#LiveVinovo

ვინოვოზე მზადება გრძელდება:

გაგრძელება »

დიბალა მელბურნში ადგილობრივ ბავშვთა სახლს ესტუმრა

პაულო გამორჩეულია როგორც მინდორზე, ასევე მის მიღმაც:

გაგრძელება »

დიბალა პოგბაზე და იგუაინზე საუბრობს..

Tuttosport-ის ჟურნალისტი პაულო დიბალას პოლ პოგბასა და გონსალო იგუაინის საკითხზე გაესაუბრა:

გაგრძელება »

დიბალა:”პიანიჩი დიდებული ფეხბურთელია”

ბიანკონერის არგენტინელი მარგალიტი მომავალი სეზონისთვის კონკრეტულ მიზანს ისახავს:

გაგრძელება »

დიბალა:”ჩემთვის დიდი პატივია ასეთ ჩემპიონებთან ერთად თამაში”

გთავაზობთ პაულო დიბალასთან საკმაოდ საინტერესო ინტერვიუს, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს რაოდენ დიდი “მარგალიტი” გვყავს გუნდში:

გაგრძელება »

დიბალამ ბარსა და მისი ზღაპრული კონტრაქტი უარით გაისტუმრა

პაულო დიბალას აგენტმა პიერპაოლო ტრიულციმ გუსტავო მასკარდისთან ერთად, საკმაოდ საინტერესო თემაზე ისაუბრა:“ბარსელონამ იუვეს 80 მილიონიანი წინადადებით მიმართა, ხოლო ფეხბურთელს ზღაპრული კონტრაქტი შესთავაზა.. გაოცებული ვარ თუ როგორი ჩამოყალიბებულია პაულო.. მან ცივსისხლიანი გადაწყვეტილება მიიღო და კატალონიელები უარით გაისტუმრა.. საკმარისია მას გაესაუბროთ და უმალვე მიხვდებით თუ როგორი მონდომებულია ამჟამინდელ კლუბში წარმატების მიღწევაზე. დარჩება თუ არა იგი იუვეში დიდი ხნის მანძილზე? მართალია სატრანსფერო ფანჯარა ამოუცნობია, მაგრამ თავად ფეხბურთელი იმდენად კარგად და სწორად პროგრესირებს, რომ ეს მოსალოდნელია.. იუვენტუსი მას აძლევს საშუალებას საუკეთესო კუთხით წარმოაჩინოს თავი და ამასთანავე უმაღლეს დონეზე.. დიბალა აფასებს ამას და საკუთარი კლუბისთვის თავს არასოდეს დაზოგავს”.

დიბალა:”მორატას აშინებს ის ფაქტი, რომ კიელინის წინააღმდეგ მოუწევს თამაში “

დიბალა იტალია – ესპანეთის მოახლოებულ 1/8 ფინალს გამოეხმაურა:“დიდი მატჩი გველის, რომელთა რიგებშიც ჩემი მეგობრები ასპარეზობენ.. ბუნებრივია უფრო მეტად მხარს იტალიელებს დავუჭერ, სადაც არაერთი იუვენტინო ირჯება.. გამეღიმა მორატას გამო, რომელიც სამწვრთნელო სესიის დროს არაერთხელ უხუმრია “იმედი მაქვს კიელინის წინააღმდეგ არასოდეს ვითამაშებ”.. როგორც ჩანს ჯორჯომ იგი ძალიან შეაშინა (იცინის).. დასანანია, რომ ალვარომ დაგვტოვა.. მან გუნდს არაერთი დასამახსოვრებელი გოლი და ემოცია მისცა.. იმედი მაქვს იგი დაბრუნდება, თუმცა მე არცერთ შემთხვევაში არ ავიღებ მის 9 ნომრიამ მაისურს.. 21-ითაც კომფორტულად ვგრძნობ თავს”.

დიბალა:”ბარსელონა? მე უკვე დიდ კლუბში ვარ, მას იუვენტუსი ჰქვია და აქ დიდხანს დარჩენა მსურს”

Gazzetta პაულო დიბალას საინტერესო ინტერვიუს აქვეყნებს:

გაგრძელება »

დიბალა:”ალვარო, დიდი მადლობა ყველაფრისთვის!”

მსგავსად სიმონე ძაძასი საკუთარ პარტნიორს პაულო დიბალაც დაემშვიდობა:”უზომოდ მოგვენატრები თითოეულ ჩვენთაგანს! პირადად მე კი მსურს დიდი მადლობა გადაგიხადო იმ დახმარებისთვის, რაც ჩემი ტურინში მოსვლის დღიდან გააკეთე. გისურვებ ყოველივე საუკეთესოს..”

დიბალა:”იმედი მაქვს არგენტინის მომავალი 9-იანი გავხდები”

“ჩემს გადაწყვეტილებას დიდი რეზონანსი მომყვა, თუმცა იგი კლუბთან შეთანხმებული იყო.. შარშანდელი სტარტი საკმაოდ ცუდი გამოდგა.. ტრავმები და სხვადასხვა სახის პრობლემებმა დიდი თავისტკივილი შეგვიქმნა.. ამიტომაც გადაწყვიტა ხელმძღვანელობამ თითოეული ფეხბურთელის ბაზაზე ყოფნა, რათა მწვრთნელის განკარგულებაში თითოეული ჩვენთაგანი ყოფილიყო. არგენტინა? საუკეთესო ნაკრები გვყავს და არ გვაქვს უფლება ფინალში დავმარცხდეთ. მესი თითოეული დამწყები ფეხბურთელისთვის მისაბაძი ფიგურაა.. იგი ჩემი კუმირია. არგენტინის ნაკრებში უამრავი მაღალი დონის ფორვარდია, თუმცა კარგი იქნებოდა მომავალი 9 ნომერი მე გავმხდარიყავი. მართალია იუვემ თამაშის საშუალება სიღრმიდან მომცა, მაგრამ მარტინო ჩემს მახასიათებლებს 9 ნომერზე უფრო ხედავს”.