პაველ ნედვედის ვრცელი ინტერვიუ

გთავაზობთ “იუვენტუსის” ჩეხი ლეგენდის პაველ ნედვედის ვრცელ ინტერვიუს, რომელიც ჟურნალმა Ego-მ მოამზადა: გაგრძელება »

ნედვედი ბრაზილიის თამაშს დაესწრება

იუვენტუსის ვიცე-პრეზიდენტი პაველ ნედვედი ამ ეტაპზე ფლორიდაში ისვენებს, თუმცა როგორც ჩანს ამას დიდი დრო არ უწერია. იგი ბრაზილიის ნაკრების თამაშზე აპირებს წასვლას, სადაც სავარაუდოდ დანი ალვეშთანაც ისაუბრებს. ეს ყოველივე მან ჩეხურ გამომცემლობასთან საუბარში დააფიქსირა:“გადატვირთული და დამღლელი სეზონი იყო ამიტომ ევროპის ჩემპიონატზე დასწრებას ნაკლებად ვგეგმავ. რაც შეეხება სატრანსფერო საქმიანობას, მომზადებას ყოველთვის ადრეული ეტაპიდან ვიწყებთ, რადგან სანაკრებო ფორუმებს ძალუძს კონკრეტულ მოთამაშეებზე ფასის ან აწევა, ან შესაძლოა დაწევაც.. შესაბამისად მყისიერი და ზუსტი მოქმედებაა საჭირო. ვაპირებ ბრაზილიის თამაშს დავესწრო.. ჩვენ უკვე შევაჩერეთ საკუთარი არჩევანი რამდენიმე ფეხბურთელზე და ვაგრძელებთ მოლაპარაკებების სტადიას”.

ForzaHistory:”ნედვედის პირველი ტურინული-გოლი”

ნედვედი:”ბაიერნი ძლიერია, თუმცა ჩვენ არავისი არ გვეშინია”

“გასულ წილისყრასთან შედარებით ბუნებრივია დღევანდელი არ იყო იღბლიანი, თუმცა დაუმარცხებელი არავინ არის. წინ ორი უაღრესად დაძაბული და საინტერესო შეხვედრა გველის. დღეისათვის ბაიერნი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა, თუმცა ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით საკუთარი მიზნის მიღწევას. გასულ სეზონთან შედარებით ნამდვილად არ დავსუსტებულვარ. თავდაპირველად გვქონდა გარკვეული პრობლემები, რადგან გუნდი ერთბაშად რამდენიმე ლიდერმა დატოვა, მაგრამ მაროტა/პარატიჩის დუეტმა შესანიშნავად იმუშავა.. მათ დიბალას გარდა ბევრი ნიჭიერი და ძლიერი ფეხბურთელი მოიყვანეს გუნდში. პირადად მე მომწონს დღევანდელი იუვენტუსი და ვფიქრობ, კიდევ ერთხელ ვიტყვით საკუთარ სიტყვას”– განაცხადა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ პაველ ნედვედმა.

გაგრძელება »

ნედვედი:”სასუოლოს შემდეგ ანიელი სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა”

სასუოლოსთან დაპირისპირებისას იტალიაში არ იმყოფებოდნენ არც ანდრეა ანიელი და არც პაველ ნედვედი.. ორივე მათგანი ონლაინ რეჟიმში იგებდა ინფორმაციას, რომლის შინაარსი არცერთს არ გაახარებდა:“პრაღაში დაჯილდოების ცერემონიალზე ვიმყოფებოდი, თუმცა ტელეფონი ხელიდან არ გამიგდია.. უკვე პირველივე წუთებზე წამოსული ინფორმაციები გულს მიკლავდა.. 1-0.. კიელინის წითელი. ასეთ რამეს კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოვიდგენდი.. ანდრეა ამასობაში შტატებში იმყოფებოდა და მხოლოდ რამდენიმე საათის შემდეგ მოვახერხე გასაუბრება. სიბრაზისგან ადგილს ვერ პოულობდა და ყურმილში ღრიალებდა.. აბსოლოტურად მესმის მისი რადგან ანალოგიურ დღეში ჩავარდი. გამარჯვებებიდან უცაბედად აღმოვჩნდით ცხრილის მეორე ნახევარში. ასეთი რამ დაუშვებელია და დროულად მოგვიწევს რეაგირება. მაროტასთან ინტენსიური კონტაქტი მქონდა და მან დეტალურად ამიხსნა ის მოვლენები რაც მინდორზე ხდებოდა და მის შემდეგაც. ვიცე პრეზიდენტის პოსტი? მერწმუნეთ გაცილებით მარტივი მოედანზე ყოფნა იყო.. კაბინეტში მიზერულ დროს ვატარებ, რადგან მეტ სიამოვნებას ბიჭებთან ერთად მოედანზე ყოფნა მანიჭებს. დღეისათვის უამრავი ახალგაზრდა ფეხბურთელი გვყავს და ვფიქრობ, საჭირო რჩევებით მოვამარაგებ”.

გაგრძელება »

ანიელი:”ვამაყობ ნედვედის გვერდით ყოფნით”

დღევანდელ აქციონერთა კრებაზე ანდრეა ანიელიმ საკმაოდ მკაფიოდ დააფიქსირა, რომ იუვენტუსი არ შეურიგდება იმ პოზიციას, რომელიც კლუბს მიმდინარე სეზონში სერია ა-ში უკავია:“იუვეს თითოეული წევრისთვის, დაწყებული ფეხბურთელიდან და დამთავრებული რიგითი მუშაკით სრულიად მიუღებელია ის ფაქტი, რომელიც ეხლა კალჩოში ხდება. ბიანკონერი ნამდვილად არ არის იმისთვის შექმნილი, რომ მან მე-14 პოზიცია დაიკავოს. შესაბამისად დროა თითოეულმა ჩვენი საქმე მაქსიმალურად გავითავისოთ და ვითარების შესაცვლელად ყველაფერი ვიღონოთ”..

გაგრძელება »

ნედვედი:”შეეშვით პოგბას!”

ახალი თანამდებობის რანგში პაველ ნედვედი პირველ მცირე ინტერვიუს აკეთებს, რომელიც პოლ პოგბას ეხება.. ჩეხი მაესტრო მოუწოდებს საზოგადოებას თავი დაანებონ პოლ პოგბას, რომელმაც არცთუ ისე კარგი პერიოდი უდგას:“სამწუხაროა, მაგრამ ადამიანებს მისი ასაკი ავიწყდებათ და რატომღაც ძალიან ბევრს ითხოვენ. ფრანგი ჩვენი გუნდის მნიშვნელოვანი ფიგურაა, რომელიც არანაირ ეჭვებს არ ბადებს პროფესიონალური კუთხით. ყოველდღიურად ვეკონტაქტები და საჭირო რჩევებს ვაძლევ. საერთოდ არ ვნერვიულობ მისი მომავლის თაობაზე, რადგან პოგბას წინ უდიდესი მომავალი აქვს. კარგი იქნება თუ კრიტიკოსები ერთხელ და სამუდამოდ დაანებებენ თავს”.

გაგრძელება »

ნედვედი “იუვენტუსის” ვიცე-პრეზიდენტი გახდა

დღეიდან, პაველ ნედვედი ტურინის “იუვენტუსის” ახალი ვიცე პრეზიდენტია. ჩეხმა ფეხბურთელმა საფეხბურთო კარიერა 2009 წელს დაასრულა. 2010 წელს როდესაც ტურინელთა სათავეში ანდრეა ანიელი მოვიდა ნედვედი დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. 2015 წელს კი გაცილებით მეტი ნდობა და უფლებამოსილება მიიღო.

გაგრძელება »

ნედვედი:”ჩვენ არავისი არ გვეშინია”

2003 წელს იგი ჩემპიონთა ლიგის ფინალს ტრიბუნებიდან უყურებდა.. მისმა გუნდმა კი სამწუხაროდ დათმო შეხვედრა. პაველს იმედი აქვს, რომ დღეს რადიკალურად განსხვავებული სიტუაცია იქნება:“პირადად ჩემთვის ეს არის დიდი იმედგაცრუება. საბედნიეროდ, დღეისათვის იუვე დაუბრუნდა დიდების მწვერვალს და მშვენიერი შანსი აქვს განაგრძოს ზეიმი. ურთულესია ბარსელონას წინააღმდეგ თამაში. მაგრამ საუბარი, რომ ესპანელები სუარესის, ნეიმარის და მესის გამო შეხვედრის დაწყებამდე 2-0 ზე გაიჭრნენ წინ არის სრული სისულელე. ფავორიტები არიან და ვეთანხმები უმრავლესობის მოსაზრებას, მაგრამ მწამს ჩვენ შეგვწევს ძალა ოცნება ვაქციოთ რელობად. სერია ბ-ს შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. გუნდს გარკვეული დრო დასჭირდა, რომ დღეს აქ მოსულიყო. მიუხედავად ამისა მიღწეულზე არ უნდა გავჩერდეთ. ვიმედოვნებ, ბუფონი შეძლებს მორიგი სანუკვარი ჯილდოს მოპოვებას”.

გაგრძელება »

ნედვედი :”რეალი ფავორიტია, მაგრამ ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ ბერლინისთვის”

ზუსტად 12 წლის წინ ნახევარფინალში ვარსვკვლავურ მადრიდის რეალს დავუპირისპირდით. პაველ ნედვედის და მისი პარტნიორების ფანტასტიურმა თამაშმა კი ფინალში ტურინული გრანდი გაიყვანა. მაშინ ყველაზე სამწუხარო პაველ ნედვედის ყვითელი ბარათი და ჩეხის ცრემლები იყო. სწორედ ეს კითხვა დაუსვეს ჟურნალისტებმა ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შემდეგ, რომელიც შვეიცარიის ქალაქ “ნიონში” დასრულდა ცოტახნის წინ:

გაგრძელება »