ამაური : “იუვენტუსი – ყოველთვის იუვენტუსია”

“პარმას” ფორვარდს, კარვალიო ამაურის იმედი აქვს, სეზონის ბოლოს ბებერი ქალბატონის რიგებს დაუბრუნდება.30 წლის ფეხბურთელი, ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ “პარმაში” გამოდის, მაგრამ როგორც სჩანს, გუნდში დარჩენის დიდი სურვილი არ აქვს : “იუვენტუსი – ყოველთვის იუვენტუსია.შავ-თეთრი მაისურით თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა, გამონაკლისი არც მე ვარ.ილუზიებს არ ვიქმნი, მაგრამ ფაქტია, პარმაში უკეთ ვთამაშობ.ძალიან მსურს, გოლები გავიტანო და ეროვნულ ნაკრებში დავბრუნდე.სკუადრა აძურაში თამაში – საოცარი გრძნობაა” – ციტირებს იტალიელი წინახაზელის სიტყვებს Sky Sport.

გაგრძელება »

ბუფონი : “მთავარი პრობლემა დელ ნერი არ არის”

ჯიჯი ბუფონის აზრით, ტურინის “იუვენტუსის” წარუმატებლობაში მთავარი დამნაშავე ლუიჯი დელ ნერი არ არის.იტალიელი კიპერს, სანაკრებო დაპირისპირების წინასამატჩო პრესკონფერენციაზე მშობლიური კლუბის შესახებ კითხვა მაინც არ აარიდეს : “ვფიქრობ, რომ რთულ მომენტებში გამჭრიახი ხასიათი და მორალური მდგომარეობა არ გვწყალობს, სწორედ ამიტომ დავკარგეთ მეორე ადგილი.დელ ნერი ? – იგი ყველაფერში დამნაშავე არ არის.”

გაგრძელება »

“იუვენტუსის” მთავარი სამიზნეები – ბასტოსი და მასკერანო

იტალიური გამოცემა, La Gazzetta dello Sport, ავრცელებს ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ზაფხულში ტურინის “იუვენტუსის” მთავარი ამოცანა მიშელ ბასტოსისა და ხავიერ მასკერანოს შეძენა იქნება. მიუხედავად საშინელი სეზონისა,”ბებერი ქალბატონის” პრეზიდენტი, ანდრეა ანიელი, დარწმუნებულია ბეპე მაროტასა და მისი მარჯვენა ხელის, ფაბიო პარატიჩის შესაძლებლობებში. გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

იხილეთ პრესტიჟული იტალიური სპორტული გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვა… გაგრძელება »

ჯანეტიმ ტრავმის გამო U 20 -ის ბაზა დატოვა

როგორც იცით, ორი პატარა ბიანკონერო U20 – ის ნაკრებში იყო გამოძახებული, შვეიცარიასთან მატჩში ფრანჩესკო როკას მხოლოდ ერთი იუვენტინოს იმედი უნდა ჰქონდეს და ეს ბონიპერტია. ჯანეტიმ ნაკრების ბაზა დატოვა, მიზეზი ვარჯიშის დროს მიღებული ტრავმაა. იგი ტურინში დაბრუნდა და თავის მეგობრებს შეუერთდა.  გაგრძელება »

იუვენტუსი 2-1 ბრეშია ფეხბურთელების შეფასებები

გთავაზობთ ტურინის იუვენტუსის ფეხბურთელების შეფასებებს , ბრეშასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ …  გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი (ფარფანი)

tuttosport -ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსი” გელზენკირხენული კლუბის, “შალკეს” ფორვარდით ინტერტესდება. ჯეფერსონ ფარფანი გერმანელთა წარუმატებელი სეზონის მიუხედავად, საკმაოდ კარგ შედეგს აჩვენებს და ბეპე მაროტამაც, შესაძლოა, “ბებერი ქალბატონის” შემტევი ხაზის გაძლიერება პერუელი წინახაზელით სცადოს. ფარფანმა კარიერა “ალიანზა ლიმაში” დაიწყო და 2008 წელს, “ბუნდესლიგაში” გადმობარგებამდე “პე ეს ვე” -ს ღირსებასაც იცავდა. 26 წლის ფეხბურთელის კანდიდატურას “ვოლფსბურგსა” და “ვალენსიასაც” უკავშირებენ. ფეხბურთელს კონტრაქტი 2012 წელს ეწურება, მაგრამ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტრანსფერისათვის 12 მილიონი ევრო საკმარისი იქნება. გაგრძელება »

აგენტი: „დელ ნერი ლანძაფამეს არასწორ პოზიციაზე ათამაშებდა“

დავიდე ლანძაფამეს ძმამ და ასევე მისმა საფეხბურთო აგენტმა ჯოვანი ლანძაფამემ გააკრიტიკა ლუიჯი დელნერი იმის გამო, რომ იუვეს მწვრთნელი თავდამსხმელს (იგულისხმება დავიდე ლანძაფამე) მარცხენა ნახევარმცველის პოზიციაზე ათამაშებდა. შეგახსენებთ, რომ ლანძაფამემ მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი ტურინში გაატარა, თუმცა შემდეგ იგი იჯარის წესით განათხოვრებულ იქნა „ბრეშაში“.

გაგრძელება »

არც ერთი დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი „რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩში

„რომა“ – „იუვენტუსის“ მატჩამდე, თითქმის ორი კვირით ადრე, რომელიც მიმდინარე წლის 3 აპრილს გაიმართება, ორივე გუნდისთვის ცნობილი გახდა, რომ არცერთი კლუბის შემადგენლობაში დისკვალიფიცირებული ფეხბურთელი არ იქნება. „ჯალოროსისა“ და „ბიანკონეროს“ ფეხბურთელები არ მოხვდნენ იმ შავ სიაში, რომელსაც იტალიის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტი ყოველი ტურის წინ ადგენს.  გაგრძელება »

აგენტი : “ალბერტო იუვეში დარჩება”

ალბერტო აკვილანის აგენტის, ფრანკო ზავალას განცხადებით, იტალიელი ნახევარმცველი ბებერ ქალბატონში დარჩება.26 წლის მოთამაშე ბებერ ქალბატონში არენდის წესით ასპარეზობს “ლივერპულიდან”, მისი გამოსყიდვა კი ტურინელებს 16 მილიონი ევრო უჯდებათ : “ვფიქრობ, რომ 30 ივნისს პრობლემებეს არ წავაწყდებით, აკვილანი ტურინს არ დატოვებს.იუვენტუსი 30 ივნისამდე გაიფორმებს ალბერტოს, ინგლისელებთან დაწყებული მოლაპარაკებები ფაქტიურად გასულ წელს დასრულდა.რომში დაბრუნება ? – ნაკლებად სავარაუდოა, მაგრამ ფეხბურთში ყველაფერი შესაძლებელია.”

გაგრძელება »