საქართველო 1:0 ხორვატია (ფეხბურთელების კომენტარები)

ემოციების ზღვა, სიხარულისგან გაგიჟებული სახეები, მილოცვები – პაოლო ტალიავენტოს საფინალო სასტვენის ხმა და “ეროვნული” სტადიონი ვულკანს დაემსგავსა. საქართველომ ხორვატიას მოუგო და ახლა უკვე თამამად შეიძლება თქმა, ფინალურ ეტაპზე გასასვლელად იბრძოლებს!
ასობით გულშემატკივარი გასახდელიდან გარეთ გამოსასვლელ დერეფანში ელოდებოდა “ჯვაროსნებს”, რომლებსაც ეტყობოდათ, მომხდარი ჯერ კიდევ ვერ ჰქონდათ გააზრებული. გაგრძელება »

საქართველო 1:0 ხორვატია

89 წუთი ისე ჩაატარა საქართველოს ნაკრებმა, მეტოქის კარის ჩარჩოში ბურთი არ მოუხვედრებია. ასეთ სიტუაციაში, უგოლო ფრე მშვენიერი შედეგი იქნებოდა, მაგრამ “ჯვაროსნების” უხუცესმა წარმომადგენელმა ლევან კობიაშვილმა, შედეგი კიდევ უფრო გაამშვენიერა. ალბათ გადაჭარბებული ნათქვამი არ იქნება – თბილისის “დინამოს” 1981 წლის ევროპული საკლუბო ტრიუმფის შემდეგ, ქართველებს ფეხბურთში ასეთ დონეზე ასე არ გაუხარიათ. მსოფლიო რეიტინგში მე-8 ადგილზე მყოფ ხორვატიასთან მოგებამ, ყველა წინა სანაკრებო წარმატება “დაჩრდილა”.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი გუნდი არც ამჯერად დამარცხდა და სანაკრებო დონეზე “ჯვაროსნების” მიერ ზედიზედ წაუგებელი მატჩების რიცხვი 10 გახდა. ამავე მატჩს კიდევ ერთი იუბილარი ჰყავდა – ხორვატთა თავკაცი სლავენ ბილიჩი. მისი თავკაცობით “ვარტენი” 50-ე მატჩს ატარებდა, რომელთაგან ბოლო 14-ში წაგება არ იცოდა. (გაგრძელება სრულიადში) გაგრძელება »

სორენსენი ტურინში დაბრუნდა

მორიგი იუვენტინო ბრუნდება ვადაზე ადრე საკუთარი ნაკრებიდან ვინოვოს საწვრთნელ ბაზაზე . ახალგაზრდა დანიელმა ფეხბურთელმა ფრედრიკ სორენსენმა , ერთ ერთ ვარჯიშზე მიიღო ტრავმა . ფეხბურთელი დღეს ჩაფრინდება ტურინში , ხოლო ხვალ სრულ სამედიცინო შეწმომებას გაივლის  , რის შედეგადაც დადგინდება დაშავების სერიოზულობა . გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

იხილეთ იტალიური პრესის მიმოხილვა… გაგრძელება »

ყველანი ველოდებით – გოლს გოლს გოლს ! საქართველოს გაუმარ – ჯოს ჯოს ჯოს !

დღეს, 9 საათზე საქართველოს ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდება. მატჩზე დასასწრები ბილეთები  გაიყიდა. არც ერთი ბილეთი აღარ დარჩა. საქართველოს ნაკრებმა ბოლო 9 თამაში, 4 იმარჯვა და 5 ფრედ დაასრულა. მათ ქეცბაიას თავკაცობით არც ერთი მატჩი არ წაუგიათ. იმედი გვაქვს, დღესაც მიაღწევენ წარმატებებს ქართველი ფეხბურთელები. ყველანი სტადიონზე (ვისაც გაქვთ ბილეთები ) ერთად დავუდგეთ გვერდში ჩვენს ფეხბურთელებს.

ბრძოლა, ჟინი, თავდადება, მოგვიტანეთ გამარჯვება.

ყველანი ველოდებით – გოლს, გოლს, გოლს ! საქართველოს გაუმარ – ჯოს, ჯოს ჯოს ! გაგრძელება »

მარტინესს მძიმე დაზიანება არ აღმოაჩნდა

ხორხე მარტინესს შეუძლია შვებით ამოისუნთქოს. როგორც იცით, ხუთშაბათს, ვარჯიშის დროს მარტინესმა მარჯვენა კუნთის ტრავმა მიიღო. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და პასუხიც დადებითი იყო. მისი ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა. იგი ვარჯიშს რამოდენიმე დღეში დაუბრუნდება.

გაგრძელება »

იტალიელებმა სლოვენია, კრასიჩმა კი ირლანდიელები დაამარცხეს

გუშინ, ევრო 2012 შესარჩევი ეტაპის C ჯგუფის შეხვედრები გაიმართა.სერბეთის ეროვნულმა ნაკრებმა, ბელგრადში ჩრდილო ირლანდიელებს უმასპინძლა და 2-1 სძლია, იტალიელებმა კი სტუმრად ლუბლიანაში, სლოვენიელებზე გაილაშქრეს, 1-0.

სერბებსა და ირლანდიელებს შორის მატჩი სტუმრების უპირატესობით დაიწყო, რასაც ტაიმის მიწურულს, მე-40 წუთზე გარეთ მაკულის გოლი მოჰყვა.სერბებმა წონასწორობა 65 – ე წუთზე აღადგინეს, გოლი მარკო პანტელიჩის ანგარიშზეა.საყაიმო ანგარიშმა მხოლოდ 9 წუთს გასტანა, 74 – ე წუთზე ბრიტანელების კარი ზორან ტოსიჩმა დალაშქრა.რაც შეეხება მილოშ კრასიჩს, მან მოედანზე 86 წუთი დაჰყო, მატჩის მიწურულს კი სათადარიგოთა სკამზე გადაინაცვლა, მის ნაცვლად მოედანზე რადოსლავ პეტროვიჩი შემოვიდა.აღსანიშნავია, რომ 55 – ე წუთზე კრასიჩმა თავი ყვითელი ბარათითაც დაგვამახსოვრა. გაგრძელება »

აკუილანი : ” წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება იუვეში ”

სლოვენიასთან ჩატარებული მატჩის შემდეგ , ბიანკონერის ნახევარმცველმა ალბერტო აკუილანიმ , ამ დაპირისპირების შესახებ ისაუბრა ტელეარხ Raisport 1 თან : ” სიმართლე გითხრათ არ ვიცი იყო თუ არა ეს საუკეთესო მატჩი , თუმცა პოზიტიური ძვრები შეინიშნება . კონცენტრირებულნი გავედით მოედანზე , რადგან კარგად გვესმოდა თუ ვის წინააღმდეგ გვიწევდა ასპარეზობა . მეტოქის დამარცხება სწორი ტაქტიკური გათვლების შედეგად მოვახერხეთ , აღსანიშნავია , რომ მთელი მატჩის განმავლობაში ბურთს ჩვენ ვფლობდით და საკმაოდ წარმატებულადაც . საერთოდ , როდესაც მოედანზე უმაღლესი კლასის ფეხბურთელებს უშვებ , შედეგის მიღწევა ყოველთვის გიადვილდება . იცით რაში მდგომარეობს წარმატების საიდუმლო ? პარტნიორებს უნდა უბიძგო , რომ ყველაფერი მაქსიმალურად კარგად გააკეთონ . იუვენტუსი ? სამწუხაროდ იქ არ მიდის საქმეები ისე როგორც აძურიში . ყოველთვის ვეკითხები საკუთარ თავს რატომ ? თუმცა , ამ ეტაპზე მსურს დავტკვე გამარჯვების მომენტით ” .

გაგრძელება »

დელ პიერო : ” მე ფეხბურთელი ვარ ”

მართალია სანაკრებო ბატალიების გამო , სერია ა-ში და სხვა წამყვან საკლუბო ჩემპიონატებში შესვენება გამოცხადდა , თუმცა ალესანდრო დელ პიერო ,  უკვე ეხლა იწყებს ფიქრს რომასთან დაპირისპირებაზე . კაპიტანი სპეციალური სტუმარი იყო გადაცემაში “Filo Diretto” , რომელიც ტელეარხ  Juventus Channel – ზე გადის … გაგრძელება »

სლოვენია 0-1 იტალია

სლოვენია : ს. ჰანდანოვიჩი , გრეკო ( ანდეიკოვიჩი 69 ‘ ) , ცესარი , სულერი , იოკიჩი , ბირსა ( ილიჩიჩი 74 ‘ ) , კორენი , რადოსავლევიჩი , კირმი , დედიჩი ( ლიუბიანკიჩი 56 ‘ ) , ნოვაკოვიჩი

იტალია : ბუფონი , მაჯიო , ბონუჩი , კიელინი , ბალძარეტი , აკუილანი , ტიაგო მოტა , მონტოლივო ( მარკიზიო  87 ‘ )  , პაცინი , კასანო ( როსი 74 ‘ )

გოლები : მოტა 73 ‘ ( 0-1 )