ალეგრის და ბენატიას პრესსკონფერენცია (ვიდეო-მასალა)

გთავაზობთ ტურინელთა ტრადიციულ წინასამატჩო პრესსკონფერენციას, რომელიც ტოტენჰემთან შეხვედრას დაეთმო. დარჯამ უკვე შემოგთავაზათ მასალა ტექსტური სახით.. ამჯერად ვიდეო-მასალის რიგია:

გაგრძელება »

ბენატია:”იმედი მაქვს პოგბა სწორ გადწყვეტილებას მიიღებს”

მეჰდი ბენატიათან ტურინულმა გამომცემლობამ საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩაწერა:

გაგრძელება »

Gazzetta:”მაროტამ ბენატიას ტრანსფერი შეათანხმა”

გაძეტა ადასტურებს ბენატიასთან შეთანხმების მიღწევას:

გაგრძელება »

Sky:”მაროტა ბენატიას შეძენასთან ახლოს არის”

პიანიჩის და ალვეშის შემდეგ ბიანკონერი მორიგი ტრანსფერის დახურვას უახლოვდება:

გაგრძელება »

იტალიური მედია:”ბენატიას რომში დაბრუნება მალე გაოფიციალურდება”

როგორც ჩანს ტურინელები კიდევ ერთ ტრანსფერზე განიცდიან მარცხს.. საქმე მაროკოელ ბენატიას ეხება, რომელსაც დიდი ხნის მანძლზე უკავშირებდნენ შავ-თეთრებს.. თუმცა, როგორც ირკვევა მიმდინარე კვირის ბოლოს მას დედაქალაქელები დაიბრუნებენ.. დიახ, დაიბრუნებენ რადგან ბაიერნში გადასვლამდე აფრიკელი სწორედ მგლების ღირსებას იცავდა. ტრანსფერს არენდის სახე ექნება, სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პრესპექტივით. საგულისხმოა, ასევე ის ფაქტიც, რომ ბენატიას ანაზღაურება 30%-ით შემცირდება.

ტურინი და რომი ერთამენთს ცენტრალური მცველების გამო დაუპირისპირდებიან

იუვეს და რომას შორის სატრანსფერო საგა ჯერ არ დასრულებულა.. ორივე კლუბი უკანა ხაზის გაძლიერებით არის დაინტერესებული და მათი გზები ამ მხრივ გადაიკვეთა.. იუვესაც და რომასაც მუსტაფის გაფორმება აქვთ გადაწყვეტილი, თუმცა ტურინელები პარალელურად არც ბენატიას ივიწყებენ.. ერთადერთი ხარვეზი მაროკოელთან დაკავშირებით არის მისი სატრანსფერო ღირებულება.. მაროტას შეუძლია მისი არენდით აყვანა, მაგრამ ბაიერნი დაჟინებით ითხოვს გამოსასყიდ პუნქტში 25 მილიონის მითითებას, ეს კი ბიანკონერის გენერალურ დირექტორს არ აწყობს.. საბატინი მზად არის პიანიჩის გაყიდვიდან შემოსული სახსრებით იმოქმედოს და ბაიერნი კონკრეტული თანხით დააინტერესოს.

ტურინელები ბენატის ტრანსფერზე აქტიურდებიან

ტურინელები მზად არიან დაცვის ცენტრი მეჰდი ბენატიათი გააძლიერონ. მიუნჰენში ჰუმელსის მისვლით მაროკოელის მომავალი ბუნდოვანი გახდა. ბიანკონერის კონკურენციას მოცემულ ტრანსფერზე რომა გაუწევს, რომელმაც რუდიგერი პრაქტიკულად ნახევარი სეზონით დაკარგა მძიმე ტრავმის გამო.

მაროტა ბენატიას არენდით აყვანაზე ფიქრობს

ნახევარდაცვის გარდა ბიანკონერი ცენტრალურ მცველზეც ფიქრობს და როგორც ჩანს ბაიერნიდან მაროკოელი ბენატიას შეძენას ეცდება. მაროტას უკანახაზელის არენდის წესით აყვანა და სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პრესპექტივით სურს. მოარული ხმების თანახმად ასეთ ფორმულაზე არც გერმანელები არიან წინააღმდეგნი, უბრალოდ უნდა ჩამოყალიბდნენ რა თანხის სანაცვლოოდ შეელევიან მის სატრანსფერო უფლებებს. ნაკლებად სავარაუდოა ბაიერნი 20 მილიონზე ნაკლებად დათმოს მცველი, ხოლო იუვენტუსი ამ თანხის სრულ ინვესტირებას არ გეგმავს.

ბენატიასთვის ბრძოლაში იუვეს მილანი შეეცილება

ტუტოსპორტის ინფორმაციით ბენატიასთვის ბრძოლაში იუვენტუსის გარდა მილანიც ჩაერთო.. როსონერის ძალიან მალე დიდი ჩინური ინვესტიციები გაუჩნდება და შესაბამისად, თავისუფლად შეეძლება ხმაურიანი გარიგებების გაფორმება. მეორე მომენტია, რამდენად დათანხმდება მაროკოელი ისეთ გუნდში გადასვლას, რომელიც ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში არ იღებს მონაწილეობას.. თუმცა, პირადი ანაზღაურების სახით ამ მხრივ მილანელები ტურინელებზე ბევრად მომგებიან წინადადებას შეთავაზებენ.

ტურინული სატრანსფერო აურზაური..

გუნდი სატრანსფერო ბაზარზე კონკრეტული პოზიციების შესავსებად აუცილებლად იმოქმედებს. დაცვის ხაზში გარკვეული კორექტირებებია უცილებლად მოხდება, რადგან კასერესი სავარაუდოდ მაინც დატოვებს ტურინს.. პირველ ნომრად ვინც ურუგვაელს შეცვლის სახელდება ბაიერნის დამცველი მეჰდი ბენატია.. მაროტას არენდის წესით სურს მოთამაშის გაფორმება.. ხოლო გამოსყიდვის უფლებით სურს 2017 წელს ისარგებლობს საჭიროებისამებრ. მეორე მტკივნეული რგოლი ნახევარდაცვის ხაზია, რომელიც ხედირას არასტაბილურმა ჯანმრთელობის მდგომარეობამ და მარკიზიოს გრძელვადიანმა ტრავმამ გამოიწვია. ალეგრის სურვილიდან გამომდინარე ჯუზეპე მაქსიმალურად ეცდება მირალემ პიანიჩის გაფორმებას.. არ წყდება კონტაქტი ვალენსიასთან გომეშის თაობაზე, მაგრამ ვალენსიელები 65 მილიონს ფეხს არ უცვლიან.. სხვათაშორის მანჩესტერ იუნაიტედმა მზადყოფნა გამოთქვა 50 მილიონი გადაიხადოს პორტუგალიელ შუახაზელში..

1 2