შეშლილი მაქსის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

გთავაზობთ “შეშლილი მაქსის” წინასამატჩო პრესსკონფერენციას:

გაგრძელება »

ალეგრი : “ფიორენტინამ შემთხვევითი გოლი გაიტანა”

მაქსის შეფასება…

გაგრძელება »

ალეგრის წინასამატჩო პრესსკონფერენცია (ვიდეო-ვერსია)

ალეგრის და ბენატიას პრესსკონფერენცია (ვიდეო-მასალა)

გთავაზობთ ტურინელთა ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციას, რომელიც ტოტენჰემთან შეხვედრას დაეთმო. დარჯამ უკვე შემოგთავაზათ მასალა ტექსტური სახით.. ამჯერად ვიდეო-მასალის რიგია:

გაგრძელება »

შეშლილი მაქსი:”პოგბა? იგი იუვენტუსის ფეხბურთელია”

შეშლილი მაქსი პოლ პოგბას და მელბურნთან მოახლოებულ მატჩს ეხმაურება:

გაგრძელება »

შეშლილი მაქსი:”ყველაფერი იდეალურად ვითარდება”

შეშლილმა მაქსმა მოახლოებულ ტესტ მატჩებზე და მელბურში მიმდინარე მოსამზადებელ ეტაპზე ისაუბრა:

გაგრძელება »

2015/16 შეფასება – მასიმილიანო ალეგრი

2015 წლის მაისში, როცა მასიმილიანო ალეგრიმ “იუვენტუსთან” ერთად სკუდეტო და იტალიის თასი მოიპოვა, “იუვენტუსის” დირექტორმა, ბეპე მაროტამ, გაიხსენა შემთხვევა, რომელიც გუნდში ალეგრის მოსვლისას მოხდა: “მანქანით მივდიოდი მასიმიალიანოსთან ერთად, განრისხებული გულშემატკივრები კი მანქანას კვერცხებს ესროდნენ და ახალ მწვრთნელის მიმართ შეურაცხმყოფელ სიტყვებს არ იშურებდნენ”. ძალიან მალე, როცა გუნდმა სკუდეტოც მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ფინალშიც იასპარეზა, გულშემატკივრებმა ახალი მთავარი მწვრთნელის ძალა ირწმუნეს და უკვე მისი მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვებისკენ მოუწოდებდნენ გუნდის ხელმძღვანელობას, რომელიც ამ მოწოდებების გარეშეც ამზადებდა ახალ შეთავაზებებს მაქსისთვის. გაგრძელება »

ალეგრი:”პოგბა და მორატა ტურინში უნდა დარჩნენ, ხოლო პიანიჩი ფანტასტიკური შენაძენია”

“შეშლილმა მაქსმა” გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და ბიანკონერის ხელმძღვანელობას მირალემ პიანიჩის ტრანსფერი მოუწონა:“ჩვენ ვსაუბრობთ ტაქტიკურად ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე, რომელიც გასაოცარი თვისებებით არის დაჯილდოებული. ჩემი ვალდებულება კი არის, ნებისმიერი ახალი და უკვე გუნდში მყოფი ფეხბურთელის კიდევ უფრო განვითარება.. პიანიჩს თავისუფლად შეუძლია, როგორც დაცვის წინ, ასევე ტრეკუარტისტას პოზიციაზე თამაშიც.. იგი გუნდს მრავალფეროვანი მანევრირებების საშუალებას მისცემს. ხელმძღვანელობა აპლოდისმენტებს იმსახურებს, ასეთი კარგი ტრანსფერის გამო. პოგბასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ურყევია.. იგი გუნდის ფუნდამენტია და დღეისათვის იუვენტუსის ფეხბურთელია, მაგრამ არავინ იცის რა იქნება ხვალ.. მორატასთან დაკავშირებით ადრეც ვთქვი. მსგავსად პოგბასი, მორატა გუნდში აუცილებლად უნდა დარჩეს.. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო – “ალვარო, შენ ტურინში უნდა დარჩე”.

პიანიჩის ტრანსფერი ალეგრის კონკრეტული და მკაფიო მოთხოვნა არის

მირალემ პიანიჩი იუვეში გადასვლასთან ახლოს რომ არის განსაკუთრებით “შეშლილი მაქსის” დამსახურებაა. ტოსკანელმა თავკაცმა მაროტას განსაკუთრებულად სწორედ მისი შეძენა ჯერ კიდევ მაშინ მოთხოვა, როდესაც ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. ბეპე გამომდინარე იქიდან, რომ აქციონერთა საბჭოს მაქსის გუნდიდან წასვლა არ სურდა, შესაბამისი მოქმედებები აპრილშივე დაიწყო. ალეგრი საკუთარ გადაწყვეტილებაში პრინციპში მართალია, რადგან ტაქტიკური კუთხით მირალემი იდეალურად ჯდება დღევანდელ სქემაში.. ალეგრის მოსაზრებით იგი ბრწყინვალედ გაირჯება რეჯისტას როლში და სიღრმიდან განახორციელებს “ტრეკუარტისტის” თვისებების წარმოჩენას. საჭიროებისამებრ კი თავისუფლად დადგება პოგბას ან ხედირას პოზიციებზეც, რადგან ფიზიკურად ძლიერი და მდგრადი მოთამაშეა.. ალეგრის სურვილიც ნათელია, მას მისი სახით მორიგი კრეატიული ტიპის მოთამაშე ეყოლება, რაც იუვენტუსს მოედანზე მეტად მობილურს და ფანტაზიურს გახდის.. ვნახოთ, რამდენად შეუსრულებენ მაროტა და პარატიჩი “შეშლილ მაქს” მიცემულ პირობას..

Samsung-მა ტურინელებთან ახალი სამ წლიანი კონტრაქტი გააფორმა

ციფრული სამყაროს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა ბრენდმა “Samsung”-მა ტურინელებთან არსებული სპონსორული შეთანხმება კიდევ სამი წლით გაახანგრძლივა. მილანში გამართულ ღონისძიებაზე იუვენტუსის მხრიდან მასიმილიანო ალეგრიც ესწრებოდა. მხარეებმა აგრძელებენ თანამშრომლობას, რომელიც გულისხმობს ციფრული კონტენტის და საფეხბურთო სამყაროს სინთეზს რიგითი ქომაგისთვის:“მოცემული შეთანხმება მოგვცემს საშუალებას ერთად განვავითაროთ განსხვავებული ღონისძიებები, რომლებიც ბუნებრივია მიმართული იქნება მომხმარებლებისთვის.. და განსაკუთრებით იუვენტინოებისთვის”– განაცხადა კარლოს ბარლოკომ რომელიც სამსუნგის იტალიური დეპარტამენტის პრეზიდენტია.