პეპე გუნდში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს

” ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ვიმყოფებით , თუმცა ამასთანავე განრისხებულნი ვართ შექმნილი მდგომარეობით . შევეცდებით გამარჯვებების დაწყებას უკვე ბრეშასთან შეხვედრაში . მართალია საკმაოდ რთული მატჩი გველოდება , რადგან მეტოქე ბოლო პერიოდში კარგ ფორმაში იმყოფება და ყველანაირად ცდილობს ,  სერია ა-ში ადგილის შენარჩუნებას . ვფიქრობ , ბრეშა მთელი ძალებით წინ არ წავა და დაცვას უყურადღებოდ არ დატოვებს .  ისინი გამაგრდებიან საკუთარ ნახევარზე , ჩვენ კი მოგვიწევს სუსტი ადგილების მოძებნა ” – საუბრობს Sky Sport – თან , ბიანკონერის ნახევარმცველი სიმონე პეპე , რომელიც მომავალი მატჩის მნიშვნელობაზე ამახვილებს ყურადღებას … გაგრძელება »

ევროპის ლიგამ 1/4 ფინალისტები დააწყვილა

როგორც იცით, ჩემიონთა ლიგის კენჭისყრასთან ერთად ევროპის ლიგის კენჭისყრა გაიმართა.

სრულიადში შედეგი …

გაგრძელება »

ჩემპიონთა ლიგამ 1/4 ფინალისტები დააწყვილა

დღეს, ჩემპიონთა ლიგის კენჭისყრა გაიმართა, სადაც გაირკვა თუ რომელი გუნდი, რომელს დაუპირისპირდება.

კენჭისყრის შემდეგი სრულიადში…

გაგრძელება »

სატრანსფერო ჭორი(იაკინტა,მარტინესი)

როგორც ცნობილი გახდა ტურინული გუნდი იაკინტას “უდინეზეში” უშვებს. ვინჩენცომ  თავისი “ოქროს წლები”, სწორედ “უდინეზეში” გაატარა და ამის შემდეგ გადმობარგდა  ბიანკონერის რიგებში . წელს იტალიელი თავის თავს არ ჰგავს და ძირათადშიც ადგილი დაკარგა, ამიტომაც გუნდი მის გაშვებას ლამობს. რაც შეეხება მარტინესს, მან სეზონი ჩააგდო და იმედები არ გაამართლა. მას მოწვევა ესპანეთიდანაც მოუვიდა, მაგრამ სავარაუდოდ “ფიორენტინას” მაისურს მოირგებს. ფეხბურთელმა “იუვეს” მაისურით 11 თამაში ჩაატარა და არც თუ ისე საიმედოდ გამოიყურებოდა. გაგრძელება »

დელ პიერო მალაფეევს უსამძიმრებს

ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ალესანდრო დელ პიერო უსამძიმრებს, “ზენიტის” მეკარეს, ვიჩისლავ მალაფეევს, რომელსაც ავტოკატასტროფაში მეუღლე, მარინა დაეღუპა.
მე ძალიან შემზარა ამ ამბავმა. ვიჩისლავის წინააღმდეგ 3 წლის წინ ვითამაშე ჩემპიონთა ლიგაში. მან ჯოჯოხეთი გამოირა. ამ დროს სიტყვები ზედმეტია აშკარად, მხოლოდ შემიძლია მივუსამძიმრო,“-განაცხადა დელ პიერომ, goal.com-თან ინტერვიუში. გაგრძელება »

დელ პიერო და ბუფონი ახალ კონტრაქტებს მოაწერენ ხელს

სასიამოვნო ინფორმაცია მოდის იტალიიდან, როგორც ავტორიტეტული გამომცემლობა Corriere dello Sport იუწყება, რომ “იუვენტუსი” გუნდს ორ ლიდერს ახალ კონტრაქტს შესთავაზებს. გუნდის მეკარეს, ჯიჯი ბუფონს კონტრაქტი 2013 წელს ეწურება, მაგრამ მაროტამ მას ახალი, 3 წლიანი კონტრაქტი შესთავაზა, ხოლო დელ პიერო მხოლო ერთ წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. გაგრძელება »

“იუვენტუსი” კევინ დე ბრუინეს აკვირდება

“იუვენტუსი” ინტერესდება ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელით, რომელიც ბელგიურ “გენკის” რიგებში გამოდის. ამის შესახებ განცხადება ფეხბურთელის აგენტმა პატრიკ დე კოსტერმა გააკეთა.

“გავესაუბრე “ჩელსის”, “მანჩესტერ სიტის”, “იუვენტუსის” და “აიაქსის” წარმომადგენლებს, თუმცა მე მათთან არ მქონია კონტაქტი ერთი თვის განმავლობაში. ერთადერთი გუნდი, რომელთანაც მოლაპარა კებებს ვგეგმავთ – ეს “რასინგ გენკია”. მათთან მოვილაპარაკებთ, თუ რა ელის კევინს. ჯერ-ჯერობით რთულია მომავალზე ლაპარაკი. ბევრი კლუბი აკვირდება კევინს, მაგრამ ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს რა იქნება შემდეგ. მას უფლება აქვს დარჩეს “გენკში” შემდეგი 12 თვის განმავლობაში”, – განაცხადა დე კოსტერმა Sky Sports-თან ინტერვიუში.

გაგრძელება »

იაკინტასთვის სეზონი დასრულებულია

ცუდი ინფორმაცია გავრცელდა დღეს ვინჩენცო იაკინტასთვის : ფეხბურთელი გუშინდელ ვარჯიშზე დაშავდა , მან კუნთის არეში დისკომფორტი იგრძნო , დღევანდელმა გამოკვლევებმა კი სერიოზული დაზიანება აღმოაჩინეს მარცხენა ბარძაყზე . ზემოთხსენებული ტრავმა არ მისცემს საშუალებას იაკინტას , მოედანზე გამოვიდეს მინიმუმ სამი თვე . ეს კი ბუნებრივია ნიშნავს იმას , რომ ფორვარდისთვის სეზონი დასრულებულია . სამედიცინო შტაბიდან კარგი ამბებიც ვრცელდება : ტრაორე , ტონი და მარტინესი , რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში განცალკევებით ვარჯიშობდნენ , უკვე ხვალიდან შეეძლებათ მთლიან ჯგუფთან ერთად მუშაობა . რაც შეეხება მელოს , მისი დაბრუნება ბრეშასთან შეხვედრაში სამწუხაროდ არ მოხდება . ჯერ ჯერობით მას ფიზიკური ფორმა  არ აღუდგენია სრულად .  გაგრძელება »

მატრი : ” იუვენტუსი არ ინანებს მატრის დატოვებას ”

ბიანკონერის იტალიელი ფორვარდი , ალესანდრო მატრი , დარწმუნებულია , რომ მისი ამჟამინდელი კლუბი უმოკლეს პერიოდში მოახერხებს საფეხბურთო მწვერვალზე დაბრუნებას … გაგრძელება »

რას წერენ იტალიურ პრესაში…

სრულიადში იხილეთ პრესტიჟული იტალიური სპორტული გაზეთების დღევანდელი გამოშვებების მიმოხილვა… გაგრძელება »