#LiveVinovo

ვინოვოზე მზადება გრძელდება:

გაგრძელება »

პიანიჩი:”ტურინი საოცარია და აქ მხოლოდ გამარჯვებას აქვს ფასი”

მირალემ პიანიჩი საოცრად მოტივირებულია:

გაგრძელება »

პიანიჩი:”განსხვავება კლუბებს შორის საოცარია”

გთავაზობთ მირალემ პიანიჩის პრესსკონფერენციას ტექსტური მასალის სახით:

გაგრძელება »

პიანიჩი 5 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს

რამდენიმე წუთის წინ ვინოვოზე გაიმართა სპეციალური პრესსკონფერენცია.. ჟურნალისტების წინაშე მირალემ პიანიჩი წარსდგა.. ჩვენ აუცილებლად შემოგთავაზებთ მის ვიდეო და ფოტო მასალას ოდნავ მოგვიანებით.. საგულისხმოა, რომ იუვეში 5 ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.

პიანიჩი:”იუვენტუსი დიდებული კლუბია”

“საკუთარი კარიერით კმაყოფილი ვარ, რადგან პროგრესირება არასოდეს შემიჩერებია. ვფიქრობ, იუვენტუსში გადასვლა დროული და სწორი გადაწყვეტილება იყო.. წნეხი? მისი არასოდეს შემშინებია.. მშვენივრად ვიცი თუ ვინ ასპარეზობდა ასეთ დიდებულ კლუბში.. ზიდანი, პლატინი, პირლო.. ექსტრაარაორდინალური ფიგურები იყვნენ, რომლებიც მინდორზე ხარისხს ჰქმნიდნენ. დირექტორებს ნდობა უნდა გავუმართლო, რადგან მათი მხრიდან დიდი ენთუზიაზმი დავინახე.. სასიამოვნოა, როდესაც შენს შესაძენად არაერთ მნიშვნელოვან ნაბიჯს დგამენ. თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ ფიზიკურ კონდიციებში ვიმყოფები და მზად ვარ იუვენტუსსთან ერთად პროგრესირებისთვის. ტიტულების მოსაპოვებლად ყველაფერს გავიღებ, რადგან ამ მხრივ ფრიად მოწყურებული გახლავართ”.

პიანიჩი:”ტურინში, ახალი ცხოვრებისთვის!”

მირალემი იბიცაზე იმყოფება და ისვენებს, თუმცა ახალ თავგადასავალს მოუთმენლად ელის:“აუცილებელია თავი მუდამ ფორმაში შეინარჩუნო.. გასული სეზონი საკმაოდ დამღლელი აღმოჩნდა.. უახლოეს პერიოდში ლუქსემბურგში გავემგზავრები, სადაც მომზადებას დავიწყებ, ხოლო შემდეგ ტურინში ახალი ცხოვრებისთვის!”

მარკიზიო:”პიანიჩი დიდებული ფეხბურთელია”

კლაუდიო მარკიზიო მისი გუნდის მიერ პიანიჩის გაფორმებას გამოეხმაურა:“დიდებული ფეხბურთელი, რომელსაც ინდივიდუალურად შეუძლია მატჩზე ზეგავლენის მოხდენა. ბოსნიელი მართალია ასაკით ძალზედ ახალგაზრდაა, მაგრამ გამოცდილება შესაშური გააჩნია. ბედნიერი ვარ, რადგან კლუბმა უაღრესად მნიშვნელოვანი შენაძენი გააკეთა. უკანასკნელი სეზონი მნიშვნელოვანი ცვლილბების ფონზე, მაინც მოვიგოთ, მაგრამ დროა წარმატებას ევროპაშიც ვეზიაროთ.. კლუბის მიერ გადადგმული ნაბიჯები კი სწორი მიმართულებით წაგვიყვანს. დანი ალვეში? დარწმუნებული ვარ თუ იგი ჩვენს რიგებს გააძლიერებს, შანსები წარმატების შანსები კიდევ უფრო გაიზრდება და თან მნიშვნელოვნად, რადგან ბრაზილიელი მსოფლიო დონის ფიგურაა”.

ალეგრი:”პოგბა და მორატა ტურინში უნდა დარჩნენ, ხოლო პიანიჩი ფანტასტიკური შენაძენია”

“შეშლილმა მაქსმა” გუნდის სატრანსფერო პოლიტიკაზე ისაუბრა და ბიანკონერის ხელმძღვანელობას მირალემ პიანიჩის ტრანსფერი მოუწონა:“ჩვენ ვსაუბრობთ ტაქტიკურად ძალიან ძლიერ ფეხბურთელზე, რომელიც გასაოცარი თვისებებით არის დაჯილდოებული. ჩემი ვალდებულება კი არის, ნებისმიერი ახალი და უკვე გუნდში მყოფი ფეხბურთელის კიდევ უფრო განვითარება.. პიანიჩს თავისუფლად შეუძლია, როგორც დაცვის წინ, ასევე ტრეკუარტისტას პოზიციაზე თამაშიც.. იგი გუნდს მრავალფეროვანი მანევრირებების საშუალებას მისცემს. ხელმძღვანელობა აპლოდისმენტებს იმსახურებს, ასეთი კარგი ტრანსფერის გამო. პოგბასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ურყევია.. იგი გუნდის ფუნდამენტია და დღეისათვის იუვენტუსის ფეხბურთელია, მაგრამ არავინ იცის რა იქნება ხვალ.. მორატასთან დაკავშირებით ადრეც ვთქვი. მსგავსად პოგბასი, მორატა გუნდში აუცილებლად უნდა დარჩეს.. მინდა კიდევ ერთხელ მივმართო – “ალვარო, შენ ტურინში უნდა დარჩე”.

ნაინგოლანი:”პიანიჩი? მიყვარს და მომავალშიც ასე იქნება”

გახსოვთ ალბათ რაჯა ნაინგოლანის ინტერვიუ, სადაც ის პიანიჩის იუვეში შესაძლო გადასვლას გამოეხმაურა:“თუ იგი ამ გადაწყვეტილებას მართლაც მიიღებს, აღარასოდეს დაველაპარაკები”.. გადის გარკვეული ხანი და ბოსნიელი შავ-თეთრი მაისურით იწონებდა თავს.. საინტერესოა როგორ ხასიათზე შეხვდა მის გადაწყვეტილებას რომას შუახაზელი:”მე ის ძალიან მიყვარს და მომავალშიც ყველაფერი ასე დარჩება.. ვიღებ მის არჩევანს. მირალემი როგორც ძმა ის მყავდა.. რას ვიზამთ ფეხბურთში ასეთი რამ ხშირად ხდება. კარგი იქნებოდა ერთად გაგვეგრძელებინა თამაში, მაგრამ არაუშავს. იტალია? მათ ტაქტიკურად ძლიერი გუნდი ჰყავთ და წინასწარვე ვიცოდით, რომ ძალიან გაგვიჭირდებოდა. ვცდილობდით, რაიმე მოგვეხერებინა მათთვის, მაგრამ არაფერი გამოგვივიდა”.

ესპანური მედია:”იუვემ პიანიჩი პოგბას შემცვლელად გაიფორმა”

სანაკრებო ბატალიების პარალელურად გადავხედოთ იტალიურ პრესას და გავიგოთ თუ როგორი სიახლეები ვრცელდება სატრანსფერო ბაზარზე.. მირალემ პიანიჩის გაფორმებას ესპანური AS თავისებურად აღიქვამს.. მათი მოსაზრებით ბოსნიელი პოგბას შემცვლელად მოიყვანეს და ახლა უკვე მაროტა მზად არის, ფრანგი შუახაზელი სამეფო კლუბს დაუთმოს.. ტურინელებმა შესაძლოა 90 მილიონსა და კოვაჩიჩის შემოთავაზებას თანხმობით უპასუხონ.. მეორეს მხრივ იტალიური პრესა განსხვავებულ სიახლეს აქვეყნებს.. მათი მტკიცებით ბეპე პოგბას შენარჩუნებას ბოლო წამამდე ეცდება და მასთან ერთად ყველაფერს იღონებს მორატას იუვეში დასატოვებლადაც.