აბატე: „ვიმედოვნებ, რომ პროკურატურა მალე დაასრულებს გამოძიებას“

„როდესაც წამყვან თანამდებობაზე ხარ, კრიტიკაც უნდა აიტანო“ – ასე უპასუხა იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა – ჯანკარლო აბატემ – „იუვენტუსის“ პრეზიდენტის – ანდრეა ანიელის უკმაყოფილებას, რომელიც დაკავშირებულია კალჩიოპოლის შედეგად „ბებერი ქალბატონისათვის“ ჩამორთმეული და მესამე ადგილოსანი „ინტერისათვის“ გადაცემული სკუდეტოს დაბრუნების თაობაზე განცხადებას.

გაგრძელება »

მონტოლივო “ფიორენტინასთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს

ფლორენციული “ფიორენტინას” კაპიტანმა, რიკარდო მონტოლივომ, განაცხადა, რომ ის აღარ გაახანგრძლივებს კონტრაქტს “იებთან”, მაგრამ მზადაა გუნდში ითამაშოს კონტრაქტის ამოწურვამდე, რომელიც მონტოლივოს “ფიორენტინასთან” 2012 წლის ივნისამდე აკავშირებს. იტალიელ ნახევარმცველს კლუბის ხელმძღვაბნელობამ ახალი კონტრაქტი შესთავაზა, რომელიც მას გუნდთან 2016 წლმდე დააკავშირებდა, მაგრამ ფეხბურთელმა მის გაფორმებაზე უარი განაცხადა. გაგრძელება სრულიადში…

გაგრძელება »

დელ პიერო : “იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნებაა”

ხვალ საღამოს “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.გუნდები მეგობრულ მატჩს გარი ნევილის ფეხბურთიდან წასვლასთან დაკავშირებით გამართავენ. გაგრძელება »

პრანდელიმ სკუადრა აძურაში 5 ბიანკონერო გამოიძახა

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ჩეზარე პრანდელიმ იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებიც ესტონეთისა (3 ივნისი) და ირლანდიის (7 ივნისი) ნაკრებების წინააღმდეგ მიიღებენ მონაწილეობას.ბებერი ქალბატონის შემადგენლობიდან სკუადრა აძურაში 5 ბიანკონერო მოხვდა : ჯიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, კლაუდიო მარკიზიო, ალბერტო აკვილანი და ალესანდრო მატრი.ნაკრებში უხმეს ექს-ტურინელ სებასტიან ჯოვინკოს და ფაქტიურად “იუვენტუსის” წევრ ანდრეა პირლოს.ყველასთვის მოულოდნელად, პრანდელიმ ლურჯებში ლეონარდო ბონუჩი არ გამოიძახა.სრული სია ასე იხილეთ სრულიადში…

გაგრძელება »

სეზონი 2010/11 – სტატისტიკური მონაცემები

სეზონი 2010/2011 – სტატისტიკური მონაცემები…

აგენტი : “არა მგონია, სისოკომ იუვენტუსი დატოვოს”

სერხიო აგუეროსა და მომო სისოკოს საერთო აგენტი, ბრუნო სატინი Calciomercato.it – თან საუბარში არგენტინელი და მალელი ფეხბურთელების მომავალზე საუბრობს : “აგუეროს მომავალთან დაკავშირებით ახალი არაფერია.სერხიო მადრიდში თავს შესანიშნავად გრძნობს, მითუმეტეს მას ამ გუნდთან კონტრაქტი აკავშირებს.ამ მომენტისთვის გუნდის გამოცვლაზე საუბრები არაა.ერთადერთი, რაც აგუეროს არ მოსწონს, ჩემპიონთა ლიგის მიღმა ყოფნაა, მაგრამ ლიგაზე ის ვერც იუვენტუში გადასვლის შემთხვევაში ითამაშებს.სისოკო ? – ვფიქრობ, რომ მომო გუნდს არ დატოვებს.მალელს ნდობას დელ ნერი არ უცხადებდა, ახლა კი ლუიჯი იუვეს მწვრთნელი არ არის.თუ სისოკო ფორმას მალე აღიდგენს, იგი ბებერი ქალბატონისთვის კვლავ შეუცვლელი ფიგურა გახდება.გაგრძელება »

დელ პიერო სეზონის ფეხბურთელია

“ბიანკონერების” ოფიციალურმა ერთობამ, juventus member -მა დელ პიერო წლის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარა. გუშინ, “ნაპოლისთან” შეხვედრის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ის ორმა ტიფოზიმ სპეციალური პრიზით დააჯილდოვა. კაპიტანმა ვერცხლის ლანგარი 45 შეხვედრაში გატანილი 11 გოლით დაიმსახურა. საგულისხმოა, რომ ანალოგიურ გამოკითხვაში ჩვენი საიტის საერთო პოზიციაც ამგვარი იყო. როგორც გამოკითხვამ აჩვენა, დელ პიერო და ფელიპე მელო ForzaJuve.Ge -ს მომხმარებელთა განსაკუთღებულ სიმპათიებს იწვევს. გაგრძელება »

მანჩესტერი – იუვენტუსი ( განაცხადი )

როგორც იცით, ხვალ ტურინის იუვენტუსი გაემგზავრება ინგლისში სადაც მანჩესტერს დაუპირისპირდება ამხანაგურ მატჩში, ეს თამაში გარი ნევილის გაცილებას ეძღვნება, როგორც იცით ნევილს ძალიან დიდი სურვილი ქონდა ტურინში თამაშისა … გაგრძელება »

მანჩესტერი – იუვენტუსი

შემდეგ მატჩს ტურინის “იუვენტუსი” ინგლისში გამართავს, კერძოდ – მანჩესტერში, ოლდ ტრაფორდის სტადიონზე, ამ თამაშს არანაირი მნიშვნელობა არ ექნება გარდა პრინციპულობისა, ორი გრანდი ერთმანეთს ხვალ, 22:45 წუთზე შეხვდება. ეს მატჩი გამოსამშვიდობელი იქნება გარი ნევილისთვის, რომელმაც თავად აირჩია “იუვენტუსთან” შეხვედრა…

გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »