#ForzaDaniDay | დანი ალვეში – იუვენტუსის მორიგი შენაძენი

ალვეში:”იუვე ფენომენალური ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული”

ბრაზილიელი ფეხბურთელი დიდი ყურადღებით სარგებლობს და ჟურნალისტები მას მოსვენების საშუალებას არ აძლევენ.. ამჯერად მას იუვეს ფეხბურთელებზე მოუხდა კომენტარის გაკეთება:“პოგბა ფენომენალური მოთამაშეა და პირადად ჩემთვის დიდი პატივი იქნება მის გვერდით თამაში.. თუმცა ნუ დაგვავიწყდება ფეხბურთელები, რომლებიც შავ-თეთრ მაისურს ატარებენ.. იუვენტუსი დიდი ფიგურებისგან შედგება და თავადაც ბევრ რამეს ვისწავლე მათგან. დიბალას ინტერვიუ წავიკითხე და ნასიამოვნები დავრჩი.. ბუნებრივია მასაც და დანარჩენ ფეხბურთელებს დახმარების ხელს გავუწვდი.. ფორვარდი იღებს სიამოვნებას გატანილი გოლით, ხოლო მე როდესაც პარტნიორს ამის საშუალებას ვაძლევ. მასკერანო ჩემი კარგი მეგობარია და მის გვერდი-გვერდ თამაში სასიამოვნო იქნებოდა, მაგრამ ამ კითხვით არასწორ ფიგურას მიმართეთ.. ეს კლუბის გადასაწყვეტია”.

ალვეში ტურინშია – #ForzaDaniDay:”ფორცა იუვე!”

იტალიის დროით 20:35-ზე დანი ალვეში ტურინში ჩაფრინდა. ფეხბურთელი საკუთარ ექს მეუღლესთან დინორა სანტანასთან ერთად იმყოფება, რომელიც სხვა ყველაფერთად ერთად მისი საფეხბურთო აგენტია. ხვალ, ბრაზილიელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კლუბთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.
მან ჟურნალისტებთან მხოლოდ შემდეგი სიტყვები წარმოსთქვა და შემდეგ სასტუმროსკენ გაემართა:”Forza Juve!”

ალვეშმა ტურინში ჩასვლა ერთი კვირით გადადო

დანი ალვეში დღეს უნდა ჩაფრენილიყო ტურინში, მაგრამ საკუთარი ინიციატივით თარიღი კიდევ ერთი კვირით გადაწია.. მიზეზად კი ოჯახთან ერთად ყოფნაა. შედეგად ბრაზილიელი კონტრაქტს მომავალ კვირას გააფორმებს. უფრო კონკრეტული თარიღი უცნობია. პიანიჩის შემდეგ ეს ბიანკონერის მეორე ტრანსფერი გახდება ახალ სეზონში.

აბორიგენი ალვეში

ასე ერთობიან ალვეში და მისი მეუღლე ტურინში ჩაფრენამდე.. ვეჭვობ, ბრაზილიელი გართობის  საშუალებას ხშირად მოგვცემს ..

გაგრძელება »

იტალიური მედია:”ალვეშის ტურინში ჩასვლის თარიღი გარკვეულია”

ბარსას ექს განაპირა მცველი ტურინს ორშაბათს ეწვევა.. თავდაპირველად იგი სამედიცინო შემოწმებას J-ს სამეციცინო ცენტრში გაივლის, რის შემდეგაც გალილეო ფერარისის ქუჩაზე მდებარე ოფისს მიაშურებს და გუნდთთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს.

ალვეში ტურინს რამდენიმე დღეში ეწვევა

დანი ალვეშმა დაასრულა საკუთარი თავგადასავალი კოპა ამერიკაზე.. იტალიურ პრესას თუ დავუჯერებთ სამხრეთ ამერიკელი განაპირა მცველი რამდენიმე დღეში ეწვევა ტურინს, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის.. შემდეგ კი გალილეო ფერარისის ქუჩას მიაშურებს და იუვენტუსსთან კონტრაქტს ოფიციალურად გააფორმებს..

დანი ალვეშის ბრაზილია კოპა ამერიკას გამოეთიშა

ბრაზილიის ეროვნული ნაკრები, რომელშიც ბიანკონერების ახალწვეული დანი ალვეში ასპარეზობს, კოპა ამერიკის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში პერუსთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა.ჯგუფიდან გასასვლელად კარლოს დუნგას შეგირდებს შეხვედრა მინიმუმ არ უნდა წაეგოთ, თუმცა პერუელებმა ერთი გოლის გატანა და გამარჯვება მოახერხეს.აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონების კარში გოლი წესების დარღვევით, ხელით გავიდა, თუმცა მსაჯმა ამ მომენტს ყურადღება არ მიაქცია და გოლი არ გააუქმა.შედეგად, დანი ალვეში სავარაუდოდ, დროზე ადრე ჩამოფრინდება ტურინში, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და სწორედ მას შემდეგ გავა შვებულებაში.

გაგრძელება »

CalcioMercato:”მომავალ კვირას იუვე ორ ტრანსფერს ოფიციალურად დაადასტურებს”

მიმდინარე სატრანსფერო აქტივობებიდან გამომდინარე ბიანკონერი ერთ-ერთი ყველაზე აქტიურია. იტალიური პრესის ინფორმაციით მაროტა და პარატიჩი მომდევნო კვირას ოფიციალურად გამოაცხადებენ ორი ტრანსფერის დახურვას. ერთი მათგანი არის დანი ალვეში რომელმაც ტურინში სახლიც შეარჩია და ამასთანავე მასიმილიანო ალეგრისთანაც მოასწრო გასაუბრება. მეორე კი სასუოლოს ფორვარდი დომენიკო ბერარდი გახდება. მიუხედავად მისდამი დიდი ინტერესისა იუვეს ტრანსფერის უპირატესობის უფლება აქვს. მაროტას 25 მილიონად შეუძლია ბერარდის შეძენა, მაგრამ არ არის გამორიცხული თანხა შემცირდეს თუ იუვე გარიგებაში რომელიმე ახალგაზრდა ფეხბურთელს ჩართავს.

La Stampa:”ალვეშმა ტურინში სახლი უკვე შეარჩია”

La Stampa-ს მტკიცებით დანი ალვეშმა შესაფერისი სახლი ტურინში უკვე შეარჩია. იგი ტოპ-მოდელ მეუღლესთან ერთად იცხოვრებს.. ჟურნალისტების ინფორმაციით ორ სართულიანი სახლი საკმაოდ ახლოს არის სან-კარლოს მოედანთან.

1 2