ბალოტელი:”რონალდუ? მესი ჩვენი პლანეტიდან არ არის”

მარიო ბალოტელიმ სოციალურ ქსელში ლეო მესის გუშინდელი ასპარეზობის შემდეგ პოსტი გამოაქვეყნა, ხოლო მოგვიანებით კომენტარიც გააკეთა:

გაგრძელება »

პელეს იტალიაში დაბრუნების შანსები გაიზარდა

გრაციანო პელეს იტალიაში დაბრუნების შანსები მკვეთრად გაიზარდა. თუმცა, ტურინელები ამ მხრივ ჯერჯერობით ნაკლებად აქტიურობენ.. კლაუდიო ლოტიტო 11 მილიონს ამზადებს საუთჰემპტონის ფორვარდის სანაცვლოდ.. მისი მოსაზრებით ლაციოს იტალიის ნაკრების თავდამსხმელი მნიშვნელოვნად გააძლიერებს.. ალტერნატიულ ვარიანტებად სხვათაშორის განიხილებიან ისეთი შემტევები, რომლებსაც ასევე უკავშირებენ ბიანკონერის.. მაგალითად იმობილე და ლორენტე.

პელე არ აპირებს იტალიაში დაბრუნებას

გუშინ, დღის პირველ ნახევარში გავრცელდა ინფორმაცია თითქოს იუვე გრაციანო პელეს ტრანსფერს განიხილავდა.. თუმცა, ფეხბურთელის აგენტთან კონტაქტის შემდეგ გაირკვა, რომ იტალიელი ფორვარდი არ არის მოხიბლული სამშობლოში დაბრუნებით.. შედეგად იგი კარიერას პრემიერ ლიგაში და შესაძლოა ევერტონის რიგებში განაგრძოს.

ძაძა შესაძლოა ლორენტემ ან პელემ ჩაანაცვლოს

ტუტოსპორტის მტკიცებით ძაძამ შესაძლოა კარიერა იმ კლუბში განაგრძოს, რომელიც სათამაშო გარანტიებს მისცემს.. ასეთი კი სატრანსფერო ბაზარზე რომა, ფიორენტინა და კიდევ რამდენიმე საზღვარგარეთის კლუბია. ტურინში, მისი გაშვება არ სურთ, მაგრამ ვერც დაპირებებს აძლევენ სიტუაციის გამოსწორებაზე.. შედეგად პარატიჩიმ არ არის გამორიცხული მის ნაცვლად ალეგრის ლორენტე მოუყვანოს.. თუმცა, გაჩნდა ინფორმაცია გრაციანო პელეზეც.. იტალიელმა ფორვარდმა ევროპის ჩემპიონატის პირველსავე შეხვედრაში გამოიჩინა თავი და საერთოდაც, ტურინს უკვე დიდი ხანია უკავშირებენ.. მეორე მომენტია, რამდენად დათანხმდება მანჯუკიჩის დუბლიორობას..

ტურინში პელეთი დაინტერესდნენ

ბრიტანეთიდან გავრცელდა ინფორმაცია ბიანკონერის გრაციანო პელეთი დაინტერესების შესახებ. საუთჰემპტონის ფორვარდი არცთუ ურიგოდ ასპარეზობს პრემიერ ლიგაში და მისით იტალიური კლუბების დაინტერესება სრულიად ბუნებრივი მოვლენაა. მიუხედავად ამისა ჟურნალისტები სკეპტიკურად უყურებენ მის იანვარშივე ტრანსფერს და შესაძლო შეთანხმებას უფრო მეტად მომავალ ზაფხულს ელიან.

გაგრძელება »