ნაპოლი ნეტოს მიმართ სერიოზულ ინტერესს იჩენს

აპენინური გამომცემლობების ინფორმაციით:

გაგრძელება »

იუვემ შესაძლოა ნეტო ლოპესით ჩაანაცვლოს

ბრაზილიელ ნეტოზე შემოსული არაერთი საინტერესო წინადადების გამო, გალილეო ფერარისის ქუჩაზე სერიოზულად დაფიქრდნენ მის გასხვისებაზე.. ალტერნატიული ვარიანტი კი დიეგო ლოპესის სახით უმალვე შეიგულეს.. მილანელები უახლოეს პერიოდში სერიოზულ წმენდას შეუდგებიან და როგორც ჩანს დონარუმას ახალი დუბლიორი ეყოლება, ხოლო ლოპესი დიდი შანსია როსონერი ერთ-ერთმა პირველმა დატოვოს.. მაროტა მზად არის ტრანსფერში ჩასართავად.

ნეტოთი ევერტონი დაინტერესდა

ინგლისური და იტალიური პრესის მთავარი გამომცემლობები ნეტოსთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებენ.. როგორც ჩანს ბრაზილიელი მეკარით ევერტონია სერიოზულად დაინტერესებული. ბიანკონერი მზად არის მის გასაშვებად მინიმუმ 12 მილიონის სანაცვლოდ.. შესაძლოა გარიგება შედგეს შემდეგი ფორმულით: არენდა სეზონის ბოლოს გამოსყიდვის პრესპექტივით. ბიანკონერის თავის მხრივ ლუკაკუს შეძენა სურს და არ არის გამორიცხული ამ თემასაც შეეხოს მოლაპარაკებების შემთხვევაში.. მაგრამ ლივერპულელები საკუთარ ფორვარდს 80 მილიონად აფასებენ, რაც ტურინისთვის მიუღწეველი სურვილია.

ნეაპოლიტანელები ნეტოთი ინტერესდებიან

ჯანლუკა დი მარციოს თქმით მოახლოებული სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შესაძლოა პეპე რეინას შეელიონ, რომელსაც თავისთან კატალონიური ბარსელონა იწვევს. დე ლაურენტისს და კომპანიას კი მისი შეცვლა იუვეს მეორე მეკარე ნეტოთი გადაწყვეტავთ. უახლოეს რეინა ხელმძღვანელობასთან გამართავს კონსულტაციას, რის შემდეგაც გადაწყდება მისი მომავალი. რაც შეეხება ნეტოს ჯერჯერობით ბიანკონერის ხელმძღვანელობა ბოლომდე მის მომავალში ვერ ჩამოყალიბდა.

ტურინელებმა ნეტო შესაძლოა ორი სეზონით გაასხვისონ

მიმდინარე სეზონში ნეტოს არცთუ ხშირად მოუხდა ბიანკონერის კარის დაცვა, რაც პრინციპში სრულიად ბუნებრივი მომენტი იყო.. თუმცა, იტალიის თასსზე ნაჩვენები საიმედო თამაშიდან გამომდინარე ბიანკონერიმ არ არის გამორიცხული მეკარისთვის ძალზედ საინტერესო ნაბიჯი გადადგას. კერძოდ, ბრაზილიელი უახლოეს ორ სეზონს ინგლისის ან ესპანეთის რომელიმე კლუბში გაატარებს, ხოლო შემდეგ როდესაც ბუფონი დიდ ფეხბურთს დაემშვიდობება, სამხრეთ ამერიკელი ტურინში დაბრუნდება და რეალურად შეეჭიდება პირველი ნომრის პოზიციას..

ნეტო 30 დღე იუქმებს

ტურინის “იუვენტუსის” ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დღეს ნეტოს ტრავმის შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.განცხადებაში ნათქვამია, რომ ბრაზილიელმა მეკარემ კუნთი დაიზიანა, რის გამოც 30 დღე იუქმებს, ანუ, მისთვის სეზონი დასრულებულია.”ფიორენტინას” ექს-ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ჩაატარა, მათგან უმეტესობა იტალიის თასზე.21 მაისს ბიანკონერები სწორედ კოპას ფინალში “მილანს” დაუპირისპირდებიან, რამდენად მზად იქნება ნეტო ამ მატჩისთვის, ამას დრო გვიჩვენებს.

გაგრძელება »

“იუვემ” ნეტოს თაობაზე “ბეშიქთაშის” შემოთავაზება უარყო

სკაი სპორტის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსმა” მურარა ნეტოს თაობაზე თურქული “ბეშიქთაშის” ოფიციალური შეთავაზება უარყო.”ფიორენტინას” ექს-ფეხბურთელი ბებერ ქალბატონს თავისუფალი აგენტის სტატუსით ზაფხულში შეუერთდა, თუმცა ნახევარ სეზონში მან მხოლოდ ორი მატჩი ჩაატარა, რის გამოც პრესა ნეტოს გუნდიდან აბარგებაზე ალაპარაკდა.თურქულ მხარეს ბრაზილიელის აყვანა არენდის წესით სურდა, თუმცა ჯუზეპე მაროტა მეკარეს ჯიჯი ბუფონის საიმედო დუბლიორად მიიჩნევს და მის გასხვისებას არ აპირებს.

გაგრძელება »

სატრანსფერო ციებ ცხელება (პერეირა, ნეტო, ვრსალკო, კასერესი)

Corriere dello Sport-ის ინფორმაციით ჯუზეპე მაროტა მარტინ კასერესის ჩანაცვლებას სიმე ვრსალკოთი გეგმავს. ჟურნალისტების ინფორმაციით ხელმძღვანელობას და მთავარ მწვრთნელს შორის შედგა კონსულტაცია ურუგვაელი ფეხბურთელის თაობაზე. მოედანზე დანიელე რუგანის გამოჩენამ, როგორც ჩანს კასერეს დამატებითი პრობლემები შეუქმნა ცენტრალურ ზონაში, რადგან მარჯვენა ფლანგზე ლიხტშტაინერის ალტერნატივად სულ უფრო და უფრო ხშირად კუადრადოს ვხედავთ. შედეგად მისი ადგილი თითოელ პოზიციაზე პრაქტიკულად შევსებულია. რაც შეეხება ვრსალკოს, მისით ტურინელები უკვე დიდი ხანია რაც დაინტერესებულნი არიან და თუ ორ კლუბს შორის შექმნილ ჯანსაღ ურთიერთობას გავითვალისწინებთ ტრანსფერი შესაძლოა უახლოეს პერიოდში შედგეს. კულუარებში არსებული ცნობების თანახმად სასუოლოს ხელმძღვანელობა არ გამორიცხავს საქმის ამგვარ განვითარებას..

გაგრძელება »

ტურინელები ნეტოს გასხვისებას გეგმავენ..

ტურინელი მიმომხილველების ინფორმაციით იუვეს ძალზედ გაუჭირდება იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში ბრაზილიელი ნეტოს გასხვისება. სამხრეთ ამერიკელ მეკარეს თითზე ჩამოსათვლელი მატჩები აქვს ჩატარებული ახალ გუნდში და პრაქტიკულად ვერანაირი კონკურენციას ვერ უწევს ჯანლუიჯი ბუფონს. ამასთან ერთად გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ სათადარიგოთა სკამზე მჯდომ კარის დარაჯს ანაზღაურების სახით წლიურად აქვს 2 მილიონი ევრო.. სწორედ ეს ფაქტორი არის ერთ-ერთი მთავარი ხელის შემშლელი ხელმძღვანელობისთვის ტრანსფერის კუთხით. გუნდი ახალგაზრდა ალისონის გაფორმებას ცდილობს და სწორედ ამიტომ განიხილავს ნეტოსთან დამშვიდობებას..

გაგრძელება »

იანვარში ნეტო შესაძლოა ალისონმა შეცვალოს

Tuttosport-ის ინფორმაციით, იმ შემთხვევაში თუ კი იუვეს ბრაზილიელი მეკარე ნეტო გუნდს იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში დატოვებს, მაშინ მაროტა ინტერნასიონალეს ახალგაზრდა კარის დარაჯ ალისონს 7 მილიონ ევროდ გაიფორმებს. ნეტოს შემთხვევაში ფრიად გაურკვევული სიტუაცია სუფევს, რადგან რეალურად სამხრეთ ამერიკელს მხოლოდ ერთხელ მოუხდა ტურინელთა კარის დაცვა მიმდინარე სეზონში. თუ არ ჩავთვლით მოსამზადებელ ეტაპზე რამდენიმე ტესტ დაპირისპირებას. ალისონის ხელში ჩაგდება კი იუვეს გარდა რამდენიმე იტალიურ კლუბს სურს, თუმცა იტალიელი სპეციალისტების მტკიცებით უპირატესობა ბებერ ქალბატონს აქვს.

გაგრძელება »

1 2