ემერსონი იუვეზე და ცალკეულ ფეხბურთელებზე

წარსულში იუვენტუსის ნახევარმცველი ბრაზილიელი ემერსონი დღევანდელ პერიოდზე საუბრობს:

გაგრძელება »

ემერსონი :”იუვე, მოდი ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია თასის მოგება”

ბევრია ისეთი მოთამაშე, რომელსაც კარიერის სხვადასხვა პერიოდში იუვეშიც უასპარეზია და მადრიდის რეალშიც. ერთ-ერთი ასეთი კი ბრაზილიელი ემერსონია, რომელმაც გუნდი კალჩიოპოლის გამო დატოვა და კარიერა ესპანეთში სამეფო კლუბის რიგებში განაგრძოს. ჟურნალისტებთან საუბარში სამხრეთ ამერიკელი მოახლოებულ დაპირისპირებაზე საუბრობს:“ესპანურ პრესაში კასილასის და ანჩელოტის მორიგ წაკამათებაზე საუბრობენ, თუმცა მერწმუნეთ მათთვის აზრთა სხვადასხვაობა ახალი არ არის. რეალში ასეთი რამ ხშირია. ამასთან ერთად ანჩელოტი ქარიზმატული პიროვნებაა და ფეხბურთელებს მის მიმართ დიდი პატივისცემა გააჩნიათ. ფეხბურთელები, მხოლოდ იმიტომ მოდიოდნენ სხვადასხვა ადგილებიდან, რომ მასთან ემუშავათ. ტურინელებს მძიმე მატჩი ელით, მაგრამ წარმოიდგენდა ვინმე რომ ისინი ამ ეტაპამდე მივიდოდნენ? ამიტომ გასახელში რომ შემეძლოს მათთან შესვლა ვეტყოდი, რომ “თუ აქამდე არავის სწამდა ჩვენი, მოდით და მოვიპოვოთ ეს თასი!”.

გაგრძელება »