მოჯი:”პოგბას და ზიდანს შორის კოლოსალური განსხავებაა”

ლუჩანონე როგორც ყოველთვის ფორმაშია:

გაგრძელება »

მოჯი იუვენტუსს პოგბაზე და იგუაინზე რჩევას აძლევს

ბიანკონერის ექს სპორტული დირექტორი და სატრანსფერო საქმიანობის ნამდვილი გურუ, დიადი ლუჩიანო მოჯი პოლ პოგბასა და გონსალო იგუაინის საკითხს გამოეხმაურა:

გაგრძელება »

მოჯი:”პოგბა? მე მის სანაცვლოდ შემდეგი მოთხოვნები მექნებოდა”

ლუჩიანო მოჯი საინტერესო კომენტარს აკეთებს პოლ პოგბას თაობაზე.. მისი თქმით თუ რეალი მართლაც 100 მილიონს იხდის, მაშინ იუვეს ექს სპორტული დირექტორი შემდეგი წინადადებით მიმართავდა პერესს:

გაგრძელება »

მოჯი:”ტოტი საფეხბურთო სიმბოლოა, ხოლო დელ პიერო არა”

“იუვენტუსი ისევ იმარჯვებს, რადგან იგი ისევ ყველაზე ძლიერია.. თუმცა, ლიგაზე წარმატებისთვის მარტო ფენომენი დიბალა საკმარისი არ არის. ბევრი მითქმა მოთქმაა ატეხილი ტოტის საკითხზე.. იგი ჩემთვის ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო სიმბოლოა.. დელ პიერო კი ბრწყინვალე ფეხბურთელი, მაგრამ არა სიმბოლო. კალჩიოპოლი? წარმოიდგინეთ, რომ გაბრალებენ მკვლელობას.. რომელიც სინამდვილეში არ მომხდარა.. სასამართლოში ამტკიცებ ამ ყოველივეს, თუმცა მაინც გაბრალებენ.. აი ეს იყო კალჩიოპოლი.. მათ ყურით მოთრეული ჭორებისგან დაიწყეს საქმე.. ინფორმაცია თითქოს კლუბები მსაჯებს ურიგდებოდნენ.. ეჭვები გავაქარწყლეთ, მაგრამ შემდეგ მოსამართლემ საქმის ხანდაზმულობის ვადაზე მიუთითა..”

გაგრძელება »

მოჯი:”მანჯუკიჩმა სასიამოვნოდ გამაკვირვა”

ტურინელი ჟურნალისტების ბიანკონერის ექს სპორტულ დირექტორს ლუჩიანო მოჯის დაუკავშირდნენ და მასთან საინტერესო ინტერვიუც ჩაწერეს..

გაგრძელება »

მოჯი ნაკრებზე და კალჩოზე საუბრობს

ლუჩიანო მოჯიმ გამომცემლობა Libero-ში საკუთარი მოსაზრება გამოაქვეყნა იტალიის ეროვნული ნაკრების პოზიტიურ ასპარეზობაზე და ბუნებრივია არც კალჩოში მიმდინარე პროცესები დაივიწყა:

გაგრძელება »

მოჯი:”იუვე აგონიაშია”

ბიანკონერი 5 საწყის ტურში აგრობენ 5 ქულას და იმყოფებიან მე-13 პოზიციაზე. ლუჩიანო მოჯი ამ ფაქტს კრიტიკულ შეფასებას აძლევს:“ფროსინონესთან დაპირისპირებაში ის გუნდი ვიხილეთ, რომელიც ჩემპიონატის სტარტიდან მოყოლებულ სრულ აგონიაში იმყოფება. მოედნის ცენტრი არის ადგილი, სადაც ფეხბურთელები გაურკვეველ მოქმედებებს ასრულებენ. ფაქტია, რომ ტრავმების თემას გუნდი სრულიად მოუმზადებელი შეხვდა. დიახ, ტევესის ქარიზმა თავდასხმაში გაქრა, პირლოს მოედნის ხედვა გადაუჭრელი ამოცანაა, ხოლო ცენტრში არავინ ომობს ისე როგორც ვიდალი.. ასეთ დროს საკუთარი სიტყვა მარკიზიოს უნდა ეთქვა, რომელიც დიდი ძალაა და ცუდ დროს დაშავდა. ჯერჯერობით მოწოდების სიმაღლეზე დაცვის ხაზი გამოიყურება. გარკვეული პრეტენზიები მაქვს მეკარესთან, რომელმაც ხაზზე თამაშის დროს შეცდომა დაუშვა. მატჩის უკანასკნელ ეპიზოდში გაცილებით აგრესიული თამაში საჭიროა”.

გაგრძელება »

მოჯი : “იუვეს უკვე ჰყავს ათიანი და ის პაულო დიბალაა”

ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი გენერალური დირექტორი, ლუჩიანო მოჯი ბიანკონერების მიერ განხორციელებულ ტრანსფერებს შეეხო და მათზე მცირე კომენტარი გააკეთა : “ოგბონას პრემიერ ლიგაში ტრანსფერი ტურინელთათვის სწორი გადაწყვეტილება იყო, ფეხბურთელმა ძირითად შემადგენლობაში ადგილი ვერაფრით დაიმკვიდრა და როცა რომელიმე გუნდი მზადაა 11-12 მილიონი გადაიხადოს ასეთ მოთამაშეში, აუცილებლად უნდა დათანხმდე.წარმატებებს ვუსურვებ ანჯელოს ვესტ ჰემის შემადგენლობაში, თუ მეტი სათამაშო დრო ექნება, ნაკრებში მოხვედრის შანსიც გაუჩნდება.პირლო იუვეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება, მისი ჩანაცვლება მარკიზიომ უნდა შეძლოს, კლაუდიო ერთადერთი ფეხბურთელია, ვისაც შეუძლია საკუთარ თავზე აიღოს ბურთის გათამაშება, რაც შეეხება ტევესს, მისი ჩანაცვლება უფრო დიდ სირთულეებთანაა დაკავშირებული.გასაგებია, რომ მანჯუკიჩი მებრძოლი და მაღალი დონის წინახაზელია, მაგრამ არგენტინელი და ხორვატი სხვადასხვა სტილის ფეხბურთელები არიან.ათიანი ? – პაულო დიბალა, ის გასული სეზონის საუკეთესო ახალგაზრდაა, როცა მაროტამ მასში 32 მილიონი გადაიხადა, იქ გადაჭრა ათიანის პრობლემა, არგენტინელი ძალიან დიდი პოტენციალის მქონე ფორვარდია.”

გაგრძელება »

მოჯიმ მიმოიხილა იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა

ლუჩიანო მოჯიმ ჟურნალისტებთან საუბრისას, მიმოიხილა იტალიური კლუბების სატრანსფერო პოლიტიკა:“ვალდიფიორი კარგი მოთამაშეა, მაგრამ რამდენად ეყოფა იგი ნაპოლის? რეინაზე კი რა უნდა ითქვას. ასაკში მყოფი კარგი მეკარე. მთავარია მათ იგუაინის გაყიდვა არ მოუწიოთ. დარმიანისთან ერთად აშკარად უფრო მეტად იტალიურები გახდებიან, მაგრამ მიზნები არ ექნებათ მაღალი. აი იუვე კი ყიდულობს და ყიდულობს ახალგაზრდა იტალიელებს, როგორებიც არიან სტურარო, ძაძა, რუგანი, ბერარდი.. ფაქტია, რომ მომავალ სეზონში ტევესი მნიშვნელოვნად დააკლდებათ, მიუხედავად იმისა, რომ მანჯუკიჩი მაღალი კლასის ფორვარდია. მათ შორის განსხვავება არის 7-8 ბურთი. კონდოგბია? კარგია, თუმცა იმდენი არ ღირს რამდენიც გადაიხადეს. არაფრის დიდებით არ შეიძლებოდა იმ აუქციონში ჩაბმა რაც მონაკომ მოაწყო ნახევარმცველზე. იბრა? კავანიზეა დამოკიდებული, რადგან ფრანგები არ შეელევიან ორივე მათგანს. კარგად მახსოვს ჯირაუდოს სიტყვები.. ჩვენ გავდივართ და საქმეში ბანდიტები რჩებიან. შეხედეთ რა ხდება კატანიაში და ამ სიტყვების სისწორეს თავადაც მიხვდებით”.

გაგრძელება »

მოჯი ფინალზე და სატრანსფერო სვლებზე საუბარობს

ბიანკონერის ექს სპორტული დირექტორის ლუჩიანო მოჯის მოსაზრებების მოსმენა ყოველთვის საინტერესოა. ამჯერად მან ჟურნალისტებთან ბერლინის ფინალზე და რამდენიმე სატრანსფერო სვლაზე ისაუბრა:“კიელინის არ ყოფნა ბუნებრივია დანაკლისია, თუმცა ერთ კონკრეტულ შეხვედრაში შესაძლებელია საქმის ისეთი წარმართვა, რომ გუნდმა ვერ იგრძნოს დანაკლისი. ბარსა ბრწყინვალე ფორმაშია და სამართლიანად ითვლება ფავორიტად, მაგრამ იტალიელები მენტალიტეტიდან გამომდინარე იოლად არავის არაფერს დაუთმობენ. შანსებს 60-40 ზე შევაფასებდი ესპანელთა სასარგებლოდ. მნიშვნელოვანი იქნება საწყისი 30 წუთი.. როდესაც ფეხბურთელები ადაპტირებას გადიან როგორც ფინალთან ასევე ერთმანეთთან.. სატრანსფერო საკითხი? ტურინელებმა სწორი არჩევანი გააკეთეს, როდესაც ასეთი ინვესტიცია განახორციელეს დიბალაში. საკუთარ ამპლუაში იგი უდაოდ საუკეთესოა კალჩოში. შესაძლოა ეს ფინალი უკანასკნელი მატჩი იყოს იუვეს მაისურით პირლოსთვის, ტევესისთვის და ვიდალისთვის? პირლომ დაამტკიცა თავისი მაღალი კლასი და გუნდს ბევრი სარგებელი მოუტანა. ტევესი კი კონტრაქტიდან გამომდინარე ბოლომდე დარჩება ტურინში. ვიდალი კი ნამდვილად არ აპირებს საზღვარგარეთ წასვლას”.

გაგრძელება »

1 2