანი შემოთავაზების შემთხვევაში კი, ხელშეკრულების დარღვევაზე ალბათ არც რომაელები იტყვიან უარს.

გაგრძელება »

ფარფანი: ” ივნისში იტალიას მივაშურებ “

ჩვენი საიტის მეშვეობით უკვე გაიგეთ “იუვენტუსის” ჯეფერსონ ფარფანისადმი ინტერესის შესაძლო არსებობის შესახებ, ახლა კი თავად პერუელი ფორვარდიც ალაპარაკდა. “შალკეს” ბომბარდირის თქმით, მომავალ ივნისს ის იტალიას მიაშურებს: ” გადაწყვეტილება მივიღე, “შალკეს” ივნისში დავტოვებ. საკუთარ კარიერაში პროგრესის მიზნით, იტალიაში გადავბარგდები. იანვარში მადრიდის “ატლეტიკოში” გადასვლასთან ახლოს ვიყავი, მაგრამ ხელმძღვანელობამ არ გამიშვა და ტრანსფერიც ამიტომ ჩაიშალა. ” -გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფარფანის კანდიდატურით ერთდროულად რამდენიმე იტალიური გუნდი ინტერესდება. ეს ჭორი აგენტმაც დაადასტურა, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას კი, როგორც ჩანს, სეზონის დასრულებამდე არ უნდა ველოდეთ. გაგრძელება »

მელო : ” დიდ კლუბში ვთამაშობ ”

გულშემატკივრებს , რომლებსაც “Juventus Member” – ის ბარათები გააჩნიათ , მიეცათ საშუალება ვიდეო ჩეთის საშუალებით , ფელიპე მელოს გასაუბრებოდნენ … გაგრძელება »

აგენტი : ” იაკინტა ყველაზე აქტიური ფორვარდი იყო იუვეში ”

ბოლო პერიოდში ვინჩენცო იაკინტას ბევრს აკრიტიკებენ . მთავარი მიზეზი გახლავთ ის , რომ მსოფლიოს 2006 წლის ჩემპიონი ძირითად დროს ტრავმის მოშუშებას უთმობს , ვიდრე მოედანზე ასპარეზობას . ამის გამო მისი საფეხბურთო აგენტი იძულებულია დაიცვას იგი : ” როდესაც ვინჩენცო ფორმაში იყო , ის ძირითად შემთხვევაში ჯოკერის როლს ასრულებდა გუნდისთვის . სამწუხაროა , რომ ბოლო პერიოდში მას  ხშირი ტრავმიანობის გამო , არ ეძლევა თავის გამოჩენის საშუალება . არადა იყო დრო , როდესაც იგი  ყველაზე აქტიური ფორვარდი იყო ბიანკონერიში “ . გაგრძელება »

დაუვიწყარი საღამო ლეგენდების შესრულებით

შეუძლებელია დაივიწყო ზინედინ ზიდანის საოცარი თამაში, ფლანგზე მოთამაშე პაველ ნედვედი, ცენტრის მეფე ედგარ დავიდსი და უკვე ვეტერანი, გოლის გასატანად მებრძოლი ჯანლუკა ვიალი.გუშინ, ბებერი ქალბატონის გულშემატკივრებს შანსი ჰქონდათ კიდევ ერთხელ ეხილათ დიდი ლეგენდების მატჩი.“Derby Slancio di vita” “იუვესა” და “ტორინოს” შესრულებით.საქველმოქმედო მატჩიდან 230 ათასი ევრო შემოვიდა, ერთგულ გულშემატკივრებს კი ეს საღამო არასდროს დაავიწყდებათ.

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( სანტონი )

ბებერი ქალბატონი დევიდე სანტონის დამატებას გეგმავს.ტურინელები იტალიელ მცველს დიდი ხანია აკვირდებიან, ზაფხულში კი მის შეძენას აპირებენ.სანტონი ამჟამად “ჩეზენაშია” განათხოვრებული, მისი უფლებათა პაკეტი მილანის “ინტერს” ეკუთვნის.ნერიაძურიში წარუმატებელი სეზონის შემდეგ სანტონი “ჩეზენაში” გამოდის, შავ-ლურჯებმა კი მის სანაცვლოდ იუტო ნაგატომო აიყვანეს არენდით.

ივნისში დევიდე მილანურ გრანდში დაბრუნდება, მაგრამ, სავარაუდოდ მალევე დატოვებს ნერიაძურის.ცოტა ხნის წინ იტალიური პრესა სანტონი – ფელიპე მელოს ბარტერს წინასწარმეტყველებდა, მაგრამ მაროტა ამგვარი ნაბიჯის გადადგმას არ აპირებს.

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორები ( ლუკასი, ნეიმარი )

ბრაზილიელი ვუნდერკინდი, ლუკას როდრიგეს და სილვა ბებერი ქალბატონის ინტერესის სფეროში მოექცა.ბრაზილიელი ფეხბურთელი ადგილობრივ “სან პაოლოში” გამოდის და Tuttosport – ის ინფორმაციით, საკმაოდ წარმატებულ სეზონსაც ატარებს.ბიანკონერები ნახევარდაცვის გაძლიერებას გეგმავენ, ახალგაზრდა ფეხბურთელების შეძენა კი ჯუზეპე მაროტას მთავარი მიზანია.18 წლის ლუკასი ტურინელებისთვის მართლაც სამომავლო გაძლიერება იქნება.აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა ფეხბურთელი სელესაოს ეროვნულ ნაკრებშიც გამოიძახეს, შოტლანდიასთან მატჩზე, ამიტომ ტურინელი სკაუტები ემირატებზე სტუმრობას უეჭველად აპირებენ, რათა მომავალი ვარსკვლავის თამაშს ადევნონ თვალი.შემტევი ნახევარმცველი “სან პაოლოს” აღზრდილია, ბრაზილიის U20 ნაკრებში როდრიგესმა შესანიშნავი შთაბეჭდილება დატოვა.ბრაზილიისა და შოტლანდიის მატჩზე ტურინელები არა მხოლოდ ლუკასის თამაშს შეაფასებენ, მათი დაკვირვების ობიექტი კიდევ ერთი ბრაზილიელი ტალანტი, “სანტოსის” ფორვარდი, ნეიმარი იქნება.

გაგრძელება »

ლიპი: “დავბრუნდებოდი იუვენტუსში თუ ამის რაიმე მოტივაცია მექნებოდა”

იუვენტუსის ყოფილი მწვრთნელი მარჩელო ლიპი უარყოფს ხმებს იმის შესახებ, რომ თითქოს მას აქვს სურვილი ისევ გახდეს „იუვეს” მწვრთნელი. მიუხედავად ამისა, ლიპის აქვს სურვილი გააგრძელოს სამწვრთნელო კარიერა, მაგრამ არა იტალიაში. გაგრძელება »