ანიელი კანდიდატებს განიხილავს

ლუიჯი დელ ნერი სავარაუდოდ სეზონის ბოლომდე დარჩება ტურინის იუვენტუსში . თუმცა , გადაჭრით რაიმეს მტკიცება უადგილოა , რადგან ჩეზენასთან შეხვედრამ შესაძლოა თავდაყირა დააყენოს სიტუაცია .  რაც 100 % – ით არის გადაწყვეტილი , არის ის რომ მომავალ სეზონში ბიანკონერის ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება . ანდრეა ანიელის უპირველესი  სურვილია ფაბიო კაპელოს მოწვევა , მაგრამ იუვეს ექს თავკაცს ინგლისის ნაკრებთან ერთად ,  ევროპის ჩემპიონატზე აქვს გადაწყვეტილი ასპარეზობა .  La Gazzetta Dello Sport – ის ინფორმაციით , ტურინელები ლუჩიანო სპალეტის კანდიდატურასაც განიხილავენ , მაგრამ აქაც დიდ პრობლემებს წააწყდებიან ზენიტის სახით . ალტერნატიულ ვარიანტებად სახელდებიან ჯანლუკა ვიალი , ანტონიო კონტე და ვილაშ ბოასი .  გაგრძელება »

დღეიდან ვარჯიშები განახლდება

“მილანთან” დამარცხების შემდეგ ლუიჯი დელ ნერის შეგირდები ვარჯიშებს დღეიდან დაიწყებენ. დღეს,ორშაბათს ადგილობრივი დროით 15.00 საათზე ვინოვოში დაიწყება  სამწვრთნელო სესია . სამშაბათს,ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ტურინელები  დილიდანვე  შეუდგებიან მომზადებას . გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

გთავაზობთ პრესტიჟული იტალიური სპორტული გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვას… გაგრძელება »

ბარძალი: ” ფრე სამართლიანი იქნებოდა”

” ეს მწარე და უსამართლო  მარცხი იყო,რადგაცანაც ჩვენ შევაჩერეთ “მილანი” და ფრე ალბათ სამართლიანი იქნებოდა. ცოტა მომენი შევქმენით მთელი მატჩის განმავლობაში, რათა გადაგვერჩინა თამაში.  მხოლოდ პატარა მომენტები და  ისიც, ბურთი კარს მიღმა მიდიოდა. ძნელია არ იყო ნაწყენი საკუთარ თავზე, ასეთი მატჩის შემდეგ. რაც მთავარია გვჯერა საკუთარი თავის და მწვრთნელის. ეს ყველაფერი კი ჩვენი ბრძოლით დავამტკიცეთ მოედანზე. რა თქმა უნდა გუნდი კრიზისშია მაგრამ  ოპტიმალურ ფორმაში უნდა ჩავდეგეთ,რათა სეზონი მაღალ ნოტაზე დავამთავროთ.” – განაცხადა ანდრეა ბარძალიმ. გაგრძელება »

იუვენტუსი 0-1 მილანი (ფოტო მიმოხილვა)

წარმოგიდგენთ გუშინდელი
თამაშის ფოტო მიმოხილვას. გაგრძელება »

იუვენტუსი 0-1 მილანი მაროტას მატჩისშემდგომი კომენტარი

” მილანმა გოლი მეორე ტაიმში შექმნა , ხოლო პირველში მხოლოდ რამდენიმე სახიფათო მომენტი ” – განაცხადა როსონერისთან მატჩის დასრულების შემდეგ , იუვეს გენერალურმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ . ” საერთოდ ამაზრზენი თამაში იყო , მიუხედავად იმისა რომ მილანი ძლიერია მიმდინარე ეტაპზე იუვეზე , დღეს ეს არ იგრძნობოდა . გასულ მატჩებთან შედარებით , ფეხბურთელებმა მეტი აჩვენეს . ორი აზრი არაა , რომ ვნერვულობთ , ეს ყველაფერი კი შესაძლოა შიშში გადაიზარდოს ” .  მიუხედავად სამი წაგებული მატჩისა , მაროტა ნდობას უცხადებს დელ ნერის : ” პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გადავინაწილოთ , არ შეიძლება კონკრეტულად ერთი პიროვნების , ამ შემთხვევაში მწვრთნელის დადანაშაულება . აუცილებელია მუშაობის გაგრძელება “ . ( გაგრძელება სრულიადშიგაგრძელება »

სტადიონი მოჯის სახელს სკანდირებდა

როცა “იუვენტუსი” გუშინდელ შეხვედრაში მარცხდებოდა, სტადიონი დროს არ კარგავდა და ლუჩიანო მოჯის სახელს სკანდირებდა. სტადიონზე შეკრებილი გულშემატკივარი 74 წლის დირექტორის დაბრუნებას ითხოვდა. ტურინში გატარებული საოცარი ათი წლის მანძილზე, მოჯიმ “იუვეს” 14 ტიტული და მათ შორის, ოთხი “სკუდეტო”, “კოპა იტალია” და “ჩემპიონთა ლიგის” თასი მოუტანა. შეგახსენებთ, რომ გუშინდელი შეხვედრის ბედი 68′ წუთზე გატუზოს მიერ გატანლმა გოლმა გადაწყვიტა. გაგრძელება »

იუვენტუსი 0-1 მილანი დელ ნერის მატჩისშემდგომი კომენტარი

მილანთან დამარცხება არ უსვამს წერტილს ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრას , ყოველშემთხვევაში ლუიჯი დელ ნერი ასე ფიქრობს ამ თემაზე : ” წინა მატჩებთან შედარებით , იუვემ უკეთესი თამაში აჩვენა , ფეხბურთელებმა გამოავლინეს მტკიცე ხასიათი და გააკეთეს ყველაფერი რაც შეეძლოთ , ამასთან ერთად საკმაოდ რთულია მილანის კარის მიმართულებით დარტყმის განხორციელება , ისევე როგორც ჩვენი კარის მიმართულებით უჭირდათ მათ , იგივეს გაკეთება “ . გაგრძელება »

იუვენტუსი 0-1 მილანი მარკიზიოს მატჩისშემდგომი კომენტარი

გასულ კვირას ბოლონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ , ბიანკონრიმ მორიგი მატჩი დათმო შაბათს საღამოს როსონერისთან . სხვათაშორის სხვაობა იგრძნობა , ორივე მატჩში ბიანკონერიმ გოლი შესვენების შემდეგ გაუშვა , რის შემდეგაც ვერ შესძლო მატჩის გადარჩენა … გაგრძელება »

იუვენტუსი 0-1 მილანი დელ პიეროს მატჩისშემდგომი კომენტარი

” ყურადღება უნდა მოვიკრიბოთ და ანალიზი გავუკეთოთ შექმნილ სიტუაციას და ასევე მილანთან ჩატარებულ შეხვედრას . ბუნებრივია ეს ორი სხვადასხვა რამ იქნება “ . ალესანდრო დელ პიერო , როგორც ნამდვილი ლიდერი , არ ეცემა სულიერად და ცდილობს პრობლემის არსის მოძებნას და მის გადალახვას : ” ისეთი შეხვედრების რანგში შედის , სადაც ყველაფერია მოსალოდნელი . სამწუხაროდ არ წაგვივიდა თამაში . რთული პერიოდია , თუმცა გვაქვს შანსი ყველაფერი კარგ ნოტაზე დავასრულოთ . უკვე შაბათის დაპირისპირებაზე ვფიქრობთ . გვაქვს საშუალება გამოვასწოროთ სიტუაცია , მაგრამ მატჩების რაოდენობაც თანდათანობით მცირდება . ენთუზიაზმია საჭირო კრიზისის დასაძლევად . ყველანაირ წინააღმდეგობას გადავლახავთ თუ ერთად ვიქნებით ” . გაგრძელება »