მოჯი :”წარმატება მწვრთნელის და ხელმძღვანელობის დამსახურებაა”

Ilsussidiario.net-თან საუბარში ბიანკონერის ექს სპორტულმა დირექტორმა კლუბის სამომავლო გეგმებზე და მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა:

გაგრძელება »

მოჯი :”ცოტაოდენი იღბალი და ყველაფერი შეიძლება მოხდეს”

ბიანკონერი ჩემპიონთა ლიგის 1/2 ფინალშია და ბუნებრივია მის გარშემო ყურადღებაც მაქსიმალურად არის გაზრდილი. და თან ეს მაშინ როდესაც იტალიური ფეხბურთი გარკვეულ კრიზის განიცდის. შესაძლოა სწორედ ეს სეზონი და აპენინური კლუბების წარმატება გახდეს კალჩოს დაბრუნების დასაწყისი.. ამჯერად ჟურნალისტების წინაშე გენიალური ლუჩიანო მოჯი წარსდგა..

გაგრძელება »

მოჯი :”იუვეს კარგი შანსი აქვს მომდევნო ეტაპზე გასასვლელად”

ლუჩიანო მოჯი იმ ადამიანთა რიცხვში შედის, რომლის კომენტარი ამა თუ იმ თემაზე ყოველთვის სასიამოვნო მოსასმენია. ბიანკონერის ექს სპორტულ დირექტორს ზურგს დიდი გამოცდილება უმაგრებს, რომელიც მან საფეხბურთო სამყაროში დააგროვა. საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ საფეხბურთო სამყაროს ყველაზე იდუმალებით მოცულ საქმეებში.. ამჯერად ლუჩანონემ სერია ა-ს მიმდინარე მდგომარეობაზე და იუვეს ევროპულ თავგადასავალზე ისაუბრა:

გაგრძელება »

მოჯი :”ვაგრძელებ ბრძოლას”

მოჯი

მიუხედავად რამდენიმე დღის წინ უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი ვერდიქტისა, ლუჩიანო მოჯი არ აპირებს დანებებს და ბოლომდე იბრძოლებს ფეხბურთში დაბრუნებისთვის. ამაზე თავად ლუჩანონემ ისაუბრა ჟურნალისტებთან:“საოცარი ის არის, რომ მსაჯები, რომლებიც ფიგურირებდნენ ამ საქმეში გამართლდნენ. ეს არის უსამართლო გადაწყვეტილება, რომელიც მიიღო უზენაესმა სასამართლომ. პირად ინტერეს საერთოდ არ ჰქონია ადგილი და საერთოდაც, ამ ყოველივეს მარტო როგორ განვახორციელებდი? ყოველთვის მზად ვარ ბრძოლისთვის, რადგან არავისი და არაფრის არ მეშინია. მომდევნო ნაბიჯი? ეხლა უკვე ევროპულ სასამართლოს მივმართავ, რომელიც იცავს ადამიანის უფლებებს, რათა ბოლომდე ჩამოვირეცხო შეთითხნილი ჭუჭყი, რომელშიც შეთქმულების ნიადაგზე ამოვყავი თავი. ამის შემდგომ კი აუცილებლად დავბრუნდები ფეხბურთში”.

გაგრძელება »

დასრულდა კალჩიოპოლის საგა…

გუშინ დასრულდა სასამართლო მოსმენა კალჩიოპოლის საკითხზე. მართალია ლუჩიანო მოჯის არ მოუხსნეს ბრალეულობა კალჩიოპოლის პროცესებში, თუმცა მისი ციხეში ჩასმის გადაწყვეტილება გაუქმებულია. სააპელაციო სასამართლომ უარყო მოჯის სარჩელი, რომელიც არ ცნობდა თავს დამნაშავედ და არ ეთანხმება მის 2 წლიან პატიმრობას. როგორც უკვე გითხარით ციხეში ლუჩანონე არ ჩაჯდება, თუმცა სხვა მხრივ სასამართლომ არ დააკმაყოფილა იუვეს ექს სპორტული დირექტორის სარჩელი. გარკვეულ წვრილმან საქმიანობაში ის გამართლდა. სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო ასევე არბიტრები: პაოლო ბერტინი და ანტონიო დატილო.

გაგრძელება »

მოჯი :”ანდრეა ბრწყინვალე ხელმძღვანელია”

ლუჩიანო მოჯი არ დარჩენილა ვალში ანდრეა ანიელისთან და მცირე ინტერვიუ მისცა პრესის წარმომადგენლებს: ” დიდი მადლობა ანდრეას თბილი სიტყვებისთვის, თუმცა საპატიებელი ნამდვილად არაფერი მაქვს, რადგან ცუდი და კანონ დამრღვევი არაფერი ჩამიდენია. იგი მამამისთან ერთად 20 წელი უყურებდა ჩემს მუშაობას და კარგად იცის თუ რას და როგორ ვაკეთებდი. ანდრეამ იცის რა უნდა და როგორ უნდა მიაღწიოს ამას, ამიტომაც გაიმარჯვა იუვემ ამდენი წლის მერე. ყველაზე რთულ დროს გაუძღვა გუნდს და დაუბრუნა გამარჯვებები “.

გაგრძელება »

მოჯი : ” გამარჯვებულებს არ ასამართლებენ “

ლუჩიანო მოჯი არ შორდება ბიანკონერის და იგი თითქმის ყველა მატჩს ესწრება იუვე არენაზე. გამონაკლისი არც ბერძნებთან დაპირისპირება იყო : ” არცთუ ისე შთამბეჭდავად, მაგრამ გამარჯვება მოპოვებულია ანუ ის მიზანი რაც გუნდს ჰქონდა სამი ქულის მხრივ მიღწეულია. როდესაც გუნდი ვალდებულია ნებისმიერ ფასად გაიმარჯვოს, ეს უფრო მეტად ართულებს სიტუაციას და ასეთ შემთხვევაში არ მიმაჩნია კრიტიკის ქარცეცხლში კლუბის გატარება სათამაშო ხარისხის კუთხით. ერთი იტალიური კლუბის წინსვლაც კი ფუნდამენტალურ როლს თამაშობს აპენინურ ფეხბურთში. საბოლოო ჯამში აღსანიშნავია გამარჯვებისკენ სწრაფვა და მისთვის ყველაფრის გაღება. მეტის მოთხოვნა კი აფსურდია, რადგან შედეგი მიღწეულია. ეს შეხვედრა გახდა ხასიათის გამოცდა და განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ბერძნები წინ გავიდნენ ანგარიშში”.

გაგრძელება »

მოჯი : ” კალჩიოპოლის წინა პერიოდს მახსენებს რომას საქციელი ”

ლუჩიანო მოჯის მტკიცებით რომა იმ გზას უბრუნდება, რომელიც კალჩოპიოლს უძღვოდა წინ: ” აძლევს რჩევას მსაჯებს არ დანიშნონ საეჭვო ეპიზოდები იუვენტუსის სასარგებლოდ, რადგან აიცილონ თავიდან კრიტიკა. მორგან დე სანტისმა ცეცხლზე ნავთი დაასხა იმის ნაცვლად, რომ ტოტის სიტყვების შემდეგ სიტუაცია დასტაბილურიყო. სხვაგვარად და ბევრად საზრიანად ისაუბრა პრეზიდენტმა პალოტამ. თუმცა, აშკარაა რომ იგივე სცენარით მიდის საქმე, როგორც კალჩიოპოლამდე: ისინი ურჩევენ არ ჩაუსტვინონ იუვეს სასარგებლოდ, რად ბუნებრივია ავტომატურად არიდებს მსაჯს ზედმეტი კრიტიკისგან . არსებობს სტატისტიკური მონაცემები და მსურველებს შეუძლიათ თავისუფლად გაეცნონ მათ : 1998 იდან 2006 წლამდე უმეტესობა პენალტი დაინიშნა მილანის სასარგებლოდ ( 70 ), მეორე ადგილზე იყო რომა ( 57 ), შემდეგ ლაციო ( 55 ), ნაპოლი ( 54 ) და შემდგომ მოვდივართ ჩვენ და ინტერი 53 . რაც შეეხება საპირისპირო ტაქტიკას, მილანის კარის მიმართულებით დანიშნული იყო 25 პენალტი, ჩვენს კარში 26, შემდგომ ლაციო 30 , ინტერი, რომა და ნაპოლი კი 39“.

გაგრძელება »

მოჯი : ” ” ნაპოლი ” უშანსოდ არის ”

” სან პაოლოზე ” იუვენტუსსმა ” მარცხიც რომ განიცადოს ნაპოლი სკუდეტოს მოპოვებას მაინც ვერ შესძლებს . კონტეს გუნდი გაწვრთნილია გრძელი მარათონის მოსაგებად , მაშინ როდესაც მაცარის კრებულს მხოლოდ რთული მატჩების მოგება თუ ძალუძს . თუ ნეაპოლიტანელები ჩამორჩენას პარასკევს სამ ქულამდე დაიყვანენ , შემდეგ კვირას ის კვლავინდებურად 6-ამდე გაიზრდება “ – ეს გახლავთ მოჯის სიტყვები გადაცემაში Stile Juventus , რადიო Mana Mana Sport – ზე : ” ჯიოვინკო ? მას უსტვენს ის ვინც საერთოდ ვერ ერკვევა ფეხბურთში . მინდა შევახსენო ყველა უკმაყოფილო ტიფოზს , რომ მიმდინარე სეზონში მან 11 ბურთი გაიტანა და კლუბის საუკეთესო ბომბარდირია . პლიუს ამასთან მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს მოედანზე , იპყრობს რა მეტოქე მცველების ყურადღებას , რითაც უხსნის ხელ ფეხს პარტნიორებს . ბუფონის და პირლოს გარდა ტურინში რომელიმე სხვა მოთამაშის გამორჩევა ურთულესია ინდივიდუალური კუთხით , ყველანი ნათელი მაგალითი არიან გუნდური თამაშის “ .

გაგრძელება »

მოჯი : ” კონტემ აუცილებლად უნდა დაამარცხოს ” კიევო ” ”

ლუჩიანო მოჯიმ საკუთარი შთაბეჭდილებები გაანდო მკითხველს საკუთარ რუბრიკაში , რომელიც იბეჭდება გაზეთ Libero – ში …

გაგრძელება »