ბუფონი ვინოვოზე

ბუფონი ვინოვოზე – სუპერმენი ფორმაშია!

გაგრძელება »

#ForzaAzzurri ბუფონის წინასამატჩო პრესსკონფერენცია (ვიდეო-ვერსია)

გთავაზობთ ჯანლუიჯი ბუფონის წინასამატჩო პრესსკონფერენციის ვიდეო-ვერსიას: გაგრძელება »

#ForzaAzzurri | ბუფონი:”უცნაურია.. მესამე მატჩს ყოველთვის ნერვოზულად ვხვდებოდით”

“პირველ რიგში აუცილებლად უნდა აღვნიშნო ის კარგი ეპიზოდი, როდესაც მესამე მატჩისთვის მოსამზადებლად რამდენიმე მშვიდი დღე გვქონდა.. ჩვენს წარსულს რომ გადავხედოთ, ყოველთვის ნერვოზულად ვემზადებოდით ბოლო დაპირისპირებისთვის. ეს პრივილეგია ჯეროვნად უნდა გამოვიყენოთ, რადგან 8-9 დღე ფიტნესისთვის ფუნდამენტური მნიშვნელობის არის. საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობა? უკეთ ვარ.. 3-4 დღე ნამდვილად არ ვგრძნობდი თავს კარგად, მაგრამ ახლა სიტუცია ბევრად გაუმჯობესდა, თუმცა ვეჭვობ ხვალ ძირითად შემადგენლობაში სხვას იხილავთ. აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ წლევანდელი შეკრება და პერიოდი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია. კონტე შესაშური მოტივაციით შეუდგა საქმის კეთებას.. მან ფსონი გუნდის ერთიანობაზე გააკეთა.. სწორედ ამაში იმალება ჩვენი ძალა.. ჩვენ ერმანეთისთვის ყველაფერს გავიღებთ. როდესაც ბოლომდე იწამებ წარმატებისთვის, რომელსაც მუხლჩაუხრელი შრომის ფასად გეუფლება, მაშინ ყველაფერი შეიძლება მოხდეს”.

#ForzaAzzurri | ბუფონი:”ფრე ლოგიკური შედეგი იქნებოდა, მაგრამ..”

“განსაკურებულად მადლიერი ჩემი მცველების ვარ, რომლებიც მართლა საოცარნი არიან.. არასოდეს დავიღლები მათი ქებით, რადგან დღეს უაღრესად ბევრი პრობლემა ამაცილეს თავიდან. ორი აზრი არაა უაღრესად რთული დაპირისპირება იყო და ფრე ალბათ ლოგიკური შედეგი იქნებოდა.. მაგრამ როდესაც გწამს, არ არის გამორიცხული დაჯილდოვდე კიდევაც. მოხარული ვარ მიღწეული კვალიფიკაციით, რომელიც მოგვცემს საშუალებას 10 დღის განმავლობაში მშვიდ გარემოში მოვემზადოთ”.

#ForzaAzzurri | ბუფონის წინასამატჩო პრესსკონფერენცია

დაპირებისამებრ გთავაზობთ სპეციალურად შვედებთან მატჩისთვის მოწყობილ პრესსკონფერენციას ჯანლუიჯი ბუფონის მონაწილეობით:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri – ბუფონი : “შვედეთი მხოლოდ იბრაჰიმოვიჩი არაა”

როგორც უკვე გითხარით, ანტონიო კონტესთან ერთად შვედეთთან წინასამატჩოდ ჟურნალისტებს ტურინის “იუვენტუსის” კაპიტანი, ჯანლუიჯი ბუფონი შეხვდა, რომელიც აცხადებს, რომ მეორე შეხვედრის ჩატარება ყოველთვის გარკვეულ სირთულეებთანაა დაკავშირებული : “ისტორიულად, მეორე მატჩში ძალიან გვიჭირს, ახლა დროა, ეს ტენდენცია შევცვალოთ.პირველ შეხვედრაში ჩვენგან წარმატებას არავინ ელოდა, თუმცა მაქსიმალურად მოვინდომეთ და ბელგია დავამარცხეთ.რაც შეეხება ჩრდილოელებს, მათთან დაპირისპირება რთულია, თუ საუკეთესო თამაშს აჩვენებ, მოიგებ, კარგი თამაშის შემთხვევაში მხოლოდ ფრეს შეგიძლია დასჯერდე, ცუდად თუ გამოიყურები, აუცილებლად დამარცხდები.შვედები იოლად არაფერს დათმობენ.BBC ? – კარიერის მანძილზე არაერთ მაღალი დონის მცველთან მითამაშია, თუმცა ეს ტრიო მართლაც გამორჩეულია.კიელინისთან, ბარძალისთან და ბონუჩისთან ერთად უკვე წლებია ვთამაშობ, ისინი წლიდან წლამდე პროგრესს განიცდიან და მაქსიმალურად ანადგურებენ მეტოქის შეტევებს.ბონუჩი ? – ის დაცვითი ყაიდის გამთამაშებელია, შეხვედრის განმავლობაში ბურთთან ერთად ძალიან ბევრ რთულ მოძრაობას აკეთებს, თუმცა მაღალ დონეზე.ბოლო წლებში მისი განვითარება მართლაც თვალშისაცემია.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri – ბუფონი : “ძალიან ბედნიერი ვარ”

იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ბელგიელებს დამაჯერებლად, 2-0 სძლია.მატჩის შემდეგ ჟურნალისტებს გახარებული ჯანლუიჯი ბუფონი გაესაუბრა : “ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ, ვიბრძოლეთ, ვიშრომეთ და სასურველი სამი ქულა მოვიპოვეთ.ბიჭებმა დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ მეტოქესთან შეგვიძლია თამაში და ფურცელზე უპირატესობა ბევრს არაფერს ნიშნავს.ერთ მუშტად შეკრული გუნდი ვართ, მოედანზე გადის არა თერთმეტი, არამედ თორმეტი მოთამაშე, დიახ, სათადარიგოთა სკამი ჩვენი დამატებითი მოტივაციაა და მათგან დიდ მხარდაჭერას ვგრძნობთ.იმედი მაქვს, იტალიელი ტიფოზები გავახარეთ, ყველაფერს იმისთვის ვაკეთებთ, რომ საკუთარი ქვეყანა ვასახელოთ, სხვა შემთხვევაში გამარჯვებას ფასი არ აქვს.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri|ბუფონი:”ბედნიერი და ამაყი ვარ”

ჯიჯი ბუფონისთვის მიმდინარე ევრო 2016 კარიერაში ბოლო ევრიოპის ჩემპიონატი იქნება. იტალიის გახსნითი თამაში დღეს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება. ეროვნული ნაკრების ლეგენდამ და კაპიტანმა მატჩის წინ კომენტარი გააკეთა დღევანდელი თამაშის თაობაზე.

გაგრძელება »

#ForzaAzzuri:”დღეს, ჟურნალისტებს კონტე და ბუფონი შეხვდებიან”

იტალიელები განაგრძობენ მზადებას ევრო 2016-ის პირველი მატჩისთვის, რომელიც ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.. სხვათაშორის დღევანდელ ვარჯიშს იფფ-ს პრეზიდენტი კარლო ტავეკიოც დაესწრო. რაც შეეხება აძურის პირველ მეტოქეს, იგი ბელგიის ნაკრები იქნება, რომელიც საერთო მოსაზრებით მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია. დღეს კი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება ბუფონის და კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

2015/16 სეზონის შეფასება – მეკარეები

უკვე მერამდენე წელია, როდესაც საუბარს ვიწყებთ “იუვენტუსის” მეკარეებზე, პირველ რიგში, ჯანლუიჯი ბუფონი გვახსენდება. მიუხედავად იმისა, თუ რამდენად კარგია მისი დუბლიორი, ბუფონი მაინც ნომერ პირველია – როგორც შემადგენლობაში – ისევე ჩვენს გულებში. გაგრძელება »