პრანდელის შეგირდები U18 ნაკრებს გაეჯიბრნენ

რიკარდო მონტოლივო, სებასტიან ჯოვინკო, ანტონიო კასანო და ალბერტო ჯილარდინო – ეს იმ ფეხბურთელების ჩამონათვალია, რომლებმაც სკუადრა აძურასა და U18 ნაკრების სატესტო მატჩზე თავი გოლებით დაგვამახსოვრეს.

გაგრძელება »

დღეს ტურინში დიდი ზეიმია !!! იუვენტუსი – ტორინო !!!

დღეს ტურინში , სტადიო ოლიმპიკოზე დერბი დაბრუნდება და თან როგორი !!!  მოედანზე ორივე კლუბის შემადგენლობიდან , წარსულში ცნობილი ფეხბრუთელები გამოვლენ . ყველაფერთან ერთად ეს საქველმოქმედო დატვირთვის მატჩია , სადაც შემოსული თანხა , სხვადასხვა სიმძიმის სკლეროზით დაავადებული ადამიანთა დახმარების  ფონდს გადაერიცხება . შეხვედრის დაწყებამდე , მოედანზე ბიანკონერის  ლეგენდა ჯამპიერო ბონიპერტი გამოვა , რომელმაც 15 სეზონის განმავლობაში დაიცვა იუვეს ღირსება და საერთო ჯამში 444 მატჩში მიიღო მონაწილეობა და ასევე იმ ლეგენდარული ტორინოს ფეხბურთელი საურო ტომა – მცველი , რომელიც მხოლოდ შემთხვევით არ მოხვდა თვითფრინავზე , რომელმაც მისი პარტნიორები იმსხვერპლა …  გაგრძელება »

კვალიარელა : “დაბრუნება და თამაში მსურს”

6 იანვარს მიღებული ტრავმის შემდეგ, ფაბიო კვალიარელა მწვანე მინდორზე არ გამოჩენილა.იტალიელი ფეხბურთელი, უკვე რამდენიმე თვეა ჯვარედინა მყესების წყვეტით მიღებულ მძიმე ტრავმას იშუშებს, დღეს კი, როგორც ცნობილი გახდა, გამოჯანმრთელების ბოლო ფაზამ აიღო სტარტი.ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში, ბიანკონერების ბომბარდირი აცხადებს : “ბედნიერი ვარ, რადგან მოედანზე დაბრუნება უფრო და უფრო ახლოვდება.მუხლი ნელ-ნელა წესრიგში დგება და ეს დამატებით მოტივაციას მაძლევს.მოუთმენლად ველი წუთს, როცა მწვანე მინდორზე გავირბენ, ჰაერზე, ბურთთან ერთად.”

გაგრძელება »

ჯოვინკოს იტალიიდან წასვლა არ სურს

ტურინის “იუვენტუსის” ფეხბურთელმა, სებასტიან ჯოვინკომ, რომელიც არენდის წესით “პარმაში” ასპარეზობს თავის მომავალზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ზაფხულში იტალიის დატოვებას არ აპირებს. “მე ახლა მხოლოდ  “პარმაზე” და იტალიის ნაკრებზე ვფიქრობ, ჩემს შესახებ უამრავი ჭორი დადის, რომლებიც სიმართლეს არ შეესაბამება. მე ამ ჭორებს ყურადღებას არ ვაქცევ, ყველაფერი ივნისში გაირკვევა, მაგრამ აქვე გეტყვით იმასაც, რომ არ მსურს იტალიის დატოვება და საზღვარგარეთ თამაში”. – განაცხადა სებასტიან ჯოვინკომ. გაგრძელება »

დავიდსი : “მე იუვენტუსის ისტორიის ნაწილი ვარ – ამით ვამაყობ”

მიმდინარე სეზონში “იუვენტუსს” ნამდვილად აკლია მებრძოლი ხასიათი, რომლითაც განსაკუთრებით ბებერი ქალბატონის ყოფილი წევრები, ედგარ დავიდსი, ლუჩიანო მოჯი ან ავოკატო გამოირჩეოდნენ.ედგარი მოედანზე ნამდვილი “პიტბული” იყო, მეტოქე ფეხბურთელების დიდი მტერი.ის ნედვედის, ტრეზეგეს, ტურამისა და ზიდანის მსგავსად ნამდვილი ჩემპიონია.

გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა . . .

გაგრძელება »

პიაზონმა U17 ნაკრებში გაიტანა

ბრაზილიის U17 ნაკრების წევრმა, ლუკას პიაზონმა, პარაგვაის ნაკრების წინააღმდეგ შესანიშნავი მატჩი ჩაატარა და თავი ლამაზი გოლითაც დაგვამახსოვრა.პიაზონს დიდი ხნის განმავლობაში აკვირდებოდა ბებერი ქალბატონი, მაგრამ უკანასკნელ მომენტში მხარეები ხელფასზე ვერ შეთანხმდნენ და პიაზონი ლონდონის “ჩელსის” საკუთრება გახდა.ყვითელი მაისურით გატანილი გოლი, განსაკუთრებით საინტერესო იმიტომ აღმოჩნდა, რომ დარტყმის სიძლიერეს ვერც კარის ბადემ გაუძლო.სრულიადში იხილეთ ვიდეო…

გაგრძელება »

ჟან მიშელ ოლა : ” მზად ვართ განვიხილოთ იუვენტუსის წინადადება ”

” ლიონის ” პრეზიდენტის , ჟან მიშელ ოლას განცხადებით , ის მზადაა განიხილოს ტურინის იუვენტუსის წინადადება , მიშელ ბასტოსის თაობაზე : ” გასულ წელს ბიანკონერიმ უკვე მოგვმართა ოფიციალური წინადადებით , ისინი ახლოს იყვნენ ბრაზილიელის ყიდვასთან , თუმცა ბოლო მომენტში ჩვენ ავწონ დავწონეთ სიტუაცია , განვიხილეთ ამ ხელშეკრულების მინუს პლიუსები და გადავწყვიტეთ ბასტოსი დაგვეტოვებინა . იმ შემთხვევაში , თუ იუვენტუსი უახლოეს პერიოდში კიდევ ერთხელ მოგვმართავს ოფიციალური წინადადებით , რომელიც დაგვაკმაყოფილებს ჩვენც და მიშელსაც , ვფიქრობ არ გაგვიჭირდება საერთო ენის გამონახვა ამ თემაზე იტალიელებთან  ” . Calciomercato.itის და რამდენიმე იტალიური და ფრანგული გამომცემლობების მტკიცებით , რამდენიმე დღის , წინ მხარეებმა პრინციპულ შეთანხმებას მიაღწიეს და ბასტოსი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე , ბიანკონერიში ჩაირიცხება 15 მილიონი ევროს სანაცვლოდ .  გაგრძელება »

არტურ ბეკი : ” მიმდინარეობს მოლაპარაკებები იუვენტუსთან ”

არავისთვის არის ახალი , რომ იუვენტუსი სერიოზულად არის დაინტერესებული გერმანული ” ჰოფენჰაიმის ” მარჯვენა მცველით , ანდრეას ბეკით . ეს ინფორმაცია მისმა ძმამ და ამასთანავე საფეხბურთო აგენტმა , არტურ ბეკმაც დაადასტურა : ” დიახ  , ამ ეტაპზე ჩვენ მართლაც ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს იუვენტუსთან , თუმცა ჩემი ძმის პერსონით არაერთი ევროპული კლუბია დაინტერესებული . ჯერ ჯერობით , ამის შესახებ მეტს ვერაფერს გეტყვით ” . გაგრძელება »

ტრეზეგე : “დიდი იუვედან მხოლოდ გულშემატკივრები დარჩნენ”

Stadio Goal – თან ინტერვიუში, ბებერი ქალბატონის ლეგენდა, დევიდ ტრეზეგე ტურინულ კარიერაზე საუბრობს…

გაგრძელება »