ჯუზეპე როსის აგენტი: შემოთავაზება მიღებულია „იუვენტუსისგან“ “

„იუვენტუსი“ დაინტერესებულია ესპანური „ვილიარეალის“ იტალიელი ფორვარდით – ჯუზეპე როსით. ამის შესახებ ცნობები გაავრცელა ფეხბურთელის აგენტმა – ფედერიკო პასტორელომ. იტალიის ნაკრების 24 წლის ფეხბურთელი საუკეთესო სეზონს ატარებს ესპანეთში. მან 15 გოლის გატანა მოახერხა პრიმერა დივიზიონში „ვილიარეალის“ შემადგენლობაში. გაგრძელება »

დელ ნერი ტაქტიკებს ამუშავებს

დღეს ვინოვოში სპეციალურად ტაქტიკური სამუშაოებისადმი მიძღვნილი ვარჯიში გაიმართა. სანაკრებო შეკრებაზე გამოძახებული 8 ფეხბურთელის გარეშე დარჩენილი “იუვენტუსი”, პრიმავერასათვის განკუთვნილ მოედანზე ირჯებოდა. დელ ნერის შეგირდებმა ყურადღება ბურთთან და უბურთოდ მოძრაობაზე გაამახვილეს. შეკრება დროზე ადრე ხორხე  მარტინესმა დატოვა. ფეხბურთელმა მარცხენა მარძაყის კუნთში ტკივილები იგრძნო. მისი მდგომარეობა ხვალ შეფასდება. ინდივიდუალურად ფილიპე მელო და პაოლო დე ჩელიე ვარჯიშობდნენ. ორივე ფეხბურთელი ტრავმისშემდგომ რეაბილიტაციას გადის. გაგრძელება »

ანდრეა ანიელი – 2010 წლიდან იუვეს პრეზიდენტი

ანდრეა ანიელი დაიბადა 1975 წლის 6 დეკემბერს, ქალაქ ტურინში. ის არის იტალიელი ბიზნესმენი, დღესდღეობით საფეხბურთო კლუბ ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტი. ასევე კომპანია „FIAT”-ის და „EXOR“-ის გუნდის წევრი. ანდრეა „იუვენტუსის“ ყოფილი პრეზიდენტის, ჯანი ანიელის ძმის – უმბერტო ანიელის – ვაჟი და ანიელების გვარის უკანასკნელი მამრობითი სქესის წარმომადგენელი, შესაბამისად კი მემკვიდრეა.

გაგრძელება »

ზიდანი : “ანდრეას ყველაფერი გამოუვა”

გუშინ გამართულ საქველმოქმედო მატჩში, მონაწილეობა ბებერი ქალბატონის ლეგენდამ, ზინედინ ზიდანმაც მიიღო, რომელმაც მატჩის შემდეგ იტალიურ პრესასთან საუბარში “იუვენტუსზე” ისაუბრა : “ძალიან მიჭირს, ასეთ იუვენტუსზე თვალის დევნება.იუვენტუსი – ეს ის გუნდია, რომელიც მუდმივად გამარჯვების გზას ადგას, მაგრამ ახლა წარუმატებელი პერიოდის დაძლევას დრო სჭირდება.ანიელი, წარმატების გარანტია, იმედი მაქვს, მას ყველაფერი გამოუვა.იხილეთ ალესანდრო დელ პიეროს გოლი გასულ უიქენდზე ? – საოცარია, ალე ამ ასაკშიც, უმაღლეს დონეზე ატარებს მატჩებს.სატრანსფერო რჩევა იუვეს ? – არ ვიცი, ედენ ჰაზარდი დიდი მომავლის მქონე მოთამაშეა, მაგრამ რამდენად გახდება იგი ახალი ზიდანი, ძნელი სათქმელია.უყურადღებოდ არ უნდა დარჩეს არც მენეზი, იგი შესანიშნავი გაძლიერება იქნებოდა.დაბრუნება მენეჯერად ? – არასდროს თქვა არასდროს.თუ შენ იუვეში თამაშობდი, ამ გუნდის ერთგული მუდამ იქნები.”

გაგრძელება »

აგენტი : “ილილიჩი ბავშვობიდან იუვეს გულშემატკივარია”

“პალერმოს” ამომავალი ვარსკვლავის, იოსიპ ილილიჩის პირადი აგენტის განცხადებით, სლოვენიელი ფეხბურთელი ბავშვობაში ბებერი ქალბატონის დიდი გულშემატკივარი გახლდათ.ამირ რუზნიჩი, იტალიურ პრესასთან საუბარში აცხადებს : “ილილიჩი იუვეში ? – მან ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ ბავშვობაში ბიანკონერების გულშემატკივარი იყო.ამით არაფრის თქმას არ ვცდილობ, რადგან ჩემი კლიენტი სიცილიის დატოვებას არ აპირებს.ვერ ვხედავ ვერანაირ მიზეზს, რატომ უნდა იყოს იოსიპი უკმაყოფილო, ჯერჯერობით, ფეხბურთელი დიდ გუნდში გადასვლას არ ჩქარობს.”

გაგრძელება »

“იუვენტუსი” 2-2 “ტორინო” ( ვიდეო მიმოხილვა )

გთავაზობთ, საქველმოქმედო ტურინული დერბის ვიდეო მიმოხილვას, “იუვენტუსსა” და “ტორინოს” შორის.შეხვედრა ფრედ, 2-2 დასრულდა.

გაგრძელება »

ჯანი ანიელის ვაჟი – ედოარდო ანიელი

1997 წლის 13 დეკემბერს გარდაიცვალა ჯანი ანიელის ძმიშვილი – უმბერტო ანიელის ვაჟი – ჯოვანი, ფიატის იმპერიის მომავალი მემკვიდრე, ის 33 წლისა იმსხვერპლა კიბომ. 2000 წლის 15 ნოემბერს კი ჯანი ანიელის შვილი, ედოარდო იპოვეს მკვდარი ტურინ-სავონას გზაზე, 80 მეტრი სიმაღლის ხიდის ძირში.

გაგრძელება »

პრანდელის შეგირდები U18 ნაკრებს გაეჯიბრნენ

რიკარდო მონტოლივო, სებასტიან ჯოვინკო, ანტონიო კასანო და ალბერტო ჯილარდინო – ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებმაც სკუადრა აძურასა და U18 ნაკრების სატესტო მატჩზე თავი გოლებით დაგვამახსოვრეს.

გაგრძელება »

დღეს ტურინში დიდი ზეიმია !!! იუვენტუსი – ტორინო !!!

დღეს ტურინში , სტადიო ოლიმპიკოზე დერბი დაბრუნდება და თან როგორი !!!  მოედანზე ორივე კლუბის შემადგენლობიდან , წარსულში ცნობილი ფეხბრუთელები გამოვლენ . ყველაფერთან ერთად ეს საქველმოქმედო დატვირთვის მატჩია , სადაც შემოსული თანხა , სხვადასხვა სიმძიმის სკლეროზით დაავადებული ადამიანთა დახმარების  ფონდს გადაერიცხება . შეხვედრის დაწყებამდე , მოედანზე ბიანკონერის  ლეგენდა ჯამპიერო ბონიპერტი გამოვა , რომელმაც 15 სეზონის განმავლობაში დაიცვა იუვეს ღირსება და საერთო ჯამში 444 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ასევე იმ ლეგენდარული ტორინოს ფეხბურთელი საურო ტომა – მცველი , რომელიც მხოლოდ შემთხვევით არ მოხვდა თვითფრინავზე , რომელმაც მისი პარტნიორები იმსხვერპლა …  გაგრძელება »

კვალიარელა : “დაბრუნება და თამაში მსურს”

6 იანვარს მიღებული ტრავმის შემდეგ, ფაბიო კვალიარელა მწვანე მინდორზე არ გამოჩენილა.იტალიელი ფეხბურთელი, უკვე რამდენიმე თვეა ჯვარედინა მყესების წყვეტით მიღებულ მძიმე ტრავმას იშუშებს, დღეს კი, როგორც ცნობილი გახდა, გამოჯანმრთელების ბოლო ფაზამ აიღო სტარტი.ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში, ბიანკონერების ბომბარდირი აცხადებს : “ბედნიერი ვარ, რადგან მოედანზე დაბრუნება უფრო და უფრო ახლოვდება.მუხლი ნელ-ნელა წესრიგში დგება და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს.მოუთმენლად ველი წუთს, როცა მწვანე მინდორზე გავირბენ, ჰაერზე, ბურთთან ერთად.”

გაგრძელება »