პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

6 მილიონი ევრო ანდრეას ბეკის სანაცვლოდ

არავისთვის წარმოადგენს სიახლეს , რომ ტურინის იუვენტუსი სერიოზულად არის დაინტერესებული ჰოფენჰაიმის ახალგაზრდა ფეხბურთელით  , ანდრეას ბეკით – თუმცა ბოლო პერიოდში იტალიურ პრესაში აქტიურად , სხვა ფეხბურთელის – სტეფან ლიხტშაინერის გვარი ფიგურირებდა , ლაციოს განაპირა მცველის .  ამასობაში კი გერმანული გამომცემლობა Sport Bild – ის ინფორმაციით , ბიანკონერის გენერალური დირექტორი ყველანაირად ცდილობს ბეკის ხელში ჩაგდებას . ტურინელებმა უკვე მიმართეს ოფიციალური წინადადებით გერმანელებს , თუმცა თანხა რომელიც პირველ ეტაპზე იქნა შეთავაზებული , სულ რაღაც სამი მილიონი ევრო – არ დაკმაყოფილდა ჰოფენჰაიმის ხელმძღვანელობის მხრიდან . ამავე წყაროს მტკიცებით , მაროტა თანხას 6 -ამდე გაზრდის და დამატებით წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში ბონუსებსაც გაიღებს .

გაგრძელება »

მარადონა: ” აგუერო მადრიდში დარჩება “

როგორც ჩანს “იუვენტუსმა” სატრანსფერო დეტალები მხოლოდ ფეხბურთელსა და მის აგენტთან კი არა, ამ ფეხბურთელის სიმამრთანაც უნდა ათანხმოს. არგენტინულ ტელეშოუში საუბრისას დიეგო მარადონამ 23 წლის სიძის ირგვლივ არსებულ მდგომარეობაზე სრულფასოვანი ცოდნა გამოავლინა, რასაც, დამეთანხმებით, აგუეროს მომავალში ცხვირის ჩაყოფის სუნიც ასდის: ” აგუერო მადრიდში ითამაშებს, არ აქვს მნიშვნელობა იქნება ეს “ატლეტიკოა” თუ არა. მარადონების ოჯახი სამუდამოდ ესპანეთის მადლიერი დარჩება.” -შეუძლია თუ არა აგუეროს ცნობილი “მამიკოს” წინააღმდეგ წასვლა დაახლოებით ორ კვირაში შევიტყობთ. გაგრძელება »

ბონუჩი და ამკარი შეუღლდნენ!

კიდევ ერთი “იუვენტუსის” ფეხბურთელი საკურთხეველთან. ჯიჯი ბუფონისა და ალიონა სერედიოვას ქორწილის შემდეგ, რომელიც ორი დღის წინ პრაღაში შედგა, საქორწინო ფიცი ლეონარდო ბონუჩიმ და ახლა უკვე მისმა მეუღლემ, მარტინა ამკარიმ დადეს. ცერემონია სიენას პროვინცია მონტალჩინოში შედგა. მხოლოდ საუკეთესოს გისურვებთ ლეონარდო! გაგრძელება »

საუკეთესო ლეგიონერები

სრულიადში იხილეთ,  football  italia- ვერსიით 30 საუკეთესო ლეგიონერი, რომელიც სერია ა-ში გამოდიოდა. გაგრძელება »

მაროტა სამმაგი შტურმისთვის ემზადება

როგორც იტალიაში გავრცელებული ხმები იტყობინებიან, “იუვენტუსი” სატრანსფერო აქტივობებზე 130 მილიონი ევროს დახარჯვას აპირებს. მომავალ კვირას “ბებერი ქალბატონის” წარმომადგენლები სერხიო აგუეროს, ალექსის სანჩესისა და ლასანა დიარას აგენტებს შეხვდებიან. ახლა დღის წესრიგში ჯერ აგუეროს დაბევებაა, რადგან მადრიდის “რეალი” ისევ იჩენს არგენტინელისადმი ინტერესს. საგულისხმოა, რომ აგუეროსა და ლასანა დიარას ერთი აგენტი ჰყავთ, ფრანგი ნახევარმცველი კი ისეთ გუნდში გადასვლისგან თავს იკავებს, რომელიც “ჩემპიონთა ლიგის” მიღმაა დარჩენილი. სანჩესის საკითხში საქმე კიდევ უფრო რთულადაა. მისმა აგენტმა კვირა “ბარსელონას”, “მანჩესტერ სიტის”, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ინტერის” წარმომადგენლებთან შეხვედრაში გაატარა. აქედან გამომდინარე მაროტას შანსები 35 მილიონიან ფეხბურთელთან მიმართებაში ერთი შეხედვით მიზერული ჩანს. გაგრძელება »

აგენტი “ბებერ ქალბატონთან” კონტაქტს ადასტურებს

“რომას” ფორვარდის მირკო ვუჩინიჩის აგენტი “იუვენტუსთან” კონტაქტს ადასტურებს. ჩერნოგორიელის წარმომადგენელი კლიენტის მომავალთან დაკავშირებით ინგლისსაც სტუმრობდა, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მისაღებია. რას აიჩევს 27 წლის თავდამსხმელი უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი: “ ინგლისში სიტუაციაში გასარკვევად ჩავედი. სიმართლე გითხრათ, მარტო მირკოზე არ მისაუბრია, მის გარდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელი მაბარია. რაც შეეხება “იუვენტუსს”, ტურინელთა დირექტორებს შევხვდი, მაგრამ მათთანაც არაერთი კანდიდატურა განიხილებოდა. ინფორმაცია ვუჩინიჩზეც მკითხეს, მაგრამ იყო დაინტერესება სხვათა მიმართაც. ამასთან ჯერ კიდევ გასარკვევია დასრულდა თუ არა ჩვენი ურთიერთობა “რომასთან”. ამ საკითხში დღემდე გამორკვევის პროცესში ვართ. ” -აცხადებს ალესანდრო ლუჩი sky sport- თან საუბარში. გაგრძელება »

რომელ კლუბს აირჩევს ინლერი ?

გასული სეზონის დასრულებისთანავე  , გავრცელდა ინფორმაცია , რომ ტურინის იუვენტუსი გიოკხან ინლერს გაიფორმებდა . თუმცა , ბაინკონერის ნეაპოლიტანური ” ნაპოლის ” სახით სერიოზული კონკურენტი გამოუჩნდა . ბუნებრივია იბადება საკამოდ ლოგიკური კითხვა , თუ რომელ კლუბს მიანიჭებს უპირატესობას შვეიცარიელი ფეხბურთელი და საერთოდ , გამაოდგება კი ის ბებერ ქალბატონს ? მის პოზიციაზე გუნდს უკვე ჰყავს არაერთი შუახაზელი  …

გაგრძელება »

პრესის მიმოხილვა

იტალიური პრესის მიმოხილვა…

გაგრძელება »

პაციენცა : “კონტესგან ბევრს ვისწავლი”

ტურინის “იუვენტუსის” ახალწვეულმა, მიკელე პაციენცამ Tuttojuve – ს საკმაოდ ვრცელი ინტერვიუ მისცა.

გაგრძელება »