დავიდსი : “მე იუვენტუსის ისტორიის ნაწილი ვარ – ამით ვამაყობ”

მიმდინარე სეზონში “იუვენტუსს” ნამდვილად აკლია მებრძოლი ხასიათი, რომლითაც განსაკუთრებით ბებერი ქალბატონის ყოფილი წევრები, ედგარ დავიდსი, ლუჩიანო მოჯი ან ავოკატო გამოირჩეოდნენ.ედგარი მოედანზე ნამდვილი “პიტბული” იყო, მეტოქე ფეხბურთელების დიდი მტერი.ის ნედვედის, ტრეზეგეს, ტურამისა და ზიდანის მსგავსად ნამდვილი ჩემპიონია.

გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა . . .

გაგრძელება »

პიაზონმა U17 ნაკრებში გაიტანა

ბრაზილიის U17 ნაკრების წევრმა, ლუკას პიაზონმა, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თავი ლამაზი გოლითაც დაგვამახსოვრა.პიაზონს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ბებერი ქალბატონი, მაგრამ უკანასკნელ მომენტში მხარეები ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და პიაზონი ლონდონის “ჩელსის” საკუთრება გახდა.ყვითელი მაისურით გატანილი გოლი, განსაკუთრებით საინტერესო იმიტომ აღმოჩნდა, რომ დარტყმის სიძლიერეს ვერც კარის ბადემ გაუძლო.სრულიადში იხილეთ ვიდეო…

გაგრძელება »

ჟან მიშელ ოლა : ” მზად ვართ განვიხილოთ იუვენტუსის წინადადება ”

” ლიონის ” პრეზიდენტის , ჟან მიშელ ოლას განცხადებით , ის მზადაა განიხილოს ტურინის იუვენტუსის წინადადება , მიშელ ბასტოსის თაობაზე : ” გასულ წელს ბიანკონერიმ უკვე მოგვმართა ოფიციალური წინადადებით , ისინი ახლოს იყვნენ ბრაზილიელის ყიდვასთან , თუმცა ბოლო მომენტში ჩვენ ავწონ დავწონეთ სიტუაცია , განვიხილეთ ამ ხელშეკრულების მინუს პლიუსები და გადავწყვიტეთ ბასტოსი დაგვეტოვებინა . იმ შემთხვევაში , თუ იუვენტუსი უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ მოგვმართავს ოფიციალური წინადადებით , რომელიც დაგვაკმაყოფილებს ჩვენც და მიშელსაც , ვფიქრობ არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა ამ თემაზე იტალიელებთან  ” . Calciomercato.itის და რამდენიმე იტალიური და ფრანგული გამომცემლობების მტკიცებით , რამდენიმე დღის , წინ მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და ბასტოსი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე , ბიანკონერიში ჩაირიცხება 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ .  გაგრძელება »

არტურ ბეკი : ” მიმდინარეობს მოლაპარაკებები იუვენტუსთან ”

არავისთვის არის ახალი , რომ იუვენტუსი სერიოზულად არის დაინტერესებული გერმანული ” ჰოფენჰაიმის ” მარჯვენა მცველით , ანდრეას ბეკით . ეს ინფორმაცია მისმა ძმამ და ამასთანავე საფეხბურთო აგენტმა , არტურ ბეკმაც დაადასტურა : ” დიახ  , ამ ეტაპზე ჩვენ მართლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იუვენტუსთან , თუმცა ჩემი ძმის პერსონით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული . ჯერ ჯერობით , ამის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით ” . გაგრძელება »

ტრეზეგე : “დიდი იუვედან მხოლოდ გულშემატკივრები დარჩნენ”

Stadio Goal – თან ინტერვიუში, ბებერი ქალბატონის ლეგენდა, დევიდ ტრეზეგე ტურინულ კარიერაზე საუბრობს…

გაგრძელება »

ამაური : “იუვენტუსი – ყოველთვის იუვენტუსია”

“პარმას” ფორვარდს, კარვალიო ამაურის იმედი აქვს, სეზონის ბოლოს ბებერი ქალბატონის რიგებს დაუბრუნდება.30 წლის ფეხბურთელი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “პარმაში” გამოდის, მაგრამ როგორც სჩანს, გუნდში დარჩენის დიდი სურვილი არ აქვს : “იუვენტუსი – ყოველთვის იუვენტუსია.შავ-თეთრი მაისურით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, გამონაკლისი არც მე ვარ.ილუზიებს არ ვიქმნი, მაგრამ ფაქტია, პარმაში უკეთ ვთამაშობ.ძალიან მსურს, გოლები გავიტანო და ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე.სკუადრა აძურაში თამაში – საოცარი გრძნობაა” – ციტირებს იტალიელი წინახაზელის სიტყვებს Sky Sport.

გაგრძელება »

ბუფონი : “მთავარი პრობლემა დელ ნერი არ არის”

ჯიჯი ბუფონის აზრით, ტურინის “იუვენტუსის” წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე ლუიჯი დელ ნერი არ არის.იტალიელი კიპერს, სანაკრებო დაპირისპირების წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მშობლიური კლუბის შესახებ კითხვა მაინც არ აარიდეს : “ვფიქრობ, რომ რთულ მომენტებში გამჭრიახი ხასიათი და მორალური მდგომარეობა არ გვწყალობს, სწორედ ამიტომ დავკარგეთ მეორე ადგილი.დელ ნერი ? – იგი ყველაფერში დამნაშავე არ არის.”

გაგრძელება »

“იუვენტუსის” მთავარი სამიზნეები – ბასტოსი და მასკერანო

იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაფხულში ტურინის “იუვენტუსის” მთავარი ამოცანა მიშელ ბასტოსისა და ხავიერ მასკერანოს შეძენა იქნება. მიუხედავად საშინელი სეზონისა,”ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, დარწმუნებულია ბეპე მაროტასა და მისი მარჯვენა ხელის, ფაბიო პარატიჩის შესაძლებლობებში. გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

იხილეთ პრესტიჟული იტალიური სპორტული გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვა… გაგრძელება »