იტალიური მედია:”იუვეში ვერცერთ მათგანს ვერ ვიხილავთ”

როგორც გამომცემლობა ლა სტამპა იუწყება მომავალში შავ-თეთრი მაისურით ვერც ისკო ალარკონს და ვერც ხამეს როდრიგეს ვიხილავთ:

გაგრძელება »

ზიდანმა ერთი დაბლოკა, ხოლო მეორეს მწვანე შუქი აუნთო..

ესპანური მედიის ინფორმაციით ზინედინ ზიდანმა დაბლოკა ისკოს ტრანსფერი.. ფრანგ სპეციალისტს მისი მეტად გამოყენება სურს მომავალ სეზონში.. ესპანელ შემტევს მოქმედი კონტრაქტი 2018 წელს უსრულდებოდა და თუ ფრანგ სპეციალისტს მისი სამსახური არ დაჭირდებოდა, მაშინ პერესი მას დაუყონებლივ გაასხვისებდა. ამიტომაც უახლოეს პერიოდში სამეფო კლუბი ისკოსთან ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს.. აი ხამეს როდრიგრესი კი კლუბიდან წასვლის მთავარი კანდიდატია. მისით ზიდანი იმედგაცრუებულია და შედეგად პერესი პოტენციურ მყიდველს ეძებს. საგულისხმოა, რომ ორივე ზემოთხსენებულ ფეხბურთელს ტურინს აქტიურად უკავშირებდნენ და დღემდე უკავშირებენ..

მადრიდი პოგბას შესაძენად ისკოს გამოყენებას ეცდება..

მადრიდელები ყველა შესაძლო ვარიანტს განიხილავენ, რითიც პოლ პოგბას “გამადრიდისტებას” მოახერხებენ.. ერთ-ერთი ასეთი გზა კი შესაძლოა გახდეს ისკო და რამდენიმე ათეული მილიონი ევრო.. ესპანელი გამთამაშებელი “შეშლილი მაქსის” დიდიხნის სურვილია, რის გამოყენებასაც პერესი მაროტასთან შეხვედრის დროც ეცდება.. თუმცა, ტურინი ჯერჯერობით შეუვალია..

მაროტა:”რეალს მხოლოდ მორატას თაობაზე შევხვდებით”

ჯუზეპე მაროტას ჟურნალისტებთან გარკვეულ კითხვებზე მოუხდა პასუხის გაცემა:“მორატასთან დაკავშირებით სიახლე არაფერი მაქვს.. მადრიდელები ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის ემზადებიან და სატრანსფერო საქმიანობისთვის ჯერ არ ცხელათ. პრესაში ხშირად მესმის თითქოს ისკოს საკითხს განვიხილავდეთ, რაც სიმართლეს საერთოდ არ შეესაბამება. პერესთან მხოლოდ მორატას ხელშეკრულებას განვიხილავთ. გარკვეული ხნის წინ ტურინი გამორჩეული ფეხბურთელებისთვის დიდად მიმზიდველი ადგილი ნამდვილად არ ყოფილა.. ამას თავისი რიგი მიზეზები აქვს.. დღეისათვის სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და როდესაც მესმის თუ როგორ გვიკავშირებენ სანჩეს და კავანის სიამაყის გრძნობა მეუფლება. ახალი კონტრაქტი ბარძალისთან? ინფორმაციას მალე გამოვაქვეყნებთ”.

ტურინულ-მადრიდული სატრანსფერო საგა

მორატას საგას დასასრული არ უჩანს. ერთის მხრივ მადრიდელები მის დაბრუნებას აქტიურად განიხილავენ, ხოლო მეორეს მხრივ მაროტა დამატებით 20 მილიონის გადახდაზეა თანახმა.. შედეგად ჯამში ესპანელი ფორვარდი ტურინელებს 40-45 მილიონი დაუჯდებათ.. ჯერჯერობით ესპანელთა პოზიცია უცნობია, მაგრამ უკვე ამ ეტაპზევე ჟღერდება ხამეს როდრიგრესის და ისკოს ვარიანტები.. ორივე ზემოთხსენებული ფეხბურთელი ნაკლებად შედის ზინედინ ზიდანის გეგმებში და შესაძლოა მორატას გამო სამეფო კლუბმა ერთ-ერთი მათგანი დათმოს. იუვე მოახდენს მორატასგან აღებული თანხის რეინვესტირებას სწორედ ამ ორიდან ერთ მოთამაშეში.

მაროტა ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე

ჯუზეპე მაროტამ ბიანკონერის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა:

გაგრძელება »

ისკოს აგენტი:”ვადასტურებ იუვენტუსის მხრიდან დაინტერესებას”

იუვენტუსის მხრიდან ისკოსადმი ინტერესი რეალობაა. ტურინელები ყურადღებით აკვირდებიან მას, მაგრამ ჯერჯერობით რაიმე ოფიციალურ შეთავაზებამდე საქმე არ მისულა. ჩემი შვილი ორიენტირებულია სეზონის რეალში დასრულებით.. ასევე არ იქნებოდა წინააღმდეგი თუ მომდევნოსაც მადრიდში გაატარებდა”. მოარული ხმების თანახმად, არ არის გამორიცხული ტურინელები ისკოს სანაცვლოდ მორატას შეელიონ.

Mundo Deportivo:”იუვეს შეუძლია ისკოს გაფორმება”

Mundo Deportivo-ს და კიდევ რამდენიმე ესპანური წყარო ისკოს და იუვენტუსის საგას ფრიად ოპტიმისტურად უყურებს.. ესპანელი ჟურნალისტების მტკიცებით ფეხბურთელს ატმოსფეროს გამოცვლა აქვს გადაწყვეტილი და როგორც ჩანს არჩევანი ტურინულ გრანდზე შეაჩერა. შესაძლო ტრანსფერი დეტალები, კონტრაქტის ვადა და საერთო ღირებულბა ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა მოლაპარაკებებში მორატას ფიგურამაც შეიძლება გაიჟღეროს.

ტურინელები ისკოს და კავანის ტრანსფერზე მუშაობენ

როგორც ჩანს ევროპულმა ფიასკომ იუვეს ხელმძღვანელობაზე საკმაოდ იმოქმედა.. პრესის ფურცლებს თუ დავუჯერებთ ტურინელები ერთბაშად რამდენიმე ტრანსფერზე ჩაერთნენ..

გაგრძელება »

ტურინელთა სატრანსფერო გეგმები

მარცხი მტკივნეულია, თუმცა იგი შესაძლოა ხელმძღვანელობისთვის მკაფიო შეტყობინება გახდეს..
გაგრძელება »