” იუვენტუსი ” – ” უდინეზე ” ( წინასამატჩო )

ჯიოვინკო : ” ტურინში მსურს დარჩენა ”

სებასტიან ჯიოვინკო არ ჩქარობს ახალი კონტრაქტის გაფორმებას ბიანკონერისთან , თუმცა ამტკიცებს რომ სწორედ აქ სურს კარიერის დასრულება . ატომურ ჭიანჭველას ტურინელებთან , კონტრაქტი 2015 წლამდე აკავშირებს . უკანასკნელი ორი სეზონი კი მოკრძალებულ პარმაში გაატარა : ” თუ შენი , განსხვავებული გზით მიდიხარ , მაშინ საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს აჩვენებ . ეს ყველაფერი ” პარმას ” გამო გავაკეთე და კმაყოფილი ვარ შედეგით , თუმცა დადგა დრო კარიერა შავ თეთრი მაისურით გამეგრძელებინა და იმედს გამოვთქვავ აქ რაც შეიძლება დიდხანს დავრჩები . კონტრაქტის გახანგრძლივება არ არის საჩქარო , რადგან ” იუვენტუსი ” არის საუკეთესო რამ რაც შეიძლება ცხოვრებაში გეწვიოს და ამიტომაც მინდა აქ დარჩენა. იანვარში 26 წელი შემისრულდება და სად გინდათ , რომ გადავიდე ? … ის რომ მხოლოდ ტექნიკური არსენალის ქონა არ არის საკმარისი ფაქტია . აუცილებელია დისციპლინა , სერიოზულობა და წესებისადმი პატივისცემა . ის რაც თქვენს თავშია , შესაძლოა წარმატების მომტანი იყოს . როდესაც დიდ კლუბში ასპარეზობთ , ზეწოლა ეს ჩვეული მოვლენაა . კრიტიკა ხომ თამაშის განუყოფელი ნაწილია . ანტონიოს სწამდა ჩემი , რაც გადამწყვეტი აღმოჩნდა . მწვრთნელი მზად არის , ნებისმიერ ფეხბურთელს დაეხმაროს ” .

გაგრძელება »