“იუვენტუსის” სამადლობელი წერილი მორატას (+ ვიდეო)

ტურინის “იუვენტუსმა” თავის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა მადლობის წერილი ალვარო მორატას მისამართით: გაგრძელება »

Tuttosport:”ჩვენ, მისი დაბრუნების შანსი გვაქვს!”

ტუტოსპორტი იუვეს ტიფოზერიისთვის სასიამოვნო ინფორმაციას ავრცელებს:

გაგრძელება »

მორატა:”იტალიური “BBC” მსოფლიოში საუკეთესოა”

“იტალიაში გოლის გატანა არის წარმოუდგენლად რთული.. ესპანეთში შენ შეიძლება შვიდი რეალური შანსი მოგეცეს, მაშინ როდესაც აპენინებზე ნახევარი ეპიზოდის გამოყენება გევალება. ორმა გატარებულმა წელმა ბევრად ძლიერი გამხადა და ამის გამო მათი მადლიერი ვარ. ბუფონი მსოფლიოში საუკეთესოა.. ის და კასილასი უდაოდ ყველაზე გამორჩეული ფიგურები არიან. ხოლო “BBC” მსოფლიოს საუკეთესო უკანახაზია და დარწმუნებული ვარ მათ წინააღმდეგ თამაში არავის მოუნდება. როდესაც ისინი ფორმაში არიან და მათ უკან ბუფონია თითქოს გოლის გატანა წარმოუდგენელი ხდება”.

დიბალა:”მორატას აშინებს ის ფაქტი, რომ კიელინის წინააღმდეგ მოუწევს თამაში “

დიბალა იტალია – ესპანეთის მოახლოებულ 1/8 ფინალს გამოეხმაურა:“დიდი მატჩი გველის, რომელთა რიგებშიც ჩემი მეგობრები ასპარეზობენ.. ბუნებრივია უფრო მეტად მხარს იტალიელებს დავუჭერ, სადაც არაერთი იუვენტინო ირჯება.. გამეღიმა მორატას გამო, რომელიც სამწვრთნელო სესიის დროს არაერთხელ უხუმრია “იმედი მაქვს კიელინის წინააღმდეგ არასოდეს ვითამაშებ”.. როგორც ჩანს ჯორჯომ იგი ძალიან შეაშინა (იცინის).. დასანანია, რომ ალვარომ დაგვტოვა.. მან გუნდს არაერთი დასამახსოვრებელი გოლი და ემოცია მისცა.. იმედი მაქვს იგი დაბრუნდება, თუმცა მე არცერთ შემთხვევაში არ ავიღებ მის 9 ნომრიამ მაისურს.. 21-ითაც კომფორტულად ვგრძნობ თავს”.

ფრანგული მედია:”რეალს პაიე სურს, ხოლო მორატა..”

დიმიტრი პაიეს სამსახურით მადრიდული კლუბი დაინტერესდა. ზიდანი როგორც ჩანს ეტაპობრივად ემშვიდობება პოგბას შეძენის ილუზიას და აქცენტს ვესტ ჰემის ნახევარმცველზე აკეთებს. მორატას რეალში დარჩენის შანსები საოცრად მიზერულია.. ფეხბურთელს ინგლისში ელიან..

კიელინი:”მორატა? გამორჩეული ფორვარდია”

“ჩვენი უპირატესობა ამ ეტაპზე გარკვეულწილად ფიზიკურ კონიციებში იმალება.. მეტოქეებთან შედარებით უფრო მეტი დავისვენეთ და ასეთ გათამაშებაში მას დიდი როლი უჭირავს. შესაძლოა ლამაზ სტილში არ ვთამაშობთ, მაგრამ სტატისტიკას თუ გადავხედავთ ბევრ საგულისხმო ციფრს აღმოაჩენთ.. ჩვენი მიზანია მეტოქეს რაც შეიძლება ნაკლები სივრცე დავუთმოთ, ხოლო თავად ის მინიმალური მომენტები გამოვიყენოთ რაც გვექნება. ესპანეთი? დარწმუნებული ვარ ხორვატებთან შეცდომები რომ არ დაეშვათ ჯგუფურ ეტაპს 9 ქულით დაასრულებდნენ.. შესაძლოა გასულ გათამაშებებთან შედარებით ისეთივე მრისხანე არ არის, მაგრამ მათ მაინც აქვთ მოტივაცია.. ესპანეთი ცოცხალია და ამას მთელი ტურნირის მანძილზე ადასტურებდა.. ირლანდია? ბონუჩის მეტი ყურადღების გამოჩენა მართებდა, მაგრამ ვეცდებით შეცდომები გამოვასწოროთ. მორატა? სამწუხარო იქნება, რომ რეალმა იგი გარკვეულ მანევრირებაში გამოიყენოს, რადგან ალვარო მაღალი დონის ფორვარდია და ამას არ იმსახურებს. ვერაფრით ამიხსნია, თუ რა მიზეზით არ უნდა დარჩეს სამეფო კლუბში მინუმუმ 10 წელი? ყველანაირი მახასიათებელი გააჩნია, რომ ქომაგს სიხარული მიანიჭოს. ბოლო ორი წელია გაიზარდა როგორც პიროვნება და ამასთანავე გაუმჯობესდა ტაქტიკურადაც. ჩვენ მის განვითარებაში დიდი წვლილი შევიტანეთ, მაგრამ ნიჭი ისედაც მოიძიებდა განვითარების გზას”.

ძაძა:”მშვიდობით მეგობარო!”

ალვარო მორატა ბევრ ტურინელთან მეგობრობდა, მაგრამ სიმონე ძაძასთან განსაკუთრებულად.. იტალიელი ფორვარდი საკუთარი სოციალური გვერდიდან გამოეხმაურა მის წასვლას:“ჩვენი სამსახური ზუსტად ასეთია.. ადამიანები მიდიდან და მოდიან. თუმცა, ჩემს ცხოვრებაში ძალიან ცოტაა ისეთი ვინც მსურს სამუდამოდ ჩემთან ერთად დარჩეს და ალვარო, შენ მათ რიცხვში შედიხარ! შენ იყავი პარტნიორი მოედანზე და მის მიღმაც.. თითქოს კონკურენცია, მაგრამ სწორედ მან გაგვხადა საუკეთესო მეგობრები. მთელი გულით გისურვებ საუკეთესოს, რადგან შენ ამას იმსახურებ! #morata #juventus #amicizia”

მორატა:”აძურისთან დაპირისპირება დიდი თავისტკივილია”

ალვარო მორატა თანაგუნდელებს კონცენტრირებისკენ მოუწოდებს, რადგან აძურის სახით ყველაზე უხერხული მეტოქე ჰყავთ:”ტაქტიკური კუთხით ჩვენ დავუპირისპირდებით გუნდს, რომელიც ყველაზე კარგად არის მომზადებული.. კარგი იქნებოდა ხორვატებთან სასურველი შედეგით დაგვესრულებინა, მაგრამ.. მოგვიწევს სათანადო დონეზე მომზადება, რათა ჩავატაროთ იდეალური შეხვედრა.. სხვაგვარად 1/4 ფინალში გასვლა გაგვიჭირდება.. თუმცა, თუ თასის მოპოვება გვაქვს გადაწყვეტილი ნებისმიერ მეტოქის დამარცხება მოგვიწევს”.

ოფიციალური განცხადება:”რეალმა მორატა გამოისყიდა”

მადრიდულმა კლუბმა ოფიციალური ინფორმაცია გაავრცელა:“რეალმა მიიღო გადაწყვეტილება მორატას უკან დაბრუნების თაობაზე. ფეხბურთელი რომელიც ორი სეზონის მანძილზე იუვენტუსის ღირსებას იცავდა, მომავალი სეზონიდან ზინედინ ზიდანის განკარგულებაში იქნება”.

მორატა:”იუვეში რთული სეზონი გამოვიარე”

“საკმაოდ რთული სეზონი გამოდგა.. თავდამსხმელისთვის სამ თვიანი მშრალი სერია კოშმარია.. დავშორდი შეყვარებულს, ოჯახსაც რაღაც პრობლემები ჰქონდა.. შემდგომ ტრავმაც დაერთო, რომელიც დიდი ხნის მანძილზე არ მაძლევდა მშვიდად მომზადების საშუალებას.. იყო მატჩები სადაც ტკივილგამაყუჩებლით გავდიოდი მინდორზე.. მაგრამ ეს არავინ იცოდა.. ბუფონმა მითხრა, რომ როდესაც პრობლემები გაქვს ეს ყოველივე შენში უნდა დახურო.. პრობლემები შინ უნდა დატოვო და არავის აჩვენო, რომ გასაჭირი გაქვს.. არიან ადამიანები, რომლებიც ამას თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენებენ და შენს განადგურებას ეცდებიან. მომავალი? ახლა ამაზე საუბარი უადგილოა. კონცენტრირებული ვარ ევროპის ჩემპიონატზე და ყველაფერს მალე შეიტყობთ”.