გულშემატკივარი სატრანსფერო ფანჯრის გახსნის მოლოდინშია …

მორიგი ჩაგდებული სეზონის შემდეგ , ტურინის იუვენტუსის გულშემატკივრების ერთადერთ იმედად მოახლოებული სატრანსფერო ფანჯარა იქცა . არაერთი ცნობილი ფეხბურთელის სახელს და გვარს უკავშირებენ ლეგენდარულ კლუბს . მოდით გადავხედოთ იტალიური პრესის ფურცლებზე გამოქვეყნებულ სიახლეებს და რეალურად შევაფასოთ , თუ ვისზე შეაჩერებს არჩევანს მაროტა და კომპანია …

გაგრძელება »

ჯოვანი კობოლი ჯილიც დეშამის მომხრეა

იუვენტუსის ექს – პრეზიდენტმა ჯოვანი კობოლი ჯილიმ განაცხადა, რომ გუნდს ჭირდება ახალი მწვრთნელი : ” როდესაც მე კატანიასთან და კიევოსთან მატჩს ვუყურე ძალიან გავცხარდი, რადგან ისეთმა გუნდმა როგორიც ” იუვეა”, ესეთი თამაში ნამდვილად არ უნდა აჩვენოს. ლუიჯი დელ ნერი ?  სიმართლე გითხრათ მე მასთან საქმიან კონტაქტს არასდროს არ დავიჭერდი, აქცენტს უფრო დეშამის გადმობირებაზე გავაკეთებდი და ამას დღეიდან დავიწყებდი. “

გაგრძელება »

ტონი: „პარმაში მხოლოდ გამარჯვებისათვის“

„იუვეს“ ფორვარდი ლუკა ტონი პროექტ „Juventus Membership“-ის ვიდეო ჩატის მონაწილე იყო, სადაც მან „იუვენტუსის“ შესახებ ისაუბრა… გაგრძელება »

ბუფონი: ” მე ისევ “იუვეს” სტიკერებზე ვიქნები “

დრო გადის, მაგრამ სულისკვეთება უცვლელია. სტიკერების გამომშვები კომპანია “პანინი” ბუფონის მომავლის გამორკვევაში გვეხმარება…
გაგრძელება »

აკუილანიმ ტრავმა მიიღო

ლუიჯი დელ ნერიმ შესაძლოა კიდევ ერთი ფეხბურთელი დაკარგოს პარმასთან მატჩამდე.საუბარია ალბერტო აკვილანიზე, რომელმაც დღევანდელ ვარჯიშზე მარჯვენა ბარძაყის არეში ტკივილები იგრძნო.ნახევარმცველის მდგომარეობა ხვალ შეფასდება.სხვა დანაკარგებს რაც შეეხება, მილოშ კრასიჩი და კლაუდიო მარკიზიო მატჩს დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებენ.კლუბის ლაზარეთში კი ამ ეტაპზე სისოკო, მარტინესი, კუალიარელა და რინაუდო რჩებიან.წინასწარი ვარაუდით დელ ნერი მოედნის ცენტრში ჯანდონატო – მელოს დუეტს დააყენებს.

გაგრძელება »

ანიელი “კალჩოს” უპირისპირდება

გუშინ კალჩოს შეკრება შედგა. მთავარი განსახილველი საკითხი ტელეტრანსლაციებიდან შემოსული თანხების განაწილება იყო. თემაზე კომენტარი “იუვენტუსის” პრეზიდენტმაც გააკეთა: ” ამაზე სერიოზული ფიქრია საჭირო. იტალიაში ხუთი დიდი გუნდია, მათ ჩემპიონატში ყველაზე მეტი ჩადეს და გულშემატკივართა 75% -იც მათია. მაგრამ ახლა ის პერიოდი დგას, როცა გუნდები, რომელთაც არაფერი გაუღიათ თანხის განკარგვის უფლებას იღებენ. საბედნიეროდ იტალიური ეროვნული საფეხბურთო კომიტეტი ჩვენს მხარესაა. მოლაპარაკებები დღესაც მიმდინარეობს, “იუვენტუსს”, “ინტერს”, “მილანს”, “რომასა” და “ნაპოლის” ერთი პოზიცია გვაქვს და მრავალ ვარიანტს განვიხილავთ. უნდა გვესმოდეს, რომ ტრანსლაციებიდან შემოსავალი 150 მილიონი ევროა და ახლა ეს ფული სხვა გუნდებში მიდის. ასეთი ცვლილებების სანაცვლოდ ჩვენთვის არაფერი მოუციათ. ” -აცხადებს ანიელი. გაგრძელება »

მაისის ბოლოს მარკიზიო ახალ კონტრაქტს გააფორმებს

მაისის თვის ბოლოს კლაუდიო მარკიზიო ბებერ ქალბატონთან ახალ კონტრაქტს გააფორმებს.მოლაპარაკებები იტალიელ ნახევარმცველსა და ტურინის “იუვენტუსს” შორის დიდი ხანია მიმდინარეობს, ამჟამინდელი ხელშეკრულება ძალაში 2014 წლამდე მოქმედებს, მაგრამ ახალი კონტრაქტი ხელფასის გაზრდას გულისხმობს.მიუხედავათ იმისა, რომ კლაუდიო გუნდის ერთ-ერთი საკვანძო ფიგურაა, მისი წლიური ანაზღაურება მხოლოდ 1 მილიონ ევროს შეადგენს, მომავალი წლიდან კი ვიცე-კაპიტანი 4 მილიონ ევროს გამოიმუშავებს.მარკიზიო ტურინული აკადემიის აღზრდილია, ძირითად გუნდში თავის გამოჩენის საშუალება მას სერია B – ში მიეცა, შემდეგი სეზონი კი არენდის წესით გაატარა “ემპოლიში”.2008 წელს ნახევარმცველი მშობლიურ კლუბს დაუბრუნდა და დღემდე იუვენტუსის ღირსებას იცავს.

გაგრძელება »

მაროტამ და პარატიჩიმ პერესთან ერთად ისაუზმეს

ტურინის “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა, ბეპე მაროტამ და შეფ-სკაუტმა ფაბიო პარატიჩიმ, მადრიდის “რეალის” პრეზიდენტთან, ფლორენტინო პერესთან ისაუზმეს.რა თქმა უნდა საუბრის მთავარი თემა სატრანსფერო პოლიტიკა იყო. “იუვენტუსი” ბლანკოსის სამი ფეხბურთელით არის დაინტერესებული : კარიმ ბენზემა, გონსალო იგუაინი და ლასანა დიარა, ხოლო “რეალს” თავის მხრივ კარვალიო ამაური და ჯორჯო კიელინი აინტერესებს. გაგრძელება »

პრიმავერა : “იუვენტუსი” 2-1 “ვარეზე”

მიუხედავათ რეგულარული ჩემპიონატის დასრულებისა, ახალგაზრდა ბიანკონერები მუშაობას არ წყვეტენ.”რვათა ფინალში” გასვლის შემდეგ, ჯოვანი ბუკაროს შეგირდები გამარჯვებების სერიებს აგრძელებენ.

გაგრძელება »

აგენტი : “ჯერ გარკვეული არაფერია”

ბებერი ქალბატონის ნახევარმცველის, მომო სისოკოს მომავალი უახლოეს დღეებში გაირკვევა.ფეხბურთელის აგენტი, ბრუნო სატინი ტურინში “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას შეხვდება და მალელის გუნდში დარჩენა-არდარჩენას გადაწყვეტს.გარდა სისოკოსი, სანტი სერხიო აგუეროს პირადი აგენტიცაა : “ამ მომენტისთვის კონკრეტულის თქმა არ შემიძლია, მომო იუვეს ფეხბურთელია და ტრავმას იშუშებს.აგუერო ? – ჯერ ამაზე საუბარი ადრეა.არგენტინელით ძალიან ბევრი კლუბია დაინტერესებული.”

გაგრძელება »