ბუფონი : “უმაღლეს დონეზე თამაში კიდევ 4 წელი შემიძლია”

ტურინის “იუვენტუსის” მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა Goal.com – თან მიცემულ ინტერვიუში საკმაოდ საინტერესო თემებზე ისაუბრა.

გაგრძელება »

ვიდალი : “იუვენტუსი ძალიან მიყვარს”

არტურო ვიდალი კარიერას ტურინის “იუვენტუსში” განაგრძობს – ფაქტიურად გადაწყვეტილია.მხარეებს შორის აქტიური მოლაპარაკებები რომ მიმდინარეობს, ამას ფეხბურთელის აგენტიც და ლევერკუზენის “ბაიერის” წარმომადგენელიც ადასტურებს.Goal.com – თან ინტერვიუში, საკუთარ მომავალზე თავად ჩილელი ნახევარმცველი, არტურო ვიდალი საუბრობს : “ჩემი აგენტი იუვენტუსთან მოლაპარაკებებს აწარმოებს, კლუბთან, რომელიც ძალიან მიყვარს.ფერნანდო ფასილევიჩისგან სულ მალე შევიტყობ, რა შემოთავაზება აქვს ტურინულ გრანდს.ვთვლი თუ არა თავს უკვე იუვეს ფეხბურთელად ? – უკვე გითხარით, რომ ტრანსფერზე აგენტები მუშაობენ.დიდ გუნდში გადასვლა იმ პერიოდს მახსენებს, როცა კოლო-კოლოდან ლევერკუზენში გადმოვბარგდი, ეს ჩემი კარიერის მნიშვნელოვანი პერიოდია.წელს გერმანიაში დარჩენის შემთხვევაში, მომავალ წელს თავისუფალი აგენტის სტატუსს მივიღებ და ნებისმიერ გუნდს უფასოდ შევუერთდები.ვნახოთ, რა მოხდება უახლოეს საათებში.კარგი ინფორმაციის მოლოდინში ვარ.”

გაგრძელება »

კასერესი შესაძლოა ტურინში დაბრუნდეს

ტურინის ” იუვენტუსის ” გულშემატკივრებს , არცთუ ისე სასიამოვნოდ გაახსენდებათ 2009/10 სეზონი , თუმცა მარტინ კასერესის კარგი ასპარეზობა ნამდვილად ახსოვთ . შესაძლოა , მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში , ურუგვაელი ფეხბურთელი ტურინში დაბრუნდეს .  გასულ წელს , როდესაც იტალიის 29 გზის ჩემპიონის რიგებში , ჯუზეპე მაროტა გამოჩნდა , მან არ ისარგებლა კასერესის გამოსყიდვის უფლებით , რადგან გარდა იმისა , რომ ბარსელონა საკმაოდ ძვირად აფასებდა სამხრეთ ამერიკელს , მარტინს ტრავმებიც ხშირად აწუხებდა . თუმცა  , დღეისათვის სიტუაცია თითქოს შეიცვალა . ურუგვაის ნაკრები შთამბეჭდავად ასპარეზობს კოპა ამერიკას ტურნირზე , ხოლო კასერესი ერთ ერთი საუკეთესოა მოედანზე . მაროტას მხრიდან მისი ტურინში დაბრუნება , კონტეს საშუალებას მიცემდა გარკვეული ვარიაციები განეხორციელებინა დაცვის ხაზში . გასული სეზონი , ბარსელონას ექს მოთამაშემ , სევილიაში გაატარა , სადაც 25 შეხვედრაში ერთი გოლის გატანაც მოახერხა .

გაგრძელება »

იტალიური პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის დღევანდელი მიმოხილვა …

გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( ფელიპე მელო )

პაულო რიკარდის განცხადებით , რომელიც ფელიპე მელოს ერთ ერთი საფეხბურთო აგენტია , ამბობს , რომ მის კლიენტს ბრაზილიაში სურს დაბრუნება : ” მელოსთვის ამ ეტაპზე პრიორიტეტულია სამშობლოში დაბრუნება . დიახ , ტურინში მას საკმაოდ მაღალი ანაზღაურება აქვს , მაგრამ ფელიპე მზად არის მსხვერპლი გაიღოს ბრაზილიაში დაბრუნებისთვის . დაინტერესებული კლუბები ? პირველ რიგში ” პალმეირასი ” , რომელსაც ფელიპე სკოლარი წვრთნის . მეორე ვარიანტი გახლავთ ” სან პაულო ” , რომელსაც არაჩვეულებრივი სტრუქტურა გააჩნია . სხვათაშორის მათ უკვე მოგვმართეს საკმაოდ საინტერესო წინადადებით “ .

გაგრძელება »

როსი : “ვილიარეალთან ერთად წარმატებას მინდა მივაღწიო”

ბოლო დღეებია “ვილიარეალის” ფორვარდს, ჯუზეპე როსის საფეხბურთო მომავალს ტურინის “იუვენტუსს” უკავშირებენ.ბიანკონერებსა და ესპანელებს შორის კავშირი ფეხბურთელის აგენტმა, ფედერიკო პასტორელომაც დაადასტურა.24 წლის როსი კატალონიის “ბარსელონაში” გადასვლასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ როგორც სჩანს, პეპ გვარდიოლამ საბოლოოდ ჯუზეპეს ტრანსფერზე უარი განაცხადა.Tuttosport.com – თან საუბარში ესპანეთიდან შესაძლო გადაბარგებაზე დღეს თავად ფორვარდმა ისაუბრა : “მინდა ჩემი კლუბისთვის მაქსიმუმი გავიღო და ახლა მხოლოდ ამაზე ვფიქრობ.ძალიან მოტივირებული ვარ, მოუთმენლად ველი სეზონის დაწყებას.ეს წელი ჩვენთვის წარმატებული იქნება.იუვენტუსის დაინტერესების შესახებ გაზეთებიდან შევიტყვე, მაგრამ არდადეგების დროს ფეხბურთზე არ ვფიქრობდი.ვილიარელიდან წასვლაზე არ ვფიქრობ, მინდა ან გუნდთან ერთად წარმატებას მივაღწიო.”

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( ვიდალი )

ჩილეს ეროვნული ნაკრების დრო კოპა ამერიკაზე ოფიციალურად გუშინ გვიან ღამით ამოიწურა, მას შემდეგ, რაც ჩილელები ვენესუელის გუნდთან 1/4 ფინალში 2-1 დამარცხდნენ.მსოფლიო პრესაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამერიკის პირველობაზე გამოსვლის დასრულებისთანავე ლევერკუზენის “ბაიერნის” ნახევარმცველი, არტურო ვიდალი ტურინის “იუვენტუსს” მიაშურებდა.24 წლის ნახევარმცველის ბებერ ქალბატონთან კავშირს ახლა თვით გერმანული კლუბის წარმომადგენელი, ენდი ჰოლსჰაუზერი ადასტურებს : “შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ იუვენტუსთან მოლაპარაკებებს ვიდალის თაობაზე მართლაც ვაწარმოებთ.ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ჩილელი მომავალ სეზონს ბუნდესლიგაში არ გაატარებს”.გარდა ტურინული გრანდისა, ვიდალის უფლებათა პაკეტით მიუნხენის “ბავარიაც” იყო დაინტერესებული, მაგრამ ლევერკუზენელებს არ სურთ მოლაპარაკებები ბუნდესლიგის კლუბთან აწარმოონ.”კოლო-კოლოს” ყოფილ ფეხბურთელს “ბაიერთან” კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება, ამიტომ გერმანელები მის გაყიდვას მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში აპირებენ.შუახაზელის სანაცვლოდ ჯუზეპე მაროტა 15 მილიონს გადაიხდის.

გაგრძელება »

ოფიციალურად : 2006 წლის სკუდეტო ინტერს დარჩა

2006 წლის სკუდეტოს მფლობელი ,  კვლავინდებურად მილანის ” ინტერი ” იქნება . ფედერაციული საბჭო  , რომელიც რომში შეიკრიბა ამბობს : ” იურიდიული სამხილების , არ არსებობის გამო , 2006 წლის  სკუდეტოს მფლობელი უცვლელია ” . გადაწყვეტილება ფაქტიურად ერთ ხმად იქნა მიღებული , მხოლოდ ორმა წევრმა შეიკავა თავი საკუთარი აზრის დაფიქსირებისგან .

როგორც უკვე ითქვა , იმ შემთხვევაში თუ იტალიის ფეხბურთის ფედერაცია , არ დააკმაყოფილებდა იუვენტუსის პოზიციას , ტურინელები აპელიაციას იტალიის ნაციონალურ ოლიმპიურ კომიტეტში შეიტანდნენ . უკანასკნელი მოვლენების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ , ანდრეა ანიელი უახლოეს დღეებში სწორედ ამ გზას მიმართავს . მისი სიტყვებით  : ” იუვენტუსი ბოლომდე იბრძოლებს , სამართლიანობის აღსადგებად და თუ იფფ ვერ უზრუნველყოფს ამას , ჩვენ გაცილებით სერიოზულ ნაბიჯებს გადავდგამთ .

გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება ( როსი )

ჯუზეპე როსის ტრანსფერი , ტურინის ” იუვენტუსში ” შესაძლოა მიმდინარე კვირის განმავლობაში განხორციელდეს . ”  ბიანკონერის მხრიდან მცირე დათმობაზე წასვლაა აუცილებელი და ვიალიარეალი , ყოველგვარი დაყოვნების გარეშე შეელევა როსის ” – განაცხადა იტალიელი ფორვარდის აგენტმა . ” მიმდინარე კვირაში არაერთი ხმაურიანი გარიგება განხორციელდება და შესაძლოა მათ რიცხვში ჯუზეპეს ტრანსფერიც შევიდეს ”  – განაგრძო საუბარი ფედერიკო პასტორელომ Sky Sport 24 – ის წარმომადგენლებთან . ” ვფიქრობ , ვილიარეალმა სწორად შეაფასა როსი , ახლა კი ჯერი იუვეზეა , მათ უნდა დაამტკიცონ  რომ რეალურად სურთ ჩემი კლიენტის საკუთარ რიგებში ხილვა . განვმეორდები , მოლაპარაკებების დასრულებას წინ , დიდი დრო არ უდგას , უბრალოდ მაროტამ სწორი შეთავაზებით უნდა მიმართოს ესპანურ კლუბს . რაც შეეხება როსის , ის თავს მშვიდად გრძნობს და ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას . იმ შემთხვევაში , თუ კარიერის გაგრძელება ვილიარეალში მოუწევს , იგი შეეგუება ამ აზრს , რადგან ესპანეთში თავს კომფორტულად გრძნობს  “ . იტალიური პრესის განცხადებით , ვილიარეალი როსის სანაცვლოდ 27 მილიონ ევროს ითხოვს .

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი ( ტიაგო )

ესპანური გამოცემა As – ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ტურინის “იუვენტუსმა” ტიაგო კარდოსო მენდეშთან არსებული კონტრაქტის გაწყვეტა გადაწყვიტა, რის შედეგადაც პორტუგალიელი ნახევარმცველი მადრიდის “ატლეტიკოს” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.აქამდე ჯუზეპე მაროტა ტიაგოს უფლებათა პაკეტის გასხვისებას არ ჩქარობდა, რადგან სურდა იგი სერხიო აგუეროს ტრანსფერში გამოეყენებინა, მაგრამ მას შემდეგ, რაც არგენტინელმა საკუთარი აზრი ღიად დააფიქსირა, პორტუგალიელის კონტრაქტი გაწყვეტილ იქნა.ტიაგო უკვე 18 თვეა არენდის წესით თამაშობს მადრიდულ კლუბში და როგორც მოსალოდნელია, იგი კიდევ რამდენიმე წელი ითამაშებს ესპანეთში.შუახაზელი პრიმერა დივიზიონში 2010 წლის იანვრიდან გამოდის, 2009/10 სეზონის მეორე ნახევარი მან მართლაც წარმატებულად ჩაატარა, 2010/11 სეზონის დასაწყისში კი არენდის ხელშეკრულება კიდევ ერთი წლით გახანგრძლივდა.

გაგრძელება »