კონტე:”კუადრადოს მომავალი?”

ანტონიო კონტეს კუადრადოსთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მოუხდა:

გაგრძელება »

კონტე:”კუადრადო ძალიან მომწონს”

ანტონიო კონტემ კუადრადოს თაობაზე კომენტარი გააკეთა:

გაგრძელება »

#ForzaAzzurri | კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია (ვიდეო)

გთავაზობთ ანტონიო კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენციის ვიდეო-ვერსიას:

გაგრძელება »

კონტეს ჩელსიში იტალიელი ფეხბურთელების ხილვა სურს

ფრანგული და ინგლისური მედია ანტონიო კონტესა და მის სატრანსფერო გეგმებზე საუბრობს.. ექს იუვენტინოს ლონდონში იტალიელთა “არმიის” ჩამოყალიბება აქვს დაგეგმილი.. ბონუჩისთან დაკავშირებით მისი ქმედება უშედეგოთ დასრულდა, თუმცა როგორც მედიის წარმომადგენლები იტყობინებიან, მას ჯიაკერინის და კანდრევას შეძენის იმედი აქვს.. ბოლონიელთა შუახაზელის დამატება პრობლემას არ წარმოადგენს, ხოლო ლაციალეს განაპირა შემტევის ტრანსფერი მინიმუმ 20 მილიონი ევრო დაჯდება.

#ForzaAzzuri – კონტე : “ჩემს განკარგულებაში ერთი დიდი გუნდია”

იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ანტონიო კონტემ ბელგიასთან მატჩის შემდეგ საკუთარი შეგირდები შეაქო : “ვფიქრობ, შესანიშნავი თამაში გამოვიდა, ძლიერი გუნდის წინააღმდეგ სათამაშოდ დიდხანს ვემზადებოდით და მოხარული ვარ, რომ გამარჯვება მოვიპოვეთ.როგორც ხედავთ, ბიჭებს ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ ყოფნისას შეუძლიათ დამაჯერებლად თამაში.არ დაგვავიწყდეს, რომ ჯერ არაფრისთვის მიგვიღწევია, წინ კიდევ ორი შეხვედრა გველის.ჩემს განკარგულებაშია გუნდი, ამ გუნდის პირდაპირი მნიშვნელობით, 23 მოთამაშე, რომლებიც ბედნიერები არიან რომ ერთი ქვეყნის ღირსებას იცავენ.აღნიშვნა ჯიაკერინის გოლის მომენტში ? – დიახ, ცხვირიდან სისხლი წამომივიდა, მზად ვარ, ამ გუნდისთვის ფიზიკური ტრავმებიც კი მივიღო.”

გაგრძელება »

#ForzaAzzurri|ბონუჩი:”კონტესთან ერთად დიდ წარმატებას მივაღწევთ”

“ჩვენ იტალიის ნაკრები ვართ და ბუნებრივია, მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ.. ვერატის და მარკიზიოს გამო საკმაოდ პესიმისტური ატმოსფერო იგრძნობა.. მესმის, რომ ეს მძიმე დანაკარგია, მაგრამ ჯეროვანი ორგანიზებით წარმატებაში დარწმუნებული ვარ. მოედანზე ერთმანეთისთვის ყველაფერს გავიღებთ და როდესაც ჩნდება პრობლემა, მზად ვართ მის ამოსაფხვრელად.. ტაქტიკური განსწავლულობა ასევე მნიშვნელოვანია და სწორედ ამ კომპონენტით თითოეულ მეტოქეს დიდ თავისტკივილს გავუჩენთ”..

გაგრძელება »

#ForzaAzzuri | კონტე:”ევრო 2016-ის გამორჩეულ მატჩს ველი”

“მომზადება დღეს დილით დავასრულეთ.. ახლა უკვე ყველაფერი ჩვენს ხელთაა.. მოედანზე 46 მებრძოლი იქნება.. 23 ჩვენი რიგებიდან და 23 მათიდან.. ევროპის ჩემპიონატი საოცარი ტურნირია, რომელიც ფეხბურთელის რანგში უკვე გამოვცადო.. დაე დადგა დრო მთავარი მწვრთნელის პოსტიდანაც მივიღო საჭირო ემოცია. დიდი მატჩის მოლოდინი მაქვს”.. გაგრძელება »

#ForzaAzzuri:”დღეს, ჟურნალისტებს კონტე და ბუფონი შეხვდებიან”

იტალიელები განაგრძობენ მზადებას ევრო 2016-ის პირველი მატჩისთვის, რომელიც ხვალ თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.. სხვათაშორის დღევანდელ ვარჯიშს იფფ-ს პრეზიდენტი კარლო ტავეკიოც დაესწრო. რაც შეეხება აძურის პირველ მეტოქეს, იგი ბელგიის ნაკრები იქნება, რომელიც საერთო მოსაზრებით მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ფავორიტია. დღეს კი თბილისის დროით 20:00 საათზე გაიმართება ბუფონის და კონტეს წინასამატჩო პრესსკონფერენცია, რომელსაც აუცილებლად შემოგთავაზებთ.

ბონუჩი:”კონტე მკაცრი და მომთხოვნია”

“კონტე საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნია.. და საერთოდ არა აქვს მნიშვნელობა რა რანგის შეხვედრა გვაქვს ჩასატარებელი.. ფინალი, ამხანაგური თუ საქველმოქმედო.. მისი მოთხოვნა მკაფიოა – მხოლოდ გამარჯვება! მასთან ურთიერთობა ადვილია, რადგან ანტონიო გახსნილი პიროვნებაა. თითოეული ჩვენთაგანი მუხლჩაუხრელად შრომობს და რაც მთავარია გვწამს საკუთარი თავის, მწვრთნელის და სისტემის, რომელიც არსებობს. შედეგი? ყველაფერს მოედანი აჩვენებს”.

#ForzaAzzuri – კონტე:”დაცვა? ისინი ერთმანეთს უსიტყვოდ უგებენ”

“ბუნებრივია ჩემთვის დიდ უპირატესობას წარმოადგენს ის ფაქტი, რომ იუვეს შემადგენლობიდან სამ-ოთხ ფეხბურთელზე შემიძლია დაყრდნობა. მათ ერთად ძალიან დიდი დრო აქვთ გატარებული და ერთმანეთის უსიტყვოდ ესმით. ბუნებრივია საკუთარ თამაშს ამ ძლიერ ფუნდამენტზე ავაგებთ, რომელიც საბოლოოდ შემტევ იტალიას დაბადებს. ბალანს ფუნდამენტური მნიშვნელობა ექნება”.