კავანი პარიზელებთან კონტრაქტის გაფორმებას არ აპირებს

ედინსონ კავანის მომავალი ბურუსითაა მოცული:

გაგრძელება »

Corsport:”მორატას მადრიდი დაიბრუნებს, ხოლო იუვე..”

Corsport მორატას თაობაზე ახალ ინფორმაციას აქვეყნებს:”პრაქტიკულად გადაწყვეტილია ესპანელის მადრიდში დაბრუნება, რამაც ბიანკონერის ხელმძღვანელობას ბაზარზე მაღალ კვალიფიციური ფორვარდის შეძენას აიძულებს. თუმცა, ბეპეს საფულეში საკმაოდ დიდი თანხა მოიყრის თავს და შესაძლოა იგი ედისონ კავანის ტრანსფერზე წავიდეს.. კერძოდ ტურინელები მორატას სანაცვლოდ 30 მილიონს მიიღებენ.. ამ თანხას დავუმატოთ ბერარდიში დაზოგილი 25 მილიონი.. შედეგად მაროტას მსუყე თანხა აქვს მაღალი დონის ფორვარდის შესაძენად.

დი მარციო:”კავანი პსჟ-სთან ხელშეკრულებას მალე გაახანგრძლივებს”

ჯანლუკა დი მარციო ედისონ კავანიზე საუბრობს:”შესაძლოა მას იტალიაში დაბრუნება გულით უნდოდეს, თუმცა პსჟ-მ ისეთი წინადადებით მიმართა კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებად მოსალოდნელია უახლოეს პერიოდში კალჩოს რომელიმე კლუბში ვიხილოთ. პარიზელები ურუგვაელს გაზრდილ ანაზღაურებას და 4 წლიან კონტრაქტს სთავაზობენ”.

კავანი:”კალჩო უზომოდ მენატრება”

ედისონ კავანის იტალია ენატრება.. ის პერიოდი, როდესაც ელ მატადორი მოწინივე პოზიციაზე იმყოფებოდა და მსოფლიოს საფეხბურთო პრესის ფურცლებზე გამორჩეულ ადგილს უთმობდნენ:“დიახ, იტალია მენატრება.. აპენინებზე ყველა ფეხბურთით ცხოვრობს და ბუნებრივია ატმოსფერო გამორჩეულად ემოციურია. მსგავსი სიყვარული იშვიათად სადმე რომ ნახოთ.. მომავალი? არ ვიცი.. ერთი რამ ცხადია კალჩო ძალიან დამაკლდა.. ახლა საფრანგეთში ვარ და უმჯობესია აქაურ გარემოზე მეტი ვიფიქრო”. იუვენტუსი არ კარგავს თვალთახედვის არედან მის გარშემო არსებულ სიტუაციას და თუ გაჩნდება შანსი მაროტა მას აუცილებლად გამოიყენებს.

კავანი:”მომავალი? ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით”

“პსჟ-ს რიგებში თავს ცუდად ნამდვილად არ ვგრძნობ, მაგრამ სატრანსფერო პერიოდი ფრიად არაპროგნოზირებადია და რთულია იმის ხმამაღლა განცხადება თუ როგორ განვითარდება მოვლენები. არის გარკვეული საკითხები, რომლის განხილვას ხელმძღვანელობასთან უახლოეს დღეებში აუცილებლად ვაპირებ.. არსებულ კონტრაქტს პატივსცემ, მაგრამ როგორც უკვე გითხარით არის თემები რაზეც კონსულტაციის გავლა მესაჭიროება. სიახლეებს მალე შეიტყობთ”– ასეთი იყო ედისონ კავანის პასუხი კითხვაზე, აპირებდა თუ არა პარიზის დატოვებას და კარიერის რომელიმე სხვა კლუბში გაგრძელებას. შეგახსენებთ, რომ სამხრეთ ამერიკელს მჭიდროდ უკვაშირებენ ტურინულ გრანდს..

კავანი საკუთარ მომავალზე საუბრობს

ედისონ კავანი, რომ არ არის კმაყოფილი საკუთარი პარიზული ყოფით ეს არაერთხელ ითქვა და დაიწერა.. სამხრეთ ამერიკელმა ფორვარდმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში დაადასტურა საკუთარი სიტყვები:“პსჟ-ს რიგებში საკუთარ თავს მუდამ 9 ნომერზე ვხედავდი, მაგრამ შანსი არასოდეს მომცემია და ძირითადათ კლუბის გამო მსხვერპლზე წასვლა მიწევდა. მომავალი? გოდინი რომელიც ჩემი პარტნიორია ნაკრებში, ხშირად მთავაზობს მადრიდში გადასვლას.. იგი და საერთოდ ჩემი დანარჩენი პარტნიორები ატლეტიკოს 9-იანად მხედავენ”.

კავანის აგენტი:”იგუაინი პსჟ-ში? ედისონი ბედნიერი იქნება”

პრესის წარმომადგენლებთან საუბარში ედისონ კავანის საფეხბურთო აგენტმა კლაუდიო ანელუჩიმ მისი კლიენტის მომავალზე მცირე კომენტარი გააკეთა:

გაგრძელება »

ტურინულ-მადრიდულ-პარიზული სამკუთხედი..

იტალიური პრესის მტკიცებით “პსჟ” მაქსიმალურად ეცდება რობერტ ლევანდოვსკის გაფორმებას, რაც ბუნებრივია კავანის პარიზულ პრესპექტივას კიდევ უფრო ბუნდოვანს ხდის. ტურინელები კი ამასობაში მორატას ტრანსფერთან დაკავშირებით დიდხანს ლოდინს არ აპირებს. მაროტა გეგმავს 15 მილიონი ევრო შესთავაზოს პერესს მისი სრული გამოსყიდვის სანაცვლოდ. ჯერჯერობით ესპანელთა პოზიცია უცნობია.. უარის შემთხვევაში იტალიის მოქმედი ჩემპიონები ინვესტიციას სწორედ ურუგვაელ ფორვარდში აპირებენ.. პსჟ-ს მისი გასხვისება 50 მილიონად სურს, მაგრამ ტურინელები 40-ზე მეტის გადახდას არ გეგმავენ. თავად ფეხბურთელთან, როგორც ჟურნალისტები აცხადებენ პირადი კონტრაქტის დეტალები შეთანხმებულია და ედისონს კარიერის გაგრძელება სწორედ იუვენტუსსში სურს.

მაროტა:”კავანი ტოპ ფეხბურთელია და ჩვენ მისით დაინტერესებულნი ვართ”

“კავანი ტოპ ფეხბურთელია. ჩვენი მიზანია კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა, რომელიც არამხოლოდ იტალიაში არამედ მთელს ევროპაში მოწინავე იქნება. დღეისათვის, კავანი პსჟ-ს ფეხბურთელია, მაგრამ არ დაგიმალავთ იუვესთვის იგი საინტერესო ფიგურაა. პოგბა არ იყიდება. ჩვენ გარკვეული ხნის უკან დავსახეთ სამომავლო მიზნები, რომლებშიდაც წამყვან ფეხბურთელებთან დამშვიდობება ნამდვილად არ შედის. საერთოდაც, ფეხბურთელის მომავალს მისი სურვილი განაპირობებს და მერწმუნეთ ამ კუთხით ნერვიულობა საერთოდ არ ღირს. პოლს არასოდეს არ დაუფიქსირებია წასვლის სურვილი”.

Tuttosport:”იუვე კავანის ტრანსფერზე დაწინაურდა”

იუვე აქტიურობს კავანის ტრანსფერზე და ამ ინფორმაციას ტურინული გამომცემლობა “ტუტოსპორტი” აქვეყნებს. იტალიელი ჟურნალისტების მტკიცებით ამ ეტაპზე ურუგვაელი ფორვარდისთვის ბრძოლაში მაროტაა დაწინაურებული, რომელსაც კონკურენციას ჩელსი, იუნაიტედი და ატლეტიკო უწევენ. ჯერჯერობით არ სახელდება თუ რის ხარჯზეა იუვე მომგებიან პოზიციაში.. შესაძლოა თავად ფეხბურთელის სურვილიდან გამომდინარე.. ტრანსფერის სავარაუდო თანხად 40 მილიონი ევრო სახელდება.