გუშინდელი ვარჯიში (ფოტო მიმოხილვა)

წარმოგიდგენთ გუშინდელი  ვარჯიშის ფოტო მიმოხილვას. გაგრძელება »

“იუვენტუსი” – “მილანი” (1999-2011)

“იუვენტუსი” – “მილანი” (1999-2011)… გაგრძელება »

ტონი : “იუვედან წასვლის შემდეგ კარიერას დავასრულებ”

ბებერი ქალბატონის ფორვარდს, ლუკა ტონის ტურინში რაიმე ტიტულის მოგება და შემდეგ კარიერის დასრულება სურს.33 წლის ფეხბურთელი გუნდში იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მოვიდა და უკვე 1 გოლის გატანაც შეძლო.ll Corriere Dello Sport – თან საუბარში ტონი აცხადებს : “ემილიაში გავიზარდე, სწორედ იქ არის ჩემი პირველი სახლი.ერთხელ, მამაჩემი სახლში მოვიდა ზიბი ბონიეკისა და მიშელ პლატინის 10 ნომრიანი მაისურით, ამის შემდეგ ფლეიმეიკერის პოზიციაზე ვთამაშობდი.სამომავლო გეგმები ? – თავს მშვენივრად ვგრძნობ, ამ მომენტისთვის მინდა გუნდს სარგებელი კიდევ მოვუტანო.მაქსიმუმის მოგებას ვაპირებ, იმ შემთხვევაში, თუ იუვენტუსთან ერთად სერიოზულ ტიტულს მოვიგებ, კარიერას დავასრულებ.”

გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

იტალიური პრესის მიმოხილვა… გაგრძელება »

ხუთი მიზეზი, თუ როგორ შეუძლია “იუვენტუსს” დაამარცხოს “მილანი”

პრესტიჟულმა გამოცემა Goal.com – მა ის ხუთი მიზეზი ჩამოაყალიბა, რომელთა მიხედვითაც ბებერ ქალბატონს აქვს რეალური ძალა იმისა, დაამარცხოს იტალიის ჩემპიონათის ერთპიროვნული ლიდერი, მილანის “მილანი”.

გთავაზობთ, საკმაოდ საინტერესო მიზეზებს…

გაგრძელება »

“იუვენტუსი” – “მილანი” ( წინასამატჩო )

ტური 28, სერია A

დრო : შაბათი, 5 მარტი, 23:45 სთ

ადგილმდებარეობა : “სტადიო ოლიმპიკო”, ტურინი ( 27 944 ) გაგრძელება »

პატო : “დელ პიერო ჩემი კუმირია”

“მილანის” ფორვარდი, ალეშანდრე პატო Tuttosport – თან საუბარში ალესანდრო დელ პიეროზე საუბრობს : “მილანში იუვენტუსმა საოცარი თამაში აჩვენა, მათ გუნდური ბრძოლით დაგვჯაბნეს და ვთვლი, რომ ამ მხრივ ტურინელები სხვა გუნდებისგან გამოირჩევიან.იუვეში ბევრი მაღალი დონის ფეხბურთელი ირიცხება.პირველ რიგში კიპერი, ჯიჯი ბუფონი, დაცვაში ჯორჯო კიელინი, ნახევარდაცვაში ფელიპე მელო, შეტევაში კი რა თქმა უნდა ალესანდრო დელ პიერო.ის დიდი ფეხბურთელი და იდეალური ადამიანია.დელ პიერო ჩემი კუმირია.ბავშვობაში, Playstation როცა ვთამაშობდი, ყოველთვის იმ გუნდს ვირჩევდი, რომელშიც ალესანდრო ირიცხებოდა.ის მსოფლიო ფეხბურთის დიდი მაგალითია, იუვენტუსის, იტალიისა და ზოგადად ფეხბურთის ლეგენდა.მის გვერდით მხოლოდ რონალდოსა და პაოლო მალდინის დავაყენებდი.შაბათს, მაქსიმალურად შევეცდები მატჩის შემდეგ მაისური სწორედ კაპიტანს გავუცვალო.მას ჯარიმების შესრულების განსხვავებული სტილი აქვს.ჯერ კიდევ კარგად მახსოვს, დელ პიეროს მაგიური მომენტები მადრიდის რეალის წინააღმდეგ.სიტყვები აქ ზედმეტია, ის უბრალოდ საუცხოო მოთამაშეა.” გაგრძელება »

რინაუდოს ოპერაცია გაუკეთეს

გუშინ, პავიაში, “სან მატეოს” კლინიკაში პროფესორ ფრანკო ბენაცომ ლეანდრო რინაუდოს მარცხენა ფეხის ქუსლზე მძიმე ოპერაცია გაუკეთა.ფეხბურთელის დაბრუნება მწვანე მინდორზე არანაკლებ სამ თვეში იგეგმება.

გაგრძელება »

ბონიეკი: ” ეს მხოლოდ დელ ნერის ბრალი არაა “

“იუვენტუსში” შექმნილი კრიზისის თაობაზე, საკუთარ შეხედულებებს ყოფილი “ბიანკონერო”, ზბიგნევ ბონიეკი გვიზიარებს: ” როცა გუნდი ასეთ მდგომარეობაშია, დანაშაული ყველას აწევს. არ შეიძლება ყველაფერი მხოლოდ ერთს გადააბრალო. “იუვენტუსს” ძლიერი ხასიათი აქვს და ეს “ბებერი ქალბატონის” დიდი და საოცარი ისტორიის მანძილზე არაერთხელ დამტკიცებულა. ფეხბურთელებმა ის ვერ გააკეთეს, რასაც მისგან გულშემატკივარი ელოდა. იმედი მაქვს, მალე სიტუაცია შეიცვლება. “იუვეს” გამარჯვებებს მიჩვეული ვარ. უნდა ვაღიარო, სეზონის დასაწყისში ამ გუნდის შემხედვარეს დელ ნერის იმედი გამიჩნდა. ” -აცხადებს ბონიეკი. გაგრძელება »

ლეგროტალიე დერბის მოლოდინშია

“მილანის” მცველი, ნიკოლა ლეგროტალიე, რომელმაც მოქმედი სეზონი “ბიანკონერების” მაისურში დაიწყო, მომავალი შეხვედრის მოლოდინშია. ლეგროტალიე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ პირველად ითამაშებს: “ ფრე ხელს არ გვაძლევს, “მილანი” ტურინში მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩადის. საგულისხმოა, რომ ბოლო პერიოდში “იუვე” თავის თავს არ ჰგავს და ეს აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ. ” -აცხადებს 34 წლის მცველი. გაგრძელება »