ტიფოზები დელ ნერის წინააღმდეგ

მიუხედავად იმისა, რომ გუნდმა საშინაო მატჩში მოიგო, “სტადიო ოლიმპიკოზე” დაძაბულობა მაინც იყო. ტიფოზები სექტორიდან curva sud მაინც ამჟღავნებდნენ თავიანთ დამოკიდებულობას დელ ნერის მიმართ. “წადი”, “მეტი პატივისცემა ჩვენდამი”, “რანიერი, ფერარა, ძაკერონი, დელ ნერი: დღეს და როგორც გუშინ, არაკომპეტენტური ხელმძღვანელობა, არანაირი კონკურენტუნარობა”– ასეთი სიტყვებით იყო სიმღერები და ბანერები. საერთო ჯამში მძიმე სიტუაციაა ტურინში. უკვე ფეხბურთელების მიმართაც გააკეთეს ლოზუნგები.” თქვენ არ ხართ ამ მაისურს ღირსნი“. ამ ყველაფერს მხოლოდ: მოჯის, ნედვედის და ტრეზეგეს სახელები აკლდა. გაგრძელება »

აკუილანი:”საჭირო სამი ქულა”

“ჩვენ სამი ქულა ჰაერივით გვჭირდებოდა, რადგანაც მიმე პერიოდს განვიცდით, რომლის მიზეზი არ მოიძებნა და ახსნა განმარტებას არ დაექვემდებარება. აწი გავაგრძელებთ ჩვენი ფეხბურთის თამაშს. მომავალი თამაში დედაქალაქელების წინააღმდეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან აქ მე ავიდგი ფეხი დიდი ფეხბურთისაკენ. მაგრამ ჩემი მთავარი მიზანი “იუვენტუსია” და ჩემს თანაგუნდელებთან ერთად შევეცდები საუკეთესო თამაში ვაჩვენო.” – განაცხადა იტალიელმა თამაშის შემდეგ. გაგრძელება »

იუვენტუსი 2:1 ბრეშია(ფოტო მიმოხილვა)

წარმოგიდგენთ დღევანდელი თამაშის ფოტო კოლაჟს… გაგრძელება »

იუვენტუსი 2-1 ბრეშია დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი

წარუმატებელი სერიის შემდეგ , გუნდმა როგორც იქნა მიაღწია სასურველ შედეგს , რამაც მთავარ მწვრთნელს მისცა საშუალება , მშვიდ ატმოსფეროში ესაუბრა ბრეშასთან დაპირისპირების დეტალებზე : ” ბოლო მატჩებში , ნაპოლისთან და ინტერთან , ისინი საკმაოდ კარგად გამოიყურებოდნენ . დღევანდელ შეხვედრაში კი მათთვის ფაქტიურად არაფრის საშუალება არ მიგვიცია , გოლი რომელიც გაიტანს  ,  ჩვენი შეცდომის შედეგად დაიბადა . კარგი მატჩი ჩავატარეთ , არაერთი საგოლე მომენტი შევქმენით , ანგარიში კი დელ პიეროს უმაღლესი საფეხბურთო კლასის ხარჯზე წავიყვანეთ ” გაგრძელება »

იუვენტუსი 2-1 ბრეშია კრასიჩის მატჩისშემდგომი კომენტარი

შესაძლოა ეს უბრალოდ დამთხვევაა და მეტი არაფერი , თუმცა ფაქტია , რომ როდესაც კრასიჩს გოლი გააქვს , იმ მატჩს იუვენტუსი აუცილებლად გამარჯვებით ასრულებს . კალიარის , ჯენოას და ლაციოს , ეხლა ბრეშიაც მიემატა : ” აუცილებელი იყო დღევანდელ მატჩში გამარჯვების მოპოვება , რადგან ეს ნეგატიური პერიოდი დავიწყებას მიცემოდა . მოპოვებულმა სამმა ქულამ , ბიძგი უნდა მოგვცეს , რომ სეზონი მაჟორულ ნოტაზე დავასრულოთ . ბედნიერი ვარ გატანილი ბურთით , ეს ძალიან მაკლდა ბოლო პერიოდში . თუმცა , ყველაზე მთავარი დღეს იუვენტუსის გამარჯვება იყო ” . გაგრძელება »

ინგლისური პრესა ბერბატოვსა და “იუვენტუსს” შორის კავშირზე საუბრობს

როგორც ინგლისური პრესა იუწყება, ბერბატოვის შეძენეთი ბებერი ქალბატონი არის დაინტერესებული. პირველი ცნობარი ამ საკითხთან დაკავშირებით გუშინ, 19 მარტს გამოჩნდა. როგორც ბრიტანული გამომცემლობა The Sun იუწყება, ბერბატოვს გუნდში დისკომფორტი აქვს, რადგანაც ფერგიუსონი ჩიჩარიტოს უფრო წინ აყენებს. მისი სატრანსფერო ფასი დაახლოებით 10 მილიონს შეადგენს. უკვე დღეს კი გახდა ცნობილი, რომ ბერბატოვი ახალ კონტრაქტს ითხოვს, აქვეყნებს The News of the World, 30 წლის ბულგარელს გუნდთან კონტრაქტი 2012 წელს უმთავრდება. გაგრძელება »

იუვენტუსი 2-1 ბრეშია დელ პიეროს მატჩისშემდგომი კომენტარი

ორი აზრი არაა , რომ დღევანდელ შეხვედრაში , ტურინელთა რიგებიდან გამორჩეული ალესანდრო დელ პიერო იყო , რომელმაც 182 გოლი გაიტანა სერია ა-ში და გამარჯვება მოაპოვებინა საკუთარ გუნდს , ბრეშასთან დაპირისპირებაში : ” ჰაერივით გვესაჭიროებოდა ეს გამარჯვება , ენთუზიაზმი , დაძაბული ატმოსფერო და ადრენილი , სწორედ ამისკენ გვიბიძგებდნენ . მატჩის მიწურულს , როდესაც მოედანზე უკვე აღარ ვიმყოფებოდი , ყველანაირად ვცდილობდი პარტნიორების გამხნევებას  და  დახმარებას . ბანერები , რომლებიც ჩემმა მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა გამოფინეს , იღბლიანი აღმოჩნდა . იმედი მაქვს , ეს გოლი დაგვეხმარება კრიზის დაძლევაში  “ – განაცხადა გუნდის უბერებლმა კაპიტანმა ტელეარხ Sky – სთან საუბარში . გაგრძელება »

აგენტი:”დელ პიეროს მე ვურჩიე ეთამაშა ფორვარდად”

ალესანდრო დელ პიეროს აგენტმა, კლაუდიო პასკუალიმ განაცხადა თუ როგორ დაეხმარა დელ პიეროს კარიერის დასაწყისში.
” მე მუდმივად ვეუბნებოდი დელ პიეროს, რომ თავისი თავისთვის დაეჯერებინა, რომ ის თავდამსხმელი იყო. მუდამ იმას ვუმეორებდი , რომ ყველასთვის არ ესმინა, მაგალითად საკისათვის, რომელსაც მისი ნახვა ნახევარმცველის პოზიციაზე სურდა,”– განაცხადა პასკუალიმ.  ასევე პასკუალიმ დელ პიეროზე აგორებულ  ჭორებზეც ისაუბრა , კერძოდ კი მის მიერ გამოყნებეულ დოპინგზე, რომელსაც იმჟამინდელი “რომას” მწვრთნელი,  ზემანი ამტკიცებდა. “ბევრი საუბარი იყო დელ პიეროს ფიგურაზე. ყველაფერი მარტივად არის. ის გუნდთან ვარჯიშების გარდა, მარტოდაც ვარჯიშობდა.” – დაამთავრა პასკუალიმ. გაგრძელება »

იუვენტუსი 2-1 ბრეშია

იუვენტუსი : ბუფონი , სორენსენი , ბონუჩი , კიელინი , ტრაორე ( ბარძალი 66 ‘ ) , კრასიჩი , მარკიზიო , აკუილანი , პეპე , დელ პიერო ( მარტინესი 87 ‘ ) , მატრი ( ტონი 81 ‘ )

სათადარიგოთა სკამი : სტორარი , გრიგერა , სალიჰამიჯიჩი , ბონიპერტი .

ბრეშია : არკარი , მარეკო , აკარდი , ზობოლი , ძამბელი , კონე ( ბაიოკო 76 ‘ ) , კორდოვა ( ლანძაფამე 57 ‘ ) , ვასი , დეპრელა , დიამანტი ( ჯონატასი 77 ‘ ) , ედერი

სათადარიგოთა სკამი : სეზარი , კამალუ , ლასაკი , პოსანცინი

გაძევება : მარეკო 71 ‘ ( ბრეშია )

გოლები : კრასიჩი 23 ‘ ( 1-0 ) , ედერი 42 ‘ ( 1-1 ) , დელ პიერო 68 ‘ ( 2-1 )

რას წერენ იტალიურ პრესაში…

იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »